„ჩაწვა ქართველი ერი ნარკოტიკებსა და ინტერნეტ გემბლინგში. მიდის ქართველი ერის გენოციდი,“ – ამის შესახებ პარტია „ხალხისთვის“ ლიდერმა ანა დოლიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.
ანა დოლიძემ ისაუბრა მედიაში გავრცელებულ ოპოზიციის შესაძლო ჩრდილოვანი კაბინეტის შესახებ და აღნიშნა, რომ დღეს არავის აინტერესებს თუ ვინ იქნება ახალ მთავრობაში პრემიერი.
„რაც შეეხება მომავალ მთავრობას, ჩვენ გავალთ არჩევნებზე, ხალხი მოგვცემს ხმას და მიღებული ხმების მიხედვით, იმედი მაქვს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაგვჭირდება. ის ხალხი, რომელსაც არც „ოცნება“ უნდა და არც „ნაციონალური მოძრაობა“, უნდა მოვიდეს არჩევნებზე. ხალხო, უნდა მოხვიდეთ არჩევნებზე, თუ გინდათ ეს სისტემა შევცვალოთ.
გეუბნებით, მიდის ქართველი ერის გენოციდი. ვისაც შესაძლებლობა აქვს მიდის ქვეყნიდან, პენსიონერს პენსია არ აქვს, ახალგაზრდების შემთხვევაში კიდევ ნარკოტიკი თავისუფლად რიგდება.
300 მილიონი იხარჯება ყოველ წელს საჯარო დაწესებულებების პარკინგში, ბენზინსა და ავტომობილებში, რომელიც მთლიანად ეყოფა ბავშვთა კვებას. თუ ჩვენ მოგვცემთ ხმას, საჯარო/სახელმწიფო დაწესებულებების ბენზინს და ავტომანქანებს სულ აქუციონზე გავყიდით და ამით დავაფინანსებთ ბავშვთა კვებას. საჯარო მოხელეები შეძლებენ ჩვეულებრივ, მორიგე ავტომობილებით გადაადგილდნენ. გაპიროვნებული ავტომობილები არ სჭირდებათ,“- განაცხადა ანა დოლიძემ.










