ქუთაისში დაკარგულ ტურისტს ეძებენ. როგორც სოციალურ ქსელში დაკარგული ბიჭის ძმა წერს სიმი 7 მარტის შემდეგ არ გამოჩენილა.
”მეგა ტვ” პოსტს უცვლელად გთავაზობთ:
“7 მარტს 23.00-23.30 საათზე დაიკარგა ჩემი ძმა. მისი სახელია Siem Wigger და ის ჰოლანდიის მოქალაქეა.
დაკარგვამდე ის იმყოფებოდა ქუთაისის რესტორან „ბარაქაში“ მეგობართან ერთად, სადაც მათ ალკოჰოლი მიიღეს. წასვლისას, გაემართნენ ქუთაისის მაკდონალდსის მიმართულებით და სწორედ ამ დროს დაკარგეს ერთმანეთი. ჩემი ძმა იმ ღამეს ჰოსტელში არ დაბრუნებულა, ტელეფონზეც ვერ ვუკავშირდებით.
Siem Wigger-ს აქვს გრძელი ყავისფერი ხუჭუჭა თმა, აცვია ლურჯი ჯინსი და გრძელსახელოებიანი ნაცრისფერი მაისური.
თუ ვინმეს სადმე დაგინახავთ, ან გაქვთ რაიმე ინფორმაცია, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ნომრებზე: +31 64 75 45 017 ან +31 63 93 42 600.” – წერს სიმის ძმა სილი სოციალურ ქსელში და ფოტოებს აქვეყნებს.
ახალგაზრდები საქართველოში აზერბაიჯანის გავლით შემოვიდნენ და სხვა ქვეყანაში აპირებდნენ წასვლას. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით მათთან შეტყობინება გუშინ შევიდა და მისი ადგილსამყოფელის დასადგენად დაწყებულია საგამოძიებო ღონისძიებები.
ტურისტები ნიდერლანდებიდან არიან.
https://m.facebook.com/story.php?story_fbid=2745028682282121&id=100003250494463