ზესტაფონის შემდეგ “ჩემი გამომცემლობის” გუნდი ავტორებთან ერთად ქუთაისს სტუმრობდა. DMO იმერეთის ოფისში მწერლებსა და მკითხველებს შორის დისკუსია გაიმართა. მსურველებს საშუალება ჰქონდათ გაცნობოდნენ “ჩემი გამომცებლობა”-ს მიერ გამოცემულ წიგენს და აქვე შეეძინათ სასურველი ლიტერატურა. გამოფენა-გაყიდვაზე თავისი წიგნები წარმოადგინეს ოლიკო ცისკარიშვილმა, დავით ხარატიშვილმა და ალექსანდრე პაიკიძეს, რომლის ისტორიული რომანი “მსტოვარი” მიმდინარე წელს გამოიცა.
“ჩემი გამომცემლობა” მესამე წელია აქტიურად შემოვიდა ქართულ საგამომცემლო სივრცეში და უკვე არაერთი სამეცნიერო თუ მხატვრული ლიტერატურის ნიმუში გამოსცა, რომელთა შორის არის ინდოელი მისტიკოსისა და ფილოსოფოსის, ოშო რაჯნიშის თარგმანები და თანამედროვე ავტორების პროზაული თუ პოეტური ნამუშევრები.
ღონისძიებას საქველმოქმედო სახე ჰქონდა. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ წიგნები საგამომცემლო ფასად შეეძინათ, რომლიდანაც თანხის 10% ჟურნალისტ ირმა კახურაშვილის დასახმარებლად გადაირიცხება. იგი ამ წუთებში უმძიმეს დაავადებას, დიფუზიურ ასტროციტომას (ავთვისებიან სიმსივნეს) ებრძვის და ყოველი თეთრი მისი ჯანმრთელობისათვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.










