29-ე დღეა შუქურთის მოსახლეობა შიმშილობს. პირამოკერილი ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა თანდათან უარესდება, თუმცა მათ ისევ არ იციან აუნაზღაურებს თუ არა ჯორჯიან მანგანეზი მიყენებულ ზარალს. შუქრუთელები ამჯერად დახმარებას ამერიკის საელჩოსგან ელოდებიან და ამბობენ, რომ პროტესტი არ შეწყდება მანამ, სანამ ხელისუფლება კონკრეტულ ზომებს არ მიიღებს და კომპანია სამუშაოებს არ შეწყვეტს.
“ჩვენ აქედან არსად წასვლას ვაპირებთ. ან რეალურად გადაიდგმება ქმედითი ნაბიჯები არსებითი პრობლემების მოსაგვარებლად ან ყველა თავისი თვალით იხილავს, რომ აქედან რამდენიმე მიცვალებულის გატანა მოუწევთ.
ჩვენზე, ჩვენ ჯანმრთელობასა და ჩვენ სიცოცხლეზე სრულად პასუხისმგებლობა ეკისრება საქართველოს ცენტრალურ ხელისუფლებასა და კომპანია ჯორჯიან მანგანეზის ხელმძღვანელობას.
ჩვენი გაგზავნილი წერილის შემდეგ იყო კომუნიკაცია, გამოვიდა ადამიანის უფლებათა საკითხებში, ქალბატონი კელი დეგნანის პრემსდივანი, გაგვესაუბრა და იმედი გვაქვს, რომ რაღაც შედეგები მოყვება”,- ამბობს ერთ-ერთი დაზარალებული.
უკვე 100 დღეზე მეტია ადგილობრივები კომპენსაციას ითხოვენ, მათმა ნაწილმა წყლის მიღებაზეც უარი თქვა და მშრალ შიმშილობაზე გადავიდა.










