კანადის მონრეალში მსუბუქი თვითმფრინავი Cessna 172 ჩამოვარდა. ინფორმაციას CTV ავრცელებს.
“სამწუხაროდ, ერთი ადამიანი დაიღუპა, კიდევ ერთი საავადმყოფოშია გადაყვანილი”, – განაცხადეს პოლიციაში.
თვითმფრინავს ჰქონდა ბანერი, წარწერით – “ცოლად გამომყვები?”.
ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა ავიაკატასტროფის მიზეზი.










