ქუთაისში, ზურაბ ჭავჭავაძის ქუჩაზე ამართალდამცველების ერთ ნაწილსა და არასრულწლოვნებს შორის ფიზიკური ანგარიშსწორება მოხდა – ინფორმაციას “მთავარი”ავრცელებს. ადგილზე ათობით საპატრულო და კრიმინალური პოლიციის ეკიპაჟი იყო მობილიზებული. თვითმხილველები ამბობენ, რომ პოლიციელები მოზარდებს სასტიკი მეთოდებით გაუსწორდნენ და მათი დაკავება ამ ფორმით სურდათ. ნაცემი მოზარდების დედა ამბობს, რომ მისი ორივე შვილი სასტიკად ნაცემია და პოლიციამ მათ თავში იარაღი ურტყა.
ადგილი ჰქონდა არასრულწლოვნების მხრიდან სამართალდამცველების სიტყვიერ შეურაცხყოფასაც. ადგილზე მალევე არასრულწლოვნების მშობლები მივიდნენ, რის შემდეგაც ოჯახის სამი წევრი დააკავეს. ორი მოზარდი და მათი მამა.
ამ დროისათვის არასრულწლოვნები გათავისუფლებული არიან, მათი მამა კი დროებითი მოთავსების იზოლატორშია, თუმცა რას ედავებიან მას, ჯერჯერობით უცნობია. ოჯახი პოლიციელების სრული სიმკაცრით დასჯას ითხოვს.
“ჩემი შვილები აფორთხიალეს მიწაზე, ფეხებით შედგნენ, ჩალურჯებულია, ხუთი კოპი აქვს. ბავშვმაც თქვა საპატრულო პოლიციასთან, რომ ერთ ერთმა თანამშრომელმა იარაღის ტარი 5-ჯერ ჩაარტყა… ” ამბობს მოზარდების დედა “მთავართან”
მისივე თქმით, არასრულწლოვნებს მშობლებთან დაკავშირების უფლებაც არ მისცეს. შსს-ის პრესსამსახური ქუთაისში მომხდარზე ჯერჯერობით დუმს.










