“რანაირად გინდა დავიჯერო ეს ჯოჯოხეთი?
და ვინღა “წამიკითხავს” მორალს”?
შენ იცი, როგორ მიყვარხარ.
ადრეც გითხარი, რომ ამ ფოტოზე ვგიჟდები.
ყველაზე მეტად აქ გავხარ შენს ბავშვობას
არასოდეს დაგივიწყებ ჩემო უკარგესო ბიჭო
“
“უშენოდ ბათუმი აღარასოდეს იქნება ისეთივე როგორიც აქამდე
მშვიდობით მეგობარო”
“უმაგრესმა ადამიანმა და მეგობარმაც დაგვტოვა. ანრი…
“
“ჩემი გული შენ წაიღე, ჩემო ბარნი
ჩემო განუმეორებელო მეგობარო” – წერენ სოციალურ ქსელში ტრაგიკულად დაღუპული ფოიტოგრაფის ანრი ტაბაღუას მეგობრები.
სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაღუპული ბიჭის მეგობრები ავრცელებენ.
არსებული ინფორმაციით, ბიჭი ზღვაში დაიხრჩო. შემთხვევა წუხელ ღამით მოხდა.










