დღეს მართლმადიდებლური სამყარო, ქრისტესშობის დღესასწაულს აღნიშნავს. ,,ალილო” საქართველოში სახეცვლილი ფორმით გაიმართა. განსხვავებულად ჩატარდა ალო ქუთაისშიც. სასულიერო პირები ქალაქის ცენტრში, დავით აღმაშენებლის სახელობის ეკლესიასთან შეიკრიბნენ და ნობათები შეაგროვეს, რომელიც დღის მანძილზე მოხუცთა თავშესაფრებსა და ბავშვთა სახლებში დაარიგეს. ჩატარდა თუ არა საშობაო ლიტურგია რეგულაციების დაცვით და რას ამბობს ამ საკითხთან დაკავშირებით, ქუთათელ გაენათელი, მიტროპოლიტი მეუფე იოანე გამრეკელი, ვრცლად ნახეთ სიუჟეტში
ავარიას 2 ახალგაზრდა ემსხვერპლა
ახალციხეში, სოფელ აწყურში, სტადიონთან ავარია მოხდა, შემთხვევის შედეგად 2 პირი გარდაიცვალა, 2 კი დაშავდა. არსებული ინფორმაციით, მანქანა ცხენს შეეჯახა. ინფორმაციას „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს. დაშავებული ახალგაზრდები კლინიკაში არიან გადაყვანილები....








