“მედგიდის” დამფუძნებელი, სოფო ჯაფარიძე, სამედიცინო პერსონალის ვაცქინაციის აუცილებლობაზე საუბრობს. ჯაფარიძის თქმით, სახელმწიფო ვაქცინას ვერ იყენებს იმ ვითარებაში, როცა ქვეყანაში ეპიდსიტუაცია უკიდურესად გართულებულია.
აუცილებელია, რომ სამედიცინო პერსონალი იყოს ვაქცინირებული, დღეს რეალობა არის ის, რომ ჩვენ პანდემიას მხოლოდ ექიმების ხარჯზე ვებრძვით. სამწუხაროდ, სახელმწიფომ ვერ შექმნა ვერაფერი კოვიდთან ბრძოლის, ვერც გამოიყენა ნორმალურად ვაქცინა და გვეუბნებიან, რომ კოვიდთან ბრძოლის იარაღი არის პირბადე და სოციალური დისტანცია და ვაქცინა არის დამატებითი ბენეფიტი”, – ამბობს სოფო ჯაფარიძე.
29 ივლისის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2796 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 17 ადამიანი კი გარდაიცვალა.