LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
ჩვენთან მყოფ არცერთ პირს კორონავირუსი არ აღმოჩენია – წყალტუბოში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმრო „პრომეთეს“ წარმომადგენლები

ჩვენთან მყოფ არცერთ პირს კორონავირუსი არ აღმოჩენია – წყალტუბოში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმრო „პრომეთეს“ წარმომადგენლები

დაპოსტა 2020/04/15-ში
A A
106
ნახვა
გაზიარება

წყალტუბოში საკარანტინო სივრცისთვის განკუთვნილი სასტუმრო „პრომეთეს“ წარმომადგენლები კატეგორიულად უარყოფენ, რომ მათ სასტუმროში მყოფ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა.

როგორც „ინტერპრესნიუსთან“ სასტუმრო „პრომეთეს“ დირექტორმა ხათუნა მაღლაკელიძემ აღნიშნა, ტელევიზიის მეშვეობით არასწორი ინფორმაცია გავრცელდა, რომლის მიხედვითაც, თითქოს, სასტუმრო საკარანტინო რეჟიმის პირობებს არ აკმაყოფილებს. როგორც მაღლაკელიძე განმარტავს, აღნიშნულმა ცრუ ინფორმაციამ კარანტინში მყოფ პირებსა და პერსონალზე უარყოფითად იმოქმედა.

„ჩვენთან მყოფ არცერთ პირს კორონავირუსი არ აღმოჩენია. ამ 14 დღის განმავლობაში, ვისაც ტემპერატურა უფიქსირდებოდა, ტესტირების ჩატარების მიზნით გადაჰყავდათ და შემოწმების შემდეგ, ისევ აბრუნებდნენ უკან. ერთ-ერთ პირს ბრმანაწლავის ოპერაცია გაუკეთეს და ისევ დააბრუნეს, ასევე დღეს ორ ადამიანს სიცხე დაუფიქსირდა, კონტროლის მიზნით გადაიყვანეს და თუკი, ვირუსი არ აღმოაჩნდებათ, სახლში გაწერენ, რადგან დღეს მე-14 დღეა. ამას გარდა, ერთ-ერთი არხის მიერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ჩვენი სასტუმრო სტანდარტებს არ შეესაბამება. იმერეთში ჩვენ მეხუთე საკარანტინო ზონა ვართ. თავდაპირველად, როცა სასტუმროს შერჩევა ხდებოდა, ჩვენთან ჯანდაცვის სამინისტროდან, დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან, საგანგებოდან მოვიდნენ და შეამოწმეს, რამდენად უსაფრთხო იქნებოდა იმ ადამიანებისთვის მომსახურების გაწევა, რომლებიც იზოლაციაში უნდა ყოფილიყვნენ. კამერებით შიდა და გარე პერიმეტრის კონტროლი ხდება, ასევე სახანძრო და სხვა უსაფრთხოების ნორმები დაცულია, ყველა სტანდარტს შევესაბამებით. სწორედ, ამის გამო დაგვრთეს ნება, რომ ამ პროექტში ჩავრთულიყავით. შოკისმომგვრელი იყო ინფორმაციის გავრცელება, თითქოს, ჩვენი სასტუმრო არანაირ სტანდარტს არ შეესაბამება და დარღვევები მიდის. მკაცრი კონტროლი გვაქვს და ყველა იმ რეკომენდაციას ვითვალისწინებთ, რაც 2 აპრილიდან გვაქვს მიღებული. ხვალ ეს ადამიანები უნდა გაწერონ, სტანდარტების შესაბამისად სასტუმროს დეზინფექცია მოხდება და ახალ ნაკადს ველოდებით. არასწორი სიუჟეტითა და ინფორმაციით, რეპუტაცია შეელახა ისეთ კომპანიას, რომელიც ბაზარზე 9 წელია არსებობს“, – განაცხადა მაღლაკელიძემ.

გაზიარება49

დაკავშირებული -პოსტები

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ჩინეთში მიწისძვრა მოხდა
მთავარი

საქართველოში 3.7 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ბოლნისიდან 52 კილომეტრში, ქალაქი დმანისის ჩრდილოეთით სოფელი უსეინქენდში იყო, - ამის შესახებ ინფორმაციას დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი...

დაწვრილებითDetails

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა
მთავარი

გოგონა, რომელმაც გუშინ ბათუმში ბიჭი დახრჩობას გადაარჩინა ლელა ფარტენაძეა - ინფორმაციას გვერდი ბათუმი ავრცელებს. “გულწრფელ მადლობას გიხდით თითოეულ თქვენგანს ასეთი სითბოსთვის, მხარდაჭერისა და კეთილი სურვილებისთვის. როგორც დედამ, იმ წამს სხვაგვარად...

დაწვრილებითDetails

,,წვიმა, ელჭექი, ზღვაზე შტორმი…“ – ამინდის უარესდება

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

26 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 27 ივლისის დღის პირველ ნახევრამდე დასავლეთ  საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით წვიმა ელჭექით, აჭარის, გურიის, სამეგრელო ზემო-სვანეთის და რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის რეგიონებში ზოგან ძლიერი. ქვეყნის ტერიტორიის...

დაწვრილებითDetails

როგორ ვიქცევითვ თუ გველმა გვიკბინა – რა შეცდომები არ უნდა დავუშვათ

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
რატომ არ უნდა მოკლათ გველი – როგორ მოვიშოროთ ეზოდან ისინი
მთავარი

ჰერპეტოლოგი, შოთა ზანდუკელი პოდკასტში "ოთარი ექიმო" საუბრობს, როგორ ვიქცევით გიურზისგან დაკბენის შემთხვევაში: - გიურზამ თუ დაგვკბინა, აუცილებლად, პირველ რიგში, ბეჭედი უნდა მოვიხსნათ. საათის მოხსნას დიდი არაფერი უნდა და, ბოლო-ბოლო, თუ...

დაწვრილებითDetails

როდის იქნება ყველაზე ცხელი დღეები

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
როგორი იქნება სექტემბერი – რას ამბობენ სინოპტიკოსები
მთავარი

აგვისტოში საქართველოში, წინასწარი მეტეოროლოგიური პროგნოზების მიხედვით, უმეტესად ცხელი და მზიანი ამინდებია მოსალოდნელი, თუმცა თვის განმავლობაში პერიოდულად ხანმოკლე წვიმა და ელჭექიც აღინიშნება, განსაკუთრებით მთიან და მაღალმთიან რეგიონებში. სინოპტიკოსების შეფასებით, ჰაერის ტემპერატურა...

დაწვრილებითDetails

“თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე…“ – მევლუდ მელაძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
“თითქოს ამ ლამაზი ბიჭის სახით ნიკუშა თავიდან მომიკლეს და ისევ ვერაფერი ვუშველე…“ – მევლუდ მელაძე
მთავარი

სა­ავ­ტო­მო­ბი­ლო ფე­დე­რა­ცი­ის ვიცე-პრე­ზი­დენ­ტი მევ­ლუდ მე­ლა­ძე ვე­რა­ზე მომ­ხდარ სა­ზა­რელ თავ­დას­ხმას ეხ­მა­უ­რე­ბა, რომ­ლის დრო­საც 17 წლის ნი­კო­ლოზ ღუ­ნაშ­ვი­ლი და­ი­ღუ­პა. თბი­ლი­სის ცენ­ტრში გუ­შინ 17 წლის ბიჭი მოკ­ლეს. შე­ი­ა­რა­ღე­ბულ­მა პირ­მა ცე­ცხლი გა­უხ­სნა ახალ­გაზ­რდებს, რის...

დაწვრილებითDetails

კაცი რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
კაცი რომელსაც ოჯახი ეძებდა გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ახ­მე­ტის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ქვე­მო ალ­ვან­ში მცხოვ­რე­ბი 28 წლის ავთო მარ­ხვა­ი­ძე გო­მეწ­რის ხე­ო­ბა­ში, სო­ფელ ბე­ღე­ლას მიმ­დე­ბა­რედ, გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს.ინ­ფორ­მა­ცი­ას "მთა­ვა­რი ამ­ბე­ბი კა­ხე­თი­დან" აქვეყ­ნებს. ოჯა­ხის ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახალ­გაზ­რდა კაცი თუ­შე­თის სო­ფელ ჯვარ­ბო­სელ­ში, დღე­ო­ბა­ზე მი­დი­ო­და, თუმ­ცა...

დაწვრილებითDetails

ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია – წერილი მოკლული არასრულწლოვანის დედას

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
ნებისმიერი ადამიანური ნუგეში უსუსურია – წერილი მოკლული არასრულწლოვანის დედას
მთავარი

თბილისის ცენტრში, ვერაზე მომხდარი შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, რომელთაგან ერთი არასრულწლოვანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. დაღუპულია 2008 წელს დაბადებული ნიკოლოზ ღუნაშვილი. ნიკოლოზის დედას სოციალურ ქსელში სამძიმარს უცხადებენ. "ალბათ, ასეთ დროს...

დაწვრილებითDetails

მიტოვებულია ხალხი თავიანთ გასაჭირთან – რა ხდება სოფელ კურსებში სტიქიიდან 4 თვის შემდეგ

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
სტიქია სოფელ კურსებში – ფოტორეპორტაჟი
მთავარი

ძალიან დიდი ტბა არის წარმოქმნილი, ერთ დღეს ეს ტბა იშობს თავს - ავთანდილ ოკრიბელი სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ასახულია თუ რა ვითარებაა სოფელ კურსებში სტიქიიდან რამდენიმე თვის შემდეგ. პოსტის...

დაწვრილებითDetails

პარლამენტის შენობა ქუთაისში დაუცდის ღირსეულ დეპუტატებს, რომლებიც ახალ საქართველოს ააშენებენ – ნუგზარ კოხრეიძე

by მეგა TV
ივლისი 25, 2026
0
პარლამენტის შენობა ქუთაისში დაუცდის ღირსეულ დეპუტატებს, რომლებიც ახალ საქართველოს ააშენებენ – ნუგზარ კოხრეიძე
მთავარი

ქუთაისში სამოქალაქო სექტორი ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას ეხმიანება. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებიტ სოციალურ ქსელში “RICDOG”-ის  თანადამფუძნებელი და თავმჯდომარე ნუგზარ კოხრეიძე წერს: "რადგან “ქართულმა ოცნებამ” ამდენი რესურსი დაახარჯა ეგრეწოდებულ ტექნოლოგიურ ჰაბს, ესეიგი პროექტი...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"