ჩვეულებრივად შეიძლებოდა დღეს ადამიანის სიცოცხლე გადაყოლოდა ამ ამბავს – წერს სოციალურ ქსელში მოქალაქე და ყვება რომ ქუთაისში, თეთრ ხიდთან მდებარე შენობიდან გუშინ საღამოს ლოდები ჩამოცვივდა, რის შედეგადაც მოზარდი დაშავდა:
,,მოგესალმებით ჯგუფის წევრებო.
ერთ საყურადღებო თემას მინდა შევეხო, ვთვლი რომ ყველა ადგილობრივს გვეხება!
დღეს საღამოს, თეთრ ხიდთან “პიკასოს” ძეგლთან გასწვრივ მიტოვებული შენობაა, მოპირდაპირე კაფეში ვისხედით და ვხედავ შენობის მაღლიდან ჩამოცვივდა უზარმაზარი ლოდები შემდეგ ჩოჩქოლის ხმაც მოყვა, ერთერთი მოზარდი დაზიანდა ხელის მტევანსა და ფეხზე ქონდა საკმაო ზომის ჭრილობა, გამვლელის შეტყობინების შემდეგ ადგილზე მალევე მოვიდა სასწრაფოც და საპატრულოც.
ჩვეულებრივად შეიძლებოდა დღეს ადამიანის სიცოცხლე გადაყოლოდა ამ ამბავს.
⛔️საინტერესოა ეს კონკრეტული შენობა ასე პატრონის გარეშე რომ არის “მოფრიალებული” მასზე ასასვლელი რატომ არის ღიად და ნებისმიერი მსურველი, თუნდაც მოზარდები რატომ დასეირნობენ შენობის ჭერზე?
მადლობა ღმერთს რომ ეს ინციდენტი მშვიდობიანად ჩამთავრდა, მაგრამ სხვა დროს შეიძლება ასე არ მოხდეს.
იქნებ გამოჩნდეს ვინმე კომპეტენტური რომ მიიქციოს ყურადღება ამ ფაქტმა.” – წერს მოქალაქე სოციალურ ქსელში და ფოტოებს ავრცელებს.


დღეს დილით ტერიტორია არ არის შემოსაზღვრული და მოქალაქეებისთვის კვლავ საფრთხეს წარმოადგენს აქ გავლა. ადგილზე ყრია ჩამოცვენილი ქვის მოზრდილი ნატეხები.

მსგავსი შემთხვევა ამავე ადგილას ცოტა ხნის წინაც მოხდა. მაშინ ტერიტორია დროებით შემოსაზღვრეს.











