ბაბუ, რომელმაც სრულიად ინტერნეტ სივრცე დაიპყრო და მისი კეთილი საუბრით ხალხის დიდი
სიყვარული დაიმსახურა, არც ისე მარტივი, პირიქით ძალიან რთული ცხოვრება აქვს. კომენტარში ერთ-ერთმა ”Facebook” მომხმარებელმა დაწერა ანგელოზივით დამხვდა კიბის გვერდით ჩამომჯდარი
”მოსიარულე ანგელოზი – ლექსო ბაბუ
ეს საყვარელი მოხუცი 2018 წლის მაისში გავიცანი მოწამეთაში როცა ეზო გავიარე და კიბის ნაწილს მივადექი ეტლით, რომელსაც ვერაფრით ავივლიდი, ანგელოზივით დამხვდა კიბის გვერდით ჩამომჯდარი თითქოს იცოდა, რომ მივიდოდი და მელოდა ჩემი ანგელოზი უცებ რაღაც დიდი რკინის ნაჭერი აიღო, ჩემს ეტლს წინ დაუდო, გაიქცა და მომაძახა “ბაბუ, მოიცა, მეორეც აქ მაქვს, მეორეს ახლავე მოვიტანო”. და ამ საოცარმა ადამიანმა წამში გამიკეთა პანდუსი ამ დღის მერე დავიწყე ბაბუზე ამბების გარკვევა და გავარკვიე ლექსო ბაბუ დევნილია აფხაზეთიდან და დიდი ხანი ლტოლვითა დასახლებაში ცხოვრობდა. ომიანობის პერიოდში უამრავი ადამიანს დაეხმარა ამბობენ ბევრი დაჭრილი გადაარჩინა და ბევრ უპატრონო მიცვალებულს უპატრონაო ლექსო ბაბუ დიდი ხანია მოწყალებას ითხოვს. თანხას რასაც აგროვებს, ლტოლვილთა დასახლებაში რამდენიმე ძალიან გაჭივრებული ოჯახი ჰყავს სულ მათ ეხმარება, მათ უნაწილებს… საღამოს შეგროვებული თანხით საკვებს ყიდულობს და ოჯახებში არიგებს ხოლო ის ცხვრები, ქათმები, საკვები, სამოსი და ყველა შემოწირულობა, რასაც მას ჩუქნიან მოწამეთის მონასტერში, წყალწითელის პანსიონატში მიაქვს და მოხუცებს და ავადმყოფებს უტოვებს. დღის მანძილზე დადის ყველა უძლურებაში მყოფ ადამიანთან ვისაც იცნობს ზოგთან წამლები მიაქვს, ზოგთან პური, ზოგთან საკვები ისიც მითხრეს ნაცნობებმა გარე მოვაჭრეებსაც ეხმარება პერიოდულადო ქუთაისში თბილისის ქუჩაზე ახალი ეკლესია აშენდა, ამ ეკლესისიის კურთხევაზე და გახსნაზე უამრავი სასულიერო პირი იყო, სხვადასხვა ეპარქიებიდან იყვნენ ჩამოსულები ბერები და იქ იყო ლექსოც, თავისთვის იჯდა განცალკევებით. ხოდა მოვიდა ერთი ბერი და რომ გადმოვიდა მანქანიდან და დაინახა ლექსო ეგრევე პირდაპირ მისკენ გაემართა და ლექსოს ეუბნება ჩამეხუტე ბიძა კაცოოო…. ლექსომ ცოტა უკან დაიხია და მამაო ბინძური ვარ ვერ ჩაგეხუტებიო ერთი წამით გაჩუმდა ბერი და თვალი მოავლო ირგვლივ შეკრებილ ხალხს და ლექსოს ეუბნება შენზე სუფთა არავინ არაა ბაბუ აქო გადაეხვია და მაგრად ჩაიკრა გულში.
პ.ს ადრე, ერთი ძალიან ჭკვიანი ადამიანის პოსტი წავიკითხე, სადაც წერდა: “გაჭირვებაში ანგელოზები ადამიანების სახით მოდიან ჩვენთანო” ლექსო ბაბუს გაცნობის და მასზე მოსმენილი ამბების მერე დავრწმუნდი რომ ლექსო, ხორცშესხმული ანგელოზია, რომელიც ღმერთმა გაჭივრებული ადამიანების დასახმარებლად გამოუშვა დედამიწაზე. ”
3 მაისს თავისუფალი პრესის მსოფლიო დღე აღინიშნება. ეს დღე გაეროს გენერალური ასამბლეის 1993 წლის 21 დეკემბრის გადაწყვეტილებით დაწესდა. ამას წინ უძღოდა 1991 წლის 3 მაისს აფრიკელი ჟურნალისტების შეკრება ნამიბიის დედაქალაქ...
საბერძნეთში ჰაერში სროლის ფაქტზე საქართველოს მოქალაქე დააკავეს. შემთხვევა ადგილობრივი დროით დილის 06:30 საათზე მოხდა. როგორც ბერძნული მედია წერს, დაკავებული ალკოჰოლური თრობის ქვეშ იმყოფებოდა. ის პოლიციამ ადგილზევე დააკავა. დაკავებულის...
სინოპტიკოსების პროგნოზით, 3 მაისს საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში წვიმიანი ამინდია მოსალოდნელი. ტემპერატურა ქალაქების მიხედვით: გაგრა +16 - წვიმა სოხუმი +16 - წვიმა ზუგდიდი +17 - წვიმა...
ვერძი დღე ენერგიულად დაიწყება, მაგრამ მნიშვნელოვანია არ იჩქარო გადაწყვეტილებებში. სამსახურში შეიძლება ახალი იდეა გაგიჩნდეს — ჩაინიშნე, მოგვიანებით ძალიან გამოგადგება. კურო ფინანსურ თემებზე ფოკუსი იზრდება. კარგი დღეა ბიუჯეტის გადახედვისთვის ან...
მსახიობი ნუგზარ ყურაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაციას „ახმეტელის თეატრი ავრცელებს. „ჩვენი თეატრისთვის უმძიმესი დღეა…. ახმეტელის თეატრი ღრმა მწუხარებით იუწყება, რომ გარდაიცვალა თეატრისა და კინოს გამოჩენილი მსახიობი, ჩვენი თეატრის ლეგენდა— ნუგზარ ყურაშვილი....
,, პრესის დაცვის შესახებ რეზოლუცია აღიარებს პრესისა და სიტყვის თავისუფლებისადმი საფრთხეების ესკალაციას მთელ მსოფლიოში, მათ შორის კონფლიქტის ზონებსა და რეპრესიული რეჟიმების ქვეშ მომუშავე ჟურნალისტებისთვის ზიანის ზრდას, კიდევ ერთხელ ადასტურებს თავისუფალი და...
საქართველოში მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას ამის შესახებ დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტი და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. მიწისძვრის ეპიცენტრი იყო ქალაქი ნინოწმინდა - აღმოსავლეთი - 22კმ. სოფელი საღამო - 9კმ. მიწისძვრის სიმძლავრე...
შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევების პრევენცია წარმოადგენს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვნად გაზრდილი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობისა და მზარდი მობილობის...
გარემოს ეროვნული სააგენტო 2-4 მაისს საქართველოში მოსალოდნელ ამინდთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც სინოპტიკოსები აღნიშნავენ, უახლოეს დღეებში ქვეყანაში დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი იქნება. „თბილისში ხანმოკლე წვიმა ელჭექით. ჰაერის ტემპერატურა დღისით +20, +22...
2 მაისს ქუთაისში წვიმიანი დღე იქნება, დღისით +18 და ღამით +8 გრადუსი დაფიქსირდება. ნალექიან ამინდს ელოდებიან ოზურგეთშიც. დღისით +17 გრადუსი დაფიქსირდება, ღამით კი +7 გრადუსი იქნება. ბათუმშიც წვიმაა მოსალოდნელი, დღისით...