ახალი კვლევის მიხედვით, ჩერნობილში მუტანტ მგლებს სიმსივნესთან გამკლავების უნარი გამოუმუშავდათ
როგორც აღმოჩნდა, რადიაციისგან დასხივებულმა მგლებმა, გამოიმუშავეს ე.წ. დამცავი მუტაციები, რომელიც ცხოველებს სიმსივნის გადარჩენის შანსებს უზრდის.
მეცნიერი სარა ლავი და მისი გუნდი დაახლოებით ერთ დეკადაა, რაც ჩერნობილის კატასტროფის გავლენას იკვლევს ცხოველებზე. ამ მიზნით 2014 წელს მან და მისმა კოლეგებმა რადიაქტიურ ზონაში მგლების ორგანიზმიდან სისხლის ნიმუშები აიღეს
როგორც კვლევით დადგინდა, რადიაციით დასხივებულ ცხოველებს დაახლოებით იგივე იმუნური სისტემა აქვთ, როგორც პაციენტებს, რომლებიც სიმსივნის საწინააღმდეგო რადიაციულ თერაპიას გადიან










