“ჩელსის” არავაქცინირებული ფეხბურთელები ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალში “ლილთან” სტუმრად 16 მარტს გასამართ საპასუხო მატჩში მონაწილეობას ვერ მიიღებენ. საფრანგეთში, საკანონმდებლო დონეზე, ყველა სპორტსმენს, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე ამა თუ იმ ტურნირზე იღებს მონაწილეობას, ვალდებულია კორონავირუსზე აიცრას.
აღნიშნული დაპირისპირების ნეიტრალურ მოედანზე გადატანის ალბათობა არსებობდა, მაგრამ უეფამ ეს შესაძლებლობა გამორიცხა და კოვიდის წესები გაამკაცრა. არისტოკრატებსა” და “ლილს” შორის პირველი 1/8 ფინალური დაპირისპირება 22 თებერვალს, ლონდონში, “სტემფორდ ბრიჯზე” გაიმართება.










