ჩვენი იარაღით კრემლზე დარტყმის უფლებას არ ვიძლევით – პუტინს 40 წელზე მიეტია რაც ვიცნობ, ის წესიერი ადამიანი არ არის. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ამერიკულ ტელეარხ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“უფლებას ვაძლევთ [ამერიკული იარაღი] გამოყენებულ იქნას საზღვართან ახლოს…მოსკოვზე, კრემლზე დარტყმების უფლებას არ ვაძლევთ”, – განაცხადა ბაიდენმა.
ჟურნალისტმა აშშ-ის პრეზიდენტს ჰკითხა, აშფოთებს თუ არა მას პუტინის მიერ გუშინ გაკეთებული განცხადებები, თითქოს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეებზე გამოყენებისთვის მაღალი სიზუსტის იარაღის მიწოდება ომში პირდაპირ ჩართულობას ნიშნავს.
“მას პუტინს 40 წელზე მეტია რაც ვიცნობ. 40 წელზე მეტია, რაც მაშფოთებს. ის წესიერი ადამიანი არ არის. ის დიქტატორია.
იმაზე არ ვსაუბრობთ, რომ იარაღი გადავცეთ [უკრაინას] მოსკოვზე დარტყმისთვის, კრემლზე დარტყმისთვის… მხოლოდ საზღვრის იქითა მხარეს, რომელსაც რუსები იყენებენ უკრაინაში შეჭრისთვისა და უკრაინელების მკვლელობისთვის,” – განაცხადა ბაიდენმა.










