“ჩვენი ქვეყანა ჩვენით ამაყობს, ეს დღეები ჩვენს ცხოვრებაში ერთ-ერთი ყველაზე ბედნიერია და გუნდში შესანიშნავი განწყობაა. ქვეყანა ფეხბურთის ენერგიით ცხოვრობს, ისინი მხოლოდ ფეხბურთზე ლაპარაკობდნენ.
ჩვენი ქვეყნიდან ერთი ადამიანი სკუტერით ჩამოვიდა, რომელმაც 4000 კილომეტრი გამოიარა და ქართველი გულშემატკივრების სურვილები ჩამოგვიტანა. ამ ემოციების გამო და ამ ხალხის გამო ბრძოლა ყოველთვის ღირს. ვიცი, რომ ბევრმა დაზოგა ფული, რომ აქ წამოსულიყო. ვიცით, რომ წარმოვადგენთ ჩვენს ქვეყანას და ვეცდებით, როგორც ჩვენ, ისე გულშემატკივრებმა, ჩვენი თავი სათანადოდ წარმოვაჩინოთ. ეს კარგად გამოგვდის და კიდევ ერთხელ ვეცდებით ამას”-განაცხადა პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, გურამ კაშიამ










