LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“ოცნებამ“ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა ადამიანი, მეტსახელად კორუფცია -გიორგი შარაშიძე

“ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ “- გიორგი შარაშიძე „ოპოზიციის ალიანსზე“

დაპოსტა 2026/03/03-ში
A A
35
ნახვა
გაზიარება

ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა კი მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ დეპუტატმა, გიორგი შარაშიძემგანაცხადა, რითაც იმ ფაქტს გამოეხმაურა, რომ ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა.

მისივე თქმით, ხალხი წყვეტს, პირველ რიგში, ვინ იქნება „ოცნების“ ალტერნატივა და ვინ არის ნამდვილი და რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში.

„ეს პარტიები გააერთიანა ბოიკოტის იდეამ და 4 ოქტომბრის ე.წ მშვიდობიანი დამხობის იდეამ. ამ ყველაფერმა მხოლოდ და მხოლოდ გააძლიერა „ოცნება“. ამ პარტიებმა პირდაპირ თუ ირიბად, განზრახ თუ შეცდომით გააკეთეს „ოცნების“ საქმე, შესაბამისად, თავი რომ დავანებოთ მათ „ნაცურ“ წარსულს და რადიკალურ წარსულს, ამ პარტიებთან არანაირი კავშირი ჩვენ არ გვაქვს. ჩვენ გვაქვს დამოუკიდებელი გზა, სტრატეგია, ტაქტიკა, რაც პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არის გამიზნული „ოცნების“ ავტორიტარული რეჟიმის დასუსტებისკენ და ისეთი უპასუხისმგებლო მოქმედება, რასაც ადგილი ჰქონდა 4 ოქტომბერს, ეს დაიწყო ჯერ ბოიკოტის კამპანიით, რასაც მოჰყვა შემდეგ „მშვიდობიანი დამხობის“ პროვოკაცია, რა თქმა უნდა, იყო „ოცნების“ დაგეგმილი და ამ პარტიებს არ ეყოთ გამჭრიახობა თუ უნარი ამ პროვოკაციაში მონაწილეობა არ მიეღოთ და „ოცნება“ არ გაეძლიერებინათ. მათ შორის, სალომე ზურაბიშვილი იყო ერთ-ერთი, რომელიც ბოიკოტის მომხრე იყო. როცა ბოიკოტზე ვსაუბრობ, რა თქმა უნდა, ყველა მათგანს ვგულისხმობ აქ და სალომე ზურაბიშვილი არ იყო ბოიკოტის მომხრე? და არ იყო ერთ-ერთი ვინც ლანგრით მიართვა 64-ვე მუნიციპალური ხელისუფლება „ოცნებას“? არ აქვს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ამაზე? 4 ოქტომბერსაც კი, სანამ ფაქტობრივად არ დაინახა ის ქმედება, რომელსაც ადგილი ჰქონდა პრეზიდენტის სასახლესთან, მანამ ხალხს მოუწოდებდა რუსთაველზე გასვლისკენ. ხალხი წყვეტს, პირველ რიგში, ვინ იქნება „ოცნების“ ალტერნატივა და ვინ არის ნამდვილი და რეალური ოპოზიცია ამ ქვეყანაში”,- აღნიშნავს შარაშიძე.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების ნაწილს შორის „ოპოზიციის ალიანსი“ შედგა. დოკუმენტს ხელს აწერენ – „კოალიცია ცვლილებისთვის“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „ფედერალისტები“, „ეროვნულ-დემოკრატიული პარტია“, „ევროპული საქართველო“ და „თავისუფლების მოედანი“ .

ხელმომწერი ოპოზიციური ძალები თანხმდებიან, საერთო სტრატეგიასა და მოქმედების ერთობლივ წესებზე და აცხადებენ, რომ ერთობლივი ძალისხმევით გაათავისუფლებენ საქართველოს ბიძინა ივანიშვილის „ავტოკრატიული რეჟიმისგან“, აღადგენენ ქვეყნის ევრო-ატლანტიკურ კურსს და უზრუნველყოფენ დემოკრატიულ მმართველობას.

შეთანხმება ემყარება რამდენიმე პრინციპს მათ შორისაა, ერთობა ერთფეროვნების გარეშე, კერძოდ, დოკუმენტის თანახმად, ალიანსის დამფუძნებელი პარტიები ინარჩუნებენ იდეოლოგიურ იდენტობას, თუმცა თანხმდებიან ერთიან საპროტესტო მოქმედებასა და საკომუნიკაციო სტრატეგიაზე.

ასევე, შეთანხმების მონაწილე პარტიები თანხმდებიან ქცევის კოდექსზე, რომელიც აწესრიგებს ხელმომწერ სუბიექტებს შორის ურთიერთობის წესებს და ადგენს პასუხისმგებლობას მათი დარღვევისთვის.„ოპოზიციის ალიანსი“ პირობას დებს, რომ „იბრძოლებს ბოლომდე – პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლებამდე და თავისუფალ, სამართლიან არჩევნებში გამარჯვებამდე”.

გაზიარება14

დაკავშირებული -პოსტები

„კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი – აშშ-ს წარმომადგენელი პალატა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ბაიდენის ადმინისტრაციაში შიშობენ, რომ ირანი შესაძლოა ისრაელს თავს დაესხას
მთავარი

აშშ-ს წარმომადგენელთა პალატამ "კავკასიაში ჩინეთის გავლენის წინააღმდეგ ბრძოლის აქტი“ მიიღო. კანონპროექტი აშშ-ის კონგრესში 2026 წლის 24 თებერვალს იყო წარდგენილი. კანონპროექტი ამერიკელმა კონგრესმენებმა ჯო უილსონმა (რესპუბლიკური პარტია) და სტივ კოენმა (დემოკრატიული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა
მთავარი

ქუთაისში სამტრედიის ხიდთან ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. ავარიის შედეგად არავინ დაშავებულა. "ავტოსაგზაო შემთხვევა ქუთაისში! კერძოდ ე.წ. სამტრედიის ხიდთან...მადლობა უფალს ყველანი კარგად არიან, მაგრამ...

დაწვრილებითDetails

ქუთაისელი ბებია, რომელმაც ლაივში ბავშვი სცემა, შვილიშვის კვლავ ეჩხუბა- მცირეწლოვანი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რმა წაიყვნა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისელი ბებია, რომელმაც ლაივში ბავშვი სცემა, შვილიშვის კვლავ ეჩხუბა- მცირეწლოვანი სო­ცი­ა­ლუ­რი სამ­სა­ხუ­რმა წაიყვნა
მთავარი

სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში 7 ივ­ნისს გავ­რცელ­და ვი­დეო, სა­დაც ჩანს, რომ ქუთაისელია ბე­ბია მცი­რე­წლო­ვან შვი­ლიშ­ვილს კვლავ ეჩხუ­ბე­ბა და ბავ­შვი კი ტირის. ეს სწო­რედ ის ბე­ბი­აა, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე თვის წინ შვი­ლიშ­ვილ­ზე ძა­ლა­დო­ბის ბრალ­დე­ბით...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან მჭიდრო კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, უცხო ქვეყნის 84 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს. მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული...

დაწვრილებითDetails

ქუთაისში მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
ქუთაისში მუშა ხარაჩოდან გადმოვარდა და გარდაიცვალა
მთავარი

ქუთაისში, შარტავას ქუჩაზე, კორპუსის რეაბილიტაციისას ხარაჩოდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა გუშინ შუადღისას მოხდა. "აქილევსის ქუსლი - ,,შრომითი უსაფრთხოება”წლების წინ ჩემს მიერ გაშუქებული არაერთი ფატალური შემთხვევა დამიდგა თვალწინ…ქუთაისი 08.06.2026კიდევ ერთი...

დაწვრილებითDetails

“ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება ტრაგედიაა არამარტო ოჯახისთვის, არამედ ერისთვის”- ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
“ასეთი ახალგაზრდის გარდაცვალება ტრაგედიაა არამარტო ოჯახისთვის, არამედ ერისთვის”- ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ
მთავარი

ქუთაისელ საბა ელიაშვილს გლოვობენ. მეგა tv-ის ინფორმაციით 8 ივნისს საბა ელიაშვილი გარდაცვლილი იპოვეს. მეგა ტვ- ი იზიარებს ოჯახისა და ახლობლების დიდ მწუხარებას. ახალგაზრდას სოციალურ ქსელში ემშვიდობებიან:   რაც უფრო ბევრს...

დაწვრილებითDetails

9 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
ივნისი 9, 2026
0
როგორ მივიზიდოთ ბედნიერება და იღბალი, ისე რომ სულ თან გვახლდეს
მთავარი

ვერძი   დღეს შესაძლებლობები გაგიჩნდებათ, ახალი იდეების განსახორციელებლად. იყავით თავდაჭერილნი ფინანსურ საკითხებში და ნუ გადაერთვებით რისკებზე.   კურო   კონცენტრაცია სამუშაოსა და ყოველდღიურ პასუხისმგებლობებზე დაგეხმარებათ. ოჯახური ურთიერთობები საჭიროებენ ყურადღებას და...

დაწვრილებითDetails

პარლამენტში,პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
XI მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა დაიწყო
მთავარი

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პრეზიდენტის ყოველწლიური მოხსენებით გამოსვლის დასრულებისთანავე, მისი მოსმენის პროცედურა დასრულდება - რეგლამენტით გათვალისწინებული სიტყვით გამოსვლები კი აღარ გაიმართება. პარლამენტის რეგლამენტში მთელი რიგი ცვლილებები შედის, რომელიც მათ შორის 220-ე მუხლს...

დაწვრილებითDetails

რა ღირს ოქრო და ვერცხლი საქართველოში

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
რა ღირს გრამი ოქრო და ვერცხლი საქართველოში
ეკონომიკა

მსოფლიოში ოქრო და ვერცხლი იაფდება. ფასების კლების ტენდენცია უკვე რამდენიმე დღეა შეინიშნება. თბილისის დროით 12:30 საათისთვის 1 უნცია ძვირფასი ლითონის ღირებულება 4 285 დოლარი ღირს, რაც დღიურ ჭრილში ძვირფასი ლითონის...

დაწვრილებითDetails

ჯარიმა 500-დან 100 ათას ლარამდეა

by მეგა TV
ივნისი 8, 2026
0
„ჯარიმა 120 ლარიდან 3 000 ლარამდე“ – საყურადღებო ინფორმაცია მოქალაქეებისთვის
მთავარი

საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მიმდებარე ზონებში, გზების დეპარტამენტთან შეუთანხმებელი მშენებლობისა და საქმიანობისთვის, ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა წესდება. აღნიშნულის შესახებ, მთავრობამ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი პარლამენტში უკვე წარადგინა. განმარტებითი ბარათის თანახმად, არსებული კანონმდებლობა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"