LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ბაიდენის წარმავალი ადმინისტრაცია ასანქცირებს პატრიოტ ადამიანს”-ირაკლი კირცხალია

“არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს არც ერთი მტრის წინაშე დაჩოქებას!” -ირაკლი კირცხალია

დაპოსტა 2026/03/04-ში
A A
48
ნახვა
გაზიარება

დარწმუნებული ვარ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბორის ჯონსონს „იმედის“, „პოსტვის“ და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აბსურდული განცხადება კონკრეტულ მიზანს ემსახურება – არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში „დიფ სთეითის“ წონიანი აგენტის, ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კირცხალიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი სრულიად სამართლიანად იწოდება „ომის წამქეზებლად“.

„ბრიტანეთის მთავრობის მიერ თავისუფალ მედიაზე აბსურდული და კატეგორიულად მიუღებელი თავდასხმის შემდეგ, რასაც ტელეკომპანია „იმედის“ და „პოსტვისთვის“ სანქციების დაწესება მოჰყვა, არც ბრიტანეთის, არც საქართველოში მათი ელჩის მხრიდან საზოგადოებას დღემდე არ მოუსმენია ერთ რეალური არგუმენტიც კი, რაც ამ სამარცხვინო ნაბიჯს გაამართლებდა. მეტიც, ამ აბსურდის მტკიცებულებად საზოგადოებას არათუ არც ერთი არგუმენტი არ მოუსმენია, არამედ პირიქით, დღეს უკვე ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტრო სიღრმისეული ანალიზის საფუძველზე გადაწყვეტდა, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ უკრაინის შესახებ დეზინფორმაციას ავრცელებდა. თავისუფალ ქართულ მედიაზე თავდასხმას არანაირი სიღრმისეული ანალიზი რომ არ უდევს საფუძვლად, ერთი შეხედვითაც აშკარაა. მით უმეტეს, ის სამარცხვინო ფორმულირების გათვალისწინებით, რომლის თანახმადაც, თითქოს ქართული ტელევიზიები უკრაინაში დესტაბილიზაციას ახდენდნენ და საფრთხეს უქმნიდნენ უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას. დარწმუნებული ვარ, ეჭვი არავის ეპარება იმაში, რომ ბორის ჯონსონს ამ ტელეკომპანიების და მათი ჟურნალისტური საქმიანობის შესახებ ელემენტარული წარმოდგენაც კი არ აქვს, თუმცა, მიუხედავად ამისა, მისი აბსურდული განცხადება კონკრეტულ მიზანს ემსახურება. შეგახსენებთ, რომ ვსაუბრობთ პოლიტიკოსზე, რომელიც სრულიად სამართლიანად იწოდება „ომის წამქეზებლად“. უკრაინელი ოფიციალური პირების ოფიციალური განცხადებით, კერძოდ, ბატონი არახამიას განცხადებით, ბორის ჯონსონი იყო ადამიანი, რომელიც სტამბოლის მოლაპარაკებების მერე კიევს ეწვია და უკრაინელებს მოუწოდა, ხელი არაფერზე მოეწერა და უბრალოდ, ებრძოლათ. არადა ამ მოვლენებიდან რამდენიმე წლის შემდეგ, თავად ჯონსონის მტკიცებითვე, 2016-2022 წლამდე არასდროს არსებულა უკრაინის ნატოში გაწევრიანების მინიმალური შანსიც კი, რადგან ნებისმიერი მსგავსი შეთავაზება დაუყოვნებლივ გამოიწვევდა მრავალი სახელმწიფოს ვეტოს. რაოდენ ცინიკურიც არ უნდა იყოს, შეგახსენებთ, უკრაინის მიერ ნატოზე უარის თქმა, ჯონსონისვე ჩაშლილი სამშვიდობო მოლაპარაკების ერთ-ერთ მთავარი საკითხი იყო. ამ ფონზე, რა თქმა უნდა, არავის აქვს ილუზია, რომ საქართველოს კონტექსტში „დიფ სთეითის“ წონიანი აგენტის, ბორის ჯონსონის გამოჩენა შემთხვევითა. დღეს ქვეყანა, რომელიც უდიდესი ეგზისტენციალური კრიზისის წინაშეა, რომელსაც ფაქტობრივად, არ აქვს ეკონომიკური ზრდა და მიგრანტების პრობლემა და გაზრდილი კრიმინალი უდიდესი საფრთხეს უქმნის, საქართველოს მართალ სიტყვა უწუნებს…

როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება მტკიცედ გავაგრძელებთ ბრძოლას ჩვენი სუვერენიტეტისთვის და მშვიდობისთვის და კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ არ ვაპირებთ უკან დახევას და საქართველოს სახელმწიფოებრიობის არც ერთი მტრის წინაშე დაჩოქებას,“ – განაცხადა კირცხალიამ.

გაზიარება19

დაკავშირებული -პოსტები

მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
საქართველოს მთავრობა განცხადებას ავრცელებს
მთავარი

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალურმა წარმომადგენელმა გიორგი ზურაბაშვილმა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე მიხაილ გალუზინთან მინსკში, პირველი შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში....

დაწვრილებითDetails

ფონიჭალაში კიდევ ერთი ადამიანის ცხედარი იპოვეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
აგსგდდჰრადრჰ
მთავარი

ფონიჭალაში, აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს - ახლა მაშველები დანარჩენ 2 ადამიანს ეძებენ. ქალის ცხედარის ამოყვანას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიც ადასტურებს.   მანამდე მაშველებმა ნანგრევებიდან 2...

დაწვრილებითDetails

ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
მთავარი

ფონიჭალაში, სადაც სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა, მაშველებმა ნანგრევებიდან კიდევ ერთი პირის ცხედარი ამოიყვანეს. ახლა მაშველები დანარჩენ 3 პირს ეძებენ.

დაწვრილებითDetails

როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
როგორია ნანგრევებიდან ამოყვანილი 3 წლის თაიას მდგომარეობა – ექიმის პირველი კომენტარი
მთავარი

გადაუდებელი დახმარების დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ანა დალაქიშვილის განცხადებით, 3 წლის თაია  რომელიც მაშველებმა ნანგრევებიდან ამოიყვანეს, კონტაქტური და ადეკვატურია. მას გარეგნული დაზიანებები არ აღენიშნება. მისივე ინფორმაციით, ამ დროისთვის ბავშვს შესაბამისი სამედიცინო კვლევები...

დაწვრილებითDetails

ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფონიჭალაში ნანგრევებიდან 2 ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

მაშველებმა ქვემო ფონიჭალაში ნანგრევებიდან ორი ცხედარი ამოასვენეს. "პირველებისთვის" მოწოდებული ინფორმაციით, ორი ცხედრიდან ერთი ბავშვია, ერთი კი ქალი. ცნობისთვის, დღეს დილით, ფონიჭალაში სავარაუდოდ, ბუნებრივი აირის დაგროვების შედეგად აფეთქება მოხდა. ამ დროისთვის...

დაწვრილებითDetails

ვალუტის კურსი 20 ნოემბრისთვის

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ეროვნულმა ბანკმა დოლარის და ევროს ახალი კურსი გამოაქვეყნა
ეკონომიკა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5933 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5927 ლარი იყო....

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი?

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ოქროს ფასმა ისტორიული მაქსიმუმი კიდევ ერთხელ გადალახა
მთავარი

მსოფლიო ბირჟებზე ოქროს ფასი მცირდება, ვერცხლის კი იზრდება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია (ცნობისთვის, ტრუას უნცია დაახლოებით, 31 გრამია) 3 735 დოლარი ღირს. ეს კი დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

“რუსებთან მარტო წაბოდიალდა და ვინ? ვიღაც უსახელო და უგვარო!” – ლევან ხაბეიშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
მაშინ, როდესაც ხალხს უკიდურესად უჭირს და ეს პრობლემები არ გაღელვებს, ცდილობ მოსახლეობას შესთავაზო სანახაობა, ძალადობა, თავდასხმა – ჩემი გულწრფელი მხარდაჭერა ნიკა მელიას! -ლევან ხაბეიშვილი
მთავარი

რუსებთან მარტო წაბოდიალდა და ვინ?! ვიღაც უსახელო და უგვარო! თან სად?! ფაქტობრივად, მტრის მოედანზე!, - ამის შესახებ პატიმრობაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი...

დაწვრილებითDetails

მაშველებმა ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ფონიჭალაში აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა
მთავარი

მაშველებმა ფონიჭალაში, სადაც აფეთქება მოხდა, ნანგრევებიდან მცირეწლოვანი ცოცხალი ამოიყვანეს. ახლა მაშვლები კიდევ 6 ადამიანს ეძებენ.

დაწვრილებითDetails

“ეს შეხვედრა ძალიან სასარგებლო იყო” – ვლადიმერ პუტინი ტრამპთან და სი ძინპინთან შეხვედრაზე

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
პუტინმა კანონი დაარღვია-ნიკიტა იუფერევი
მთავარი

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ჩინეთის პრეზიდენტ სი ძინპინთან და აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან შეხვედრა დიპლომატიის ისტორიაში “ახალ ფურცლად” შეაფასა. „აქამდე მსგავსი შეხვედრები არ გამართულა, ახლა კი ის შედგა. ეს, უდავოდ,...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"