LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ირაკლი შენგელია ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლად დასახელდა

“ჩვენმა ოპონენტებმა გუშინ აღმოაჩინეს სპორტულ სკოლებში არსებული ვითარება” – ირაკლი შენგელია “ლელოს” პასუხობს

დაპოსტა 2020/06/04-ში
A A
371
ნახვა
გაზიარება

“ჩვენმა ოპონენტებმა გუშინ აღმოაჩინეს სპორტულ სკოლებში არსებული ვითარება, მაგრამ მინდა ვუპასუხო, რომ ეს საკითხი შესწავლის საგანი გახდა, დღიდან ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისა” – ირაკლი ენგელია “ლელოს” ბრიფინგს პასუხობს, რომელზედაც ანა ნაცვილშვილმა განაცხადა რომ, “მართვეს” სპორტულ ბაზაზე ბავშვებისთვის შეუსაბამო პიროებია.

“მოხარული ვარ, რომ წინასაარჩევნო პერიოდის მოახლოებასთან ერთად პოლიტიკური სპექტრის ინტერესი ქუთაისის მიმართ გაიზარდა, თუმცა სამწუხაროა, რომ ოპოზიციურ პარტიებს ამ ქალაქის მიმართ დამოკიდებულება მხოლოდ წინასაარჩევნოდ პოლიტიკურ ველზე თავის დამკვიდრების მიზნით ახსენდებათ.

მოქალაქეების ინტერესებზე ზრუნვა არჩევნების მოახლოებასთან ერთად გახშირებული ბრიფინგები კი არა, მოქალაქეების ინტერესების სამსახური წლების განმავლობაში არსებულ გამოწვევებზე პასუხი და შესაბამისი ქმედითი ნაბიჯების დაგეგმვის პროცესია.

მართალია, ჩვენმა ოპონენტებმა გუშინ აღმოაჩინეს სპორტულ სკოლებში არსებული ვითარება, მაგრამ მინდა ვუპასუხო, რომ ეს საკითხი შესწავლის საგანი გახდა, დღიდან ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისა. სპორტული ინფრასტრუქტურის მოწესრიგების ნაწილი კონკრეტული გეგმის სახით არის გაწერილი ბიუჯეტში, რაც, რათქმაუნდა, სრულად ვერ იქნება მოცული ერთი ან ორი წლის ვადებში, თუმცა ეტაპობრივი ძირეული რეაბილიტაციით საშუალება გვექნება, სპორტული სკოლების ინფრასტუქტურა სრულად გარდავქმნათ თანამედროვე სტანდარტებზე.

მაგალითისთვის: 2020 წლის დასწყისში ჩვენ დავაანონსეთ 6 სპორტული სკოლის სრული რეაბილიტაცია, მათგან ოთხ სკოლაში სამუშაოები უკვე დაწყებულია. მიმდინარე წელს გარემონტდება მძლეოსნობის სკოლა – გამოყოფილი თანხა 318,063 ლარი, ფარიკაობის სპორტულ სკოლა – გამოყოფილი თანხა 104,939 ლარი, – თავისუფალი ჭიდაობის დარბაზი – გამოყოფილი თანხა 87,062 ლარი, პუშკინის ქუჩის #7-ში არსებული კრივის დარბაზი – გამოყოფილი თანხა 136,807 ლარი. წელსვე დაიწყება ნიჩბოსნობის და ძიუდოს მე-17 სკოლის რეაბილიტაცია. ეს პროცესი არის შეუქცევადი და ეტაპობრივად მოხდება ყველა სპორტული სკოლის სრული განახლება, რათქმაუნდა, მათ შორისაა საფეხბურთო კლუბი “მართვეც”.

ამასთან, მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით ჩვენ გავაუქმეთ ის მინიმალური გადასახადი, რაც დაწესებული იყო სპორტული სკოლებისთვის და ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტი სრულად აფინანსებს აღნიშნულ სასწავლებლებს. სწავლის საფასურის გაუქმების შემდეგ სპორტული სკოლების კონტინგენტი 1500 ბავშვით გაიზარდა და დღეს 4 388 -ს შეადგენს. ჩვენი პრიორიტეტი არის აღნიშნულ სკოლებში თანამედროვე სტანდარტების სივრცეების მოწყობა, თუმცა ვიმეორებ, რომ ქალაქში არსებული 43 სპორტული სკოლის ძირეული რეაბილიტაცია დაკავშირებულია ვადებთან, ეს არის დროში, შესაბამისი ბიუჯეტით გაწერილი პროცესი.

რაც შეეხება ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიაციას და ახალგაზრდებისთვის მოსასვნებელი და სპორტული სივრცეების მოწყობას, ყველა ასაკობრივი კატეგორიისთვის, ქალაქის მასშტაბით მიმდინარეობს როგორც რეკრეაციული, ასევე გასართობი და სპორტული სივრცეების მოწყობა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში განახლდა 32 მინი საფეხბურთო სტადიონი, აქედან 2020 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებულია 10 მათგანის რეაბილიტაცია. ამ პროცესის შეუქცევადობა არის ჩვენი გუნდის უმთავრესი ამოცანა და ყოველდღიური საქმიანობის ნაწილი, რასაც ძალიან კარგად ხედავს საზოგადოება და ვფიქრობ, მათი შეფასებაც შესაბამისი იქნება.” – განაცხადა ქუთაისის საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა ირაკლი შენგელიამ.

კლუბ ”მართვეს”, ქუთაისის 94-ე საფეხბურთო სპორტ ბაზაზე არსებულ პრობლემებზე “ლელოს” ერთ-ერთმა ლიდერმა ანა ნაცვლიშვილმა გუშინ ბრიფინგზე ისაუბრა და განაცხადა რომ აქ ვარჯიშის დროს ბავშვებმა შეიძლება სერიოზული დაზიანება მიიღონ.

გაზიარება221

დაკავშირებული -პოსტები

გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს
მთავარი

ყულიშკარში გარდაცვლილი 3 და დაკრძალეს. მათი ცხედრები იმდენად მძიმე მდგომარეობაში იყო, რომ ექსპერტიზის შემდეგ პირდაპირ სასაფლაოზე გადაასვენეს. ნაირა, დალი და ლორიტა როგავები საკუთარ სახლში გარდაცვლილები მეზობლებმა იპოვეს. ერთ-ერთ ვერსიად საკვებით...

დაწვრილებითDetails

ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ბათუმში დაკარგული 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი სანაპიროზე გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 22 წლის ლევან ფირცხალაიშვილი, რომელსაც ოჯახი ეძებდა - რა ხდება ამ დროისთვის ცნობილი გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს 22 წლის ლე­ვან ფირ­ცხა­ლა­იშ­ვი­ლი, რო­მელ­საც ოჯა­ხი ეძებ­და. ოჯახ­მა გან­ცხა­დე­ბა გუ­შინ გა­ავ­რცე­ლა. არ­სე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით,...

დაწვრილებითDetails

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

გარდაცვლილი იპოვეს 67 წლის კაცი, რომელსაც 11 წლის მოზარდი სექსუალურ შევიწროებაში ამხელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ მამაკაცმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.   საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლე ოჯახს უყვებოდა, რომ...

დაწვრილებითDetails

ზუგდიდში, საცხოვრებელ სახლში, 3 და გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

მთავარის ინფორმაციით, ზუგდიდის სოფელ ყულიშკარში, საცხოვრებელ სახლში 3 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები დები არიან. ცხედრები მეზობლებმა ნახეს. ადგილზე ამ დროისათვის საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. გარდაცვლილები ქუთაისის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. გარდაცვალების მიზეზი...

დაწვრილებითDetails

ბათუმში 21 წლის ტრანსგენდერი ქალის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ჭიათურაში შენობის ნგრევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა
მთავარი

ბათუმში ორკვირიანი ძებნის შემდეგ, საცხოვრებელ სახლში რუსეთის 21 წლის მოქალაქის ცხედარი იპოვეს. ინფორმაციას ,,ტვ პირველი" ავრცელებს. გარდაცვლილი ტრანსგენდერი ქალია, რომელიც 2022 წლიდან საქართველოში ცხოვრობდა.   პოლიცია ბათუმის ცენტრში მდებარე საცხოვრებელ...

დაწვრილებითDetails

ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფელში ავტომობილში კაცის ცხედარი იპოვეს - ინფორმაციას "აჭარა თაიმსი" ავრცელებს. გამოცემა წერს, რომ ერთ-ერთი ვერსიით, კაცი რამდენიმე დღის გარდაცვლილია. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის...

დაწვრილებითDetails

იმერეთში 11 წლის გოგოს 67 წლის ნათესავი სექსუალურად ავიწროებდა – რას ყვება დედა

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
გოგონაზე სექსუალური ძალადობის მცდელობაში 60 წლამდე მამაკაცს ადანაშაულებენ
მთავარი

11 წლის გოგოს დედა ამბობს, რომ 67 წლის ნათესავი მის 12 წელს მიუღწეველ შვილს სექსუალურად ავიწროებდა - ფაქტი "ინფო იმერეთის" ინფორმაციით, იმერეთის რეგიონის ერთ-ერთ მუნიციპალიტეტში მოხდა. როგორც გამოცემა დედაზე დაყრდნობით...

დაწვრილებითDetails

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილი მსოფლიო ჩემპიონია
მთავარი

თავისუფალი სტილით მოჭიდავე სანდრო ყურაშვილმა, (92 კგ) ფინალში ირანელი მეტოქე დაამარცხა და მსოფლიოს ჩემპიონობა იზეიმა. ინფორმაციას სპორტის სამინისტრო ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
შემოდგომის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის
მთავარი

ვერძი - დღე ენერგიული და პროდუქტიული იქნება. საუკეთესო დროა წამოწყებებისთვის, რომლებიც გამბედაობას მოითხოვს. ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და მოერიდეთ იმპულსურ გადაწყვეტილებებს.   კურო - შესაძლოა ოჯახურ საქმეებსა და ყოველდღიურ ვალდებულებებზე...

დაწვრილებითDetails

23 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 23, 2026
0
როგორი ამინდი იქნება ნოემბერში საქართველოში
მთავარი

23 აგვისტოს საქართველოში მოსალოდნელია: თბილისი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-აღმოსავლეთის ქარი 8-13 მ/წმ. ჰაერის ტემპერატურა: დღისით +35°, ღამით +23°. სოხუმი — დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დღის ბოლოს დასავლეთის ქარი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"