“ჩვენ ვერ შევეგუებით ქუთაისის ძარცვას!”- ამ შინაარსის პოსტერები ყოფილი საპარლამენტო ქალაქის, ქუთაისის, ქუჩებში გამოჩნდა.
პოსტერებზე ჩამოთვლილია პარლამენტი და ყველა ის საჯარო დაწესებულებები – სემეკი, კონტროლის პალატა, საავტომობილო გზების დეპარტამენტი – რომლებიც “ქართულმა ოცნებამ” ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ქუთაისს ჩამოართვა.
მოძრაობა “დატოვე პარლამენტი ქუთაისში” არჩევნებამდე კიდევ ერთხელ მოუწოდებს ქუთაისელებს, მხარი დაუჭირონ მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებმაც ქუთაისში პარლამენტის დაბრუნების პირობა დადეს. მოძრაობუს წევრებმა დღეს ფლაერებიც დაარიგეს.