LIVE TV
ხუთშაბათი, ნოემბერი 20, 2025
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
megatv.ge
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result

“შს სამინისტროს 22 000 თანამშრომელს ანაზღაურება გაეზარდა” – ვახტანგ გომელაური

დაპოსტა 2019/09/05-ში
72
ნახვა
გაზიარება

„შს სამინისტროს 22 000 თანამშრომელს, მათ შორის, ოპერატიული მიმართულებით მომუშავე პირებს, დაცვის პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს ანაზღაურება გაეზარდათ,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ვახტანგ გომელაურმა ოთხი კომიტეტის გაერთიანებულ სხდომაზე პროგრამის წარდგენისას განაცხადა. მისი თქმით, ხელფასების ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება.

როგორც გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ადამიანური რესურსების მიმართულებით განხორციელებული აქტივობები სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას ემსახურება.

„სამინისტროს გამართული ფუნქციონირების, მართლწესრიგისა და საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის უმნიშვნელოვანესია, ადამიანური რესურსების მართვის ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება. ამ მიზნით, სამინისტროში არაერთი აქტივობა განხორციელდა. კერძოდ, დაინერგა ანაზღაურებადი სტაჟირების სისტემა, რაც სისტემაში ახალი, მოტივირებული კადრების მოზიდვას ემსახურება. ანაზღაურება გაეზარდა 22 000 თანამშრომელს, მათ შორის, ოპერატიული მიმართულებით მომუშავე პირებს, დაცვის პოლიციასა და სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებს. ხელფასების ზრდა მომავალ წლებშიც გაგრძელდება. ყოველივე ზემოხსენებული ემსახურება სამინისტროს თანამშრომლების სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და მოტივაციის ამაღლებას.

ადამიანური რესურსების მართვის სისტემის რეფორმის ფარგლებში იგეგმება არაერთი აქტივობა. ვგეგმავთ, გავაუმჯობესოთ სამსახურში მიღების წესი. პოლიციის აკადემიის ბაზაზე პერმანენტულად განხორციელდება სამინისტროს თანამშრომლების მომზადება-გადამზადება. განვითარდება საგანმანათლებლო პროგრამები საპოლიციო საქმიანობაში იდენტიფიცირებული გამოწვევების ადეკვატურად. კარიერული წინსვლა დაეფუძნება ობიექტურ და გამჭვირვალე კრიტერიუმებს, დამსახურებასა და კვალიფიკაციას. პოლიციელთათვის გაუმჯობესდება სოციალური დაცვის მექანიზმები და ეტაპობრივად გაიზრდება მათი ანაზღაურება. ამასთანავე, განვითარდება სტაჟირების სისტემა, რაც უზრუნველყოფს სამინისტროში მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოზიდვას”, – განაცხადა გომელაურმა.

თეგები: პატრულიპოლიციაშსსხელფასი
გაზიარება32

დაკავშირებული -პოსტები

გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციები თითქოს, ეს არის დაახლოებით, ციხის მსგავსი დაწესებულება, პირდაპირ გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ – ალექსანდრე დარახველიძე

ნოემბერი 20, 2025
50
მთავარი

გავრცელდა არასწორი ინტერპრეტაციები იმასთან დაკავშირებით, თითქოს, ეს არის დაახლოებით, ციხის მსგავსი დაწესებულება და ა.შ. - მინდა, საზოგადოება დავარწმუნო, რომ ეს მოდელი ევროპაში ძალიან აქტიურად გამოიყენება - პირდაპირ გერმანული მოდელის ანალოგი გადმოვიტანეთ,...

დაწვრილებითDetails

ვაფასებთ დემოკრატიის მიმართ მათ ერთგულებას – საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნოემბერი 20, 2025
13
მთავარი

ჩვენ თავისუფლებისა და დემოკრატიის მიმართ ქართველი ხალხის ერთგულებას ვაფასებთ, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჟან-ნოელ ბარომ ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

რიგგარეშე არჩევნები თეორიულად რომ გამოცხადდეს, აწყობს ხელისუფლებას და არა ოპოზიციას, კიდევ ერთხელ თავს მოიჭრის ოპოზიცია – ირაკლი კობახიძე

ნოემბერი 20, 2025
18
მთავარი

ჩვენ კიდევ ერთხელ თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ვგეგმავთ არჩევნების ჩატარებას 2028 წლის 28 ოქტომბერს, როგორც ეს არის დადგენილი საქართველოს კონსტიტუციით, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ოპოზიციამ...

დაწვრილებითDetails

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ – შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

ნოემბერი 20, 2025
23
მთავარი

საქართველოში განვითარებული მოვლენებით ძალიან შეშფოთებულები ვართ, - ამის შესახებ შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარია სტენეგარდმა ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე „ევროსკოპის“ რედაქტორის, თამარ ნუცუბიძის შეკითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. „საქართველოში განვითარებული მოვლენებით...

დაწვრილებითDetails

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება

ნოემბერი 20, 2025
13
მთავარი

დღეს ბრიუსელში ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრა გაიმართება, - ინფორმაციას ევროკავშირის საბჭოს პრესსამსახური ავრცელებს. საგარეო საქმეთა საბჭოს შეხვედრაზე ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას, ასევე, ახლო აღმოსავლეთში, საჰელის რეგიონსა...

დაწვრილებითDetails

“საქართველო და სომხეთი პოლიტიკური, ეკონომიკური და ხალხთაშორისი კავშირების განვითარებას განაგრძობენ” – მიხეილ ყაველაშვილი

ნოემბერი 19, 2025
12
მთავარი

საქართველო და სომხეთი მრავალი საუკუნეა, გვერდიგვერდ, ჰარმონიულად თანაცხოვრობენ. ორ ქვეყანას შორის არსებული მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობა, რომელიც ურთიერთპატივისცემაზე, ნდობასა და ურყევ მეგობრობაზეა დაფუძნებული, მხოლოდ გეოგრაფიული სიახლოვით არასდროს ყოფილა განპირობებული, - ამის შესახებ მიხეილ ყაველაშვილმა,...

დაწვრილებითDetails

პარლამენტი კანონთან კონფლიქტში მყოფ, 14 წლამდე პირებთან მიმართებაში სპეციალურ კანონს მიიღებს

ნოემბერი 19, 2025
18
მთავარი

პარლამენტი იმ არასრულწლოვან პირებთან დაკავშირებით, რომელთა მიმართებითაც დასაბუთებული ვარაუდი არსებობს, რომ “სისხლის სამართლის კოდექსით“ გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო ქმედება ჩაიდინეს და ამ ქმედების ჩადენამდე 14 წელი არ შესრულებიათ, სპეციალურ კანონს მიიღებს. “კანონთან კონფლიქტში...

დაწვრილებითDetails

” გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის”- შალვა პაპუაშვილი

ნოემბერი 19, 2025
11
მთავარი

გასაკვირი არ არის, რომ ბრიუსელი დიალოგს გაურბის, თან სწორედ იმ საკითხებზე, რომლებზეც, რომ ჰკითხო, ყველაზე მეტი სათქმელი ექნებოდათ- მიზეზი მარტივია: როდესაც საკუთარი პოზიციები ცრუ ნარატივებზე და დეზინფორმაციაზე გაქვს აგებული, ზუსტად იცი,...

დაწვრილებითDetails

დღეს პარლამენტში საარჩევნო კოდექსში შესატან ცვლილებებს განიხილავენ

ნოემბერი 19, 2025
10
მთავარი

დღეს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებების ინიციატივას განიხილავს. ინიციატივის მიხედვით, უცხოეთში მცხოვრები მოქალაქეებისთვის ხმის მიცემის წესი იცვლება. მმართველი გუნდის განმარტებით, ცვლილება განაპირობებს დამოუკიდებელი...

დაწვრილებითDetails

“არაბული ინვესტიცია ბოლო ათწლეულების ყველაზე მსხვილი უცხოური ინვესტიციაა” -ნინო წილოსანი

ნოემბერი 18, 2025
22
მთავარი

არაბიზაცია წარმოუდგენლად დისკრიმინაციული და ქსენოფობიურია, ყველას ვთხოვ, რომ მსგავსი ტერმინის გამოყენებისგან თავი შეიკავოს, ნებისმიერი ერის ასე ნეგატიურ ჭრილში მოხსენიება რადიკალური ოპოზიციის სტილში ზუსტად ჯდება, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, ნინო...

დაწვრილებითDetails
მეტის ნახვა

კატეგორიები


No Result
View All Result

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი
  • შესვლა!

© 2023 Broadcasting Company «MEGATV» - ყველა უფლება დაცულია სამაუწყებლო კომპანია «მეგაTV».