უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი CNN-თან ინტერვიუში ამბობს, რომ ომის დაწყების შემდეგ უკრაინას ზოგიერთი ქვეყნის, ან ზოგიერთი ლიდერის სანდოობის აღარ სჯერა.
“მე არ მჯერა მსოფლიოსი მას შემდეგ, რაც ვნახეთ რა ხდება უკრაინაში, მე არ მჯერა ზოგიერთი ქვეყნის, ან ზოგიერთი ლიდერის განცდების გულწრფელობის. ჩვენ არ გვჯერა სიტყვების. მას შემდეგ, რაც რუსეთი ჩვენს მიწაზე შემოიჭრა, ჩვენ არ გვჯერა ჩვენი მეზობლების. არ გვჯერა ამ ყველაფრის” – ამბობს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ აღარ სწამს უსაფრთხოების გარანტიის დოკუმენტებისა და საერთაშორისო სამართლის, რადგან განვითარებული მოვლენების ფონზეც კი, ჯერ კიდევ არსებობს კითხვები რუსეთის ომის დანაშაულებთან დაკავშირებით.
“არ მჯერა დოკუმენტების, რადგან ჩვენ ბუდაპეშტის მემორანდუმიც გვაქვს – ვფიქრობ, თქვენ იცნობთ დეტალებს. ჩემთვის ეს მხოლოდ ქაღალდის ნაგლეჯია”. – ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.
ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინას მხოლოდ პრაქტიკული, ხელშესახები დახმარებისა და უკრაინელი ხალხის სიმამაცის იმედი აქვს.
“ერთადერთი რწმენა, რომელიც არსებობს ჩვენი ხალხის რწმენაა, ჩვენი შეიარაღებული ძალების რწმენა და რწმენა იმისა, რომ ქვეყნები მხარს დაგვიჭერენ არამხოლოდ სიტყვებით, არამედ თავიანთი ქმედებებით.
ჩვენ თავისუფლებაზე ვსაუბრობთ, მაგრამ არა იმიტომ, რომ თავისუფლებაზე დიალოგი გვსურს”. – ამბობს ზელენსკი CNN-თან ინტერვიუში.