24 საათის განამვლობაში, იმერეთში კოვიდ-19-ის 65 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, დაინფიცირებულებს შორის არიან, მოსწავლეებიც და მასწავლებლებიც. სკოლებში, სადაც კორონავირუსი დადასტურდა, გადასულია ონლაი სწვალებაზე, ხოლო მათი კონტაქტები თვითიზოლაციაში. ამის შესახებ ჟურნალისტებს, იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ განუცხადა.
,,ჯერ-ჯერობით ზომების გამკაცრების აუცილებლობა იმერეთის რეგიონში ამ ეტაპზე არ არის . მე სიტუაციას ვაკონტროლებ თავიდან ბოლომდე და ჩვენ არ გვაქვს უკონტროლო გავრცელება”- განაცხადა შალამბერიძემ.










