LIVE TV
სამშაბათი, იანვარი 27, 2026
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

ჩვენთან მყოფ არცერთ პირს კორონავირუსი არ აღმოჩენია – წყალტუბოში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმრო „პრომეთეს“ წარმომადგენლები

დაპოსტა 2020/04/15-ში
106
ნახვა
გაზიარება

წყალტუბოში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმრო „პრომეთეს“ წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათ სასტუმროში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ სასტუმრო „პრომეთეს“ დირექტორმა ხათუნა მაღლაკელიძემ აღნიშნა, ტელევიზიის მეშვეობით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, სასტუმრო საკარანტინო რეჟიმის პირობებს არ აკმაყოფილებს. როგორც მაღლაკელიძე განმარტავს, აღნიშნულმა ცრუ ინფორმაციამ კარანტინში მყოფ პირებსა და პერსონალზე უარყოფითად იმოქმედა.

„ჩვენთან მყოფ არცერთ პირს კორონავირუსი არ აღმოჩენია. ამ 14 დღის განმავლობაში, ვისაც ტემპერატურა უფიქსირდებოდა, ტესტირების ჩატარების მიზნით გადაჰყავდათ და შემოწმების შემდეგ, ისევ აბრუნებდნენ უკან. ერთ-ერთ პირს ბრმანაწლავის ოპერაცია გაუკეთეს და ისევ დააბრუნეს, ასევე დღეს ორ ადამიანს სიცხე დაუფიქსირდა, კონტროლის მიზნით გადაიყვანეს და თუკი, ვირუსი არ აღმოაჩნდებათ, სახლში გაწერენ, რადგან დღეს მე-14 დღეა. ამას გარდა, ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენი სასტუმრო სტანდარტებს არ შეესაბამება. იმერეთში ჩვენ მეხუთე საკარანტინო ზონა ვართ. თავდაპირველად, როცა სასტუმროს შერჩევა ხდებოდა, ჩვენთან ჯანდაცვის სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, საგანგებოდან მოვიდნენ და შეამოწმეს, რამდენად უსაფრთხო იქნებოდა იმ ადამიანებისთვის მომსახურების გაწევა, რომლებიც იზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ. კამერებით შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი ხდება, ასევე სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმები დაცულია, ყველა სტანდარტს შევესაბამებით. სწორედ, ამის გამო დაგვრთეს ნება, რომ ამ პროექტში ჩავრთულიყავით. შოკისმომგვრელი იყო ინფორმაციის გავრცელება, თითქოს, ჩვენი სასტუმრო არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება და დარღვევები მიდის. მკაცრი კონტროლი გვაქვს და ყველა იმ რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, რაც 2 აპრილიდან გვაქვს მიღებული. ხვალ ეს ადამიანები უნდა გაწერონ, სტანდარტების შესაბამისად სასტუმროს დეზინფექცია მოხდება და ახალ ნაკადს ველოდებით. არასწორი სიუჟეტითა და ინფორმაციით, რეპუტაცია შეელახა ისეთ კომპანიას, რომელიც ბაზარზე 9 წელია არსებობს“, – განაცხადა მაღლაკელიძემ.

გაზიარება49

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
2k
მთავარი

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მოქალაქეებისთვის ინფორმაციას ავრცელებს. „თუ შეერთებულ შტატებში ნებადართულ დროზე დიდი ხნით დარჩებით, შესაძლოა სამუდამოდ აგეკრძალოთ აშშ-ში მოგზაურობა. საკონსულო ოფიცრებს აქვთ სრული წვდომა თქვენს საიმიგრაციო ისტორიაზე და...

დაწვრილებითDetails

“აზიანებს თირკმელებს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას” – ერთ-ერთი ბრენდის ზეთში საშიში დარღვევა გამოვლინდა

იანვარი 26, 2026
883
მთავარი

მცენარეული ზეთი ყოველდღიური მოხმარების სურსათია და მალფუჭებად და სარისკო პროდუქტების სიაში არ არის, მაგრამ არაჯანსაღ ცხიმებს ადამიანის ჯანმრთელობისთვის მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება შეუძლია. აზერბაიჯანიდან შემოტანილ ზეითუნის ზეთში დარღვევები გამოვლინდა  დადგინდა 3-MCPD-ის...

დაწვრილებითDetails

რეგულაცია, რომელიც დღეიდან ამოქმედდა

იანვარი 26, 2026
512
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი შექმნა. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო სერტიფიკატის/რეგისტრაციის მოწმობის გაცემის, მისი...

დაწვრილებითDetails

ქუთაისი (მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის გზაზე ზვავი ჩამოწვა

იანვარი 26, 2026
357
მთავარი

ქუთაისი(მოწამეთა)-ტყიბული-ამბროლაურის საავტომობილო გზის კმ39-კმ45 (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე ზვავის მასა ჩამოწვა. აღნიშნულის გამო, ამ მონაკვეთზე, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აკრძალულია ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს

იანვარი 26, 2026
353
მთავარი

სახელმწიფო უსაფრთხობის სამსახური მათი უწყების თანამშრომლის გარდაცვალებასთან დაკავშირებით წერილს აქვეყნებს: კიდევ ერთხელ ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ ჩვენი თანამშრომლის, ანტიკორუფციული სააგენტოს უფროსი ინსპექტორის, სიმონ წაქაძის გარდაცვალების გამო და სამძიმარს ვუცხადებთ მის ოჯახს,...

დაწვრილებითDetails

Picot-ის ბავშვთა კვების შესახებ სურსათის სააგენტო ინფორმაციას ავრცელებს

იანვარი 26, 2026
29
მთავარი

Picot-ის ბავშვთა კვების იდენტიფიცირებული პარტიები ბაზრიდან თითქმის სრულად ამოღებულია. ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათივე ცნობით, სურსათის ეროვნული სააგენტოს შესაბამისი სამსახურები ბავშვთა კვების იმპორტირებული პროდუქტის „Picot“ კონკრეტული პარტიების სარეალიზაციო...

დაწვრილებითDetails

“დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის სიცოცხლე”

იანვარი 26, 2026
6.7k
მთავარი

ემიგრაციიდან დაბრუნებული ქალი სამშობლოში გარდაიცვალა. შორენა ტურაბელიძე წლების მანძილზე ემიგრაციაში იმყოფებოდა. ბოლო პერიოდში ქალი სიმსივნეს ებრძოდა.  1 თვის წინ ის ქუთაისში დააბრუნეს, სადაც 19 იანვარს გარდაიცვალა. "დასრულდა კიდევ ერთი ემიგრანტის...

დაწვრილებითDetails

გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა

იანვარი 26, 2026
85
მთავარი

პოლიტიკოსი გივი თარგამაძე პატიმრობიდან გათავისუფლდა. მან რუსთავის მე-12 პენიტენციური სასჯელაღსრულების დაწესებულება 7-თვიანი პატიმრობის შემდეგ დატოვა. შეგახსენებთ, გივი თარგამაძე 2025 წლის 27 ივნისს დააკავეს. ოპოზიციონერი ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში საკუთარი ფეხით მას შემდეგ...

დაწვრილებითDetails

სიახლე ექთნებისა და მეან-ექთნებისის – ნახეთ რა გევალებათ

იანვარი 24, 2026
1.3k
მთავარი

ექთნებისა და მეან-ექთნებისთვის სახელმწიფო რეესტრი იქმნება. შედეგად, ექთნებს რეესტრში ავტორიზაციის გავლა მოუწევთ. რეესტრის წარმოების წესი უკვე დამტკიცებულია, ცვლილებები კი 2026 წლის 26 იანვრიდან ამოქმედდება. „ექთნებისა და მეან-ექთნების რეესტრის წარმოება სახელმწიფო...

დაწვრილებითDetails

ავადმყოფი ერი ვართ? არა, მაშინ რა ხდება?- კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყნებს

იანვარი 24, 2026
2.7k
მთავარი

კარდიოქირურგი ნიკოლოზ ვაშაყმაძე პოსტს აქვეყენებს. "რატომ გახდა კარდიოქირურგია "ცეხავიკების" საქმე?"- სვამს ის კითხვას და სამედიცინო სექტორში არსებულ  მძიმე მდგომარეობაზე საუბრობს: "კომენტარად დავწერე და ვფიქრობ გასტატუსება არ იქნება ურიგო: რატომ გახდა...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».