SALIO-მ ბერლინში დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ კონცერტზე, რომელიც 21 ივნისს უნდა გაიმართოს, კობახიძის და ოცნების წევრების დასწრების გამო უარი თქვა
„გუშინ რეპეტიცია გვქონდა და ძალიან შემთხვევით გავიგეთ, რომ ირაკლი კობახიძე და „ქართული ოცნების“ წევრები იღებენ მონაწილეობას და გავგიჟდით. ჩვენთვის მიუღებელია მათთან ერთად სცენის გაზიარება. რაც ხდება დღეს, როგორც იქცევიან, გამორიცხულია მათთან ერთად იგივე სცენაზე დგომა და გავაუქმეთ ეს კონცერტი. გულწრფელი პროტესტის გამო – ხალხს იჭერენ, ურეკავენ, აშანტაჟებენ და ჩვენ აღარ მივდივართ. ბილეთებიც გვქონდა, ყველაფერი, მაგრამ მთელმა ბენდმა მივიღეთ ეს გადაწყვეტილება“ — უთხრა მომღერალმა „რადიო თავისუფლებას“.










