LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შსს-მ საგანგებო ბრიფინგი ევროპასა და აშშ-ში დარბევების ვიდეოკოლაჟის საჩვენებლად გამართა

შსს-მ საგანგებო ბრიფინგი ევროპასა და აშშ-ში დარბევების ვიდეოკოლაჟის საჩვენებლად გამართა

დაპოსტა 2024/05/08-ში
A A
37
ნახვა
გაზიარება

შსს ისევ ამტკიცებს, რომ რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციები “ძალადობრივია” და არის პარლამენტის “შტურმის მცდელობა” , რასაც საპოლიციო ძალები პროპორციული ძალით პასუხობენ. ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი, თეიმურაზ კუპატაძე აქციის მონაწილეებს აფრთხილებს და ემუქრება, რომ ძალის გადამეტებას შსს “საერთაშორისო სტანდარტებით” უპასუხებს.

დღევანდელ ბრიფინგზე კუპატაძემ საერთაშორისო გამოცდილებაზე ისაუბრა და მეტი დამაჯერებლობისთვის, მედიას ვიდეოკადრებიც წარუდგინა, როგორ რეაგირებს პოლიცია სხვადასხვა ქვეყნებში, აქციების დროს:

“გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია იმ საერთაშორისო საპოლიციო ღონისძიებების პრაქტიკის შესახებ, რომელთა გამოყენებითაც როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებში, ასევე ამერიკის შეერთებულ შტატებში პოლიციის მიერ ხდება შეკრება-მანიფესტაციის დროს მასების მართვა და საჭიროების შემთხვევაში კანონით დადგენილი სპეციალური საშუალებების გამოყენება.

ბოლო პერიოდში, სხვადასხვა პოლიტიკური ლიდერისა და აქციის ორგანიზატორების მხრიდან, მედიასაშუალებებსა და სოციალურ ქსელებში გავრცელდა არაერთი დეზინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალას გადაამეტეს და განახორციელეს კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.

გვსურს ხაზგასმით აღვნიშნოთ, რომ პოლიცია შეკრება-მანიფესტაციების დროს, ყოველთვის მოქმედებს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით. შინაგან საქმეთა სამინისტროში შემუშავებული ინსტრუქციები, რომელიც არეგულირებს შეკრება-მანიფესტაციების მართვას, სრულ შესაბამისობაშია ეუთო/ოდირის სახელმძღვანელო პრინციპებთან. შესაბამისად, სამართალდამცველების მხრიდან სპეციალური ღონისძიებების განხორციელება ხდება საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტების შესაბამისად- თანმიმდევრულად და განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ანალოგიურად მოქმედებდა პოლიცია ბოლო პერიოდში მიმდინარე აქციების დროსაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის წარმომადგენლებს, დონორ ორგანიზაციებთან თანამშრომლობის ფარგლებში, სხვადასხვა საერთაშორისო სწავლებაში აქვთ მონაწილეობა მიღებული და ისინი გადამზადებულნი არიან საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად.

მათ საერთაშორისო დონის სწავლებები გავლილი აქვთ, როგორც საქართველოში, ასევე, გერმანიაში, ბულგარეთში, ნიდერლანდებში, იტალიაში, საფრანგეთსა და თურქეთის რესპუბლიკაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს გადამზადება გავლილი აქვთ: კრიზისულ სიტუაციაზე რეაგირებისა და მოლაპარაკებების, შეკრებისა და მანიფესტაციის ეფექტიანი მართვისა და საჯარო დემონსტრაციების დროს საზოგადოებრივი წესრიგის უზრუნველყოფის მიზნით ძალის გამოყენების შესახებ.

ეკიპირება, სპეციალური ტექნიკა, აღჭურვილობა და სპეციალური საშუალებები, რომელთაც შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები გამოიყენებენ, არის საერთაშორისო სტანდარტის და მათი უმეტესი ნაწილი შეძენილია ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.

აქვე, გვსურს საზოგადოებას გავაცნოთ სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა დროს, ჩატარებული საპოლიციო ღონისძიებების ამსახველი ვიდეომასალა.

განვითარებული სამყარო თანხმდება, რომ ნებისმიერ სახელმწიფოში მართლწესრიგის დაცვა არის პოლიციის უმთავრესი ამოცანა და ეს კადრებიც ადასტურებს იმას, რომ ყველა ქვეყანაში პოლიციას აქვს უფლება კანონის შესაბამისად იმოქმედოს და უფლებამოსილების ფარგლებში, საზოგადოებისთვის ხშირად მიუღებელი და უმკაცრესი ზომები გამოიყენოს.

აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ბოლო პერიოდში საქართველოში, კერძოდ თბილისში მიმდინარე შეკრება-მანიფესტაციები არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონმდებლობით მიღებულ ზომებს. ვნახეთ შტურმი საკანონმდებლო ორგანოზე, პიკეტირების მცდელობა პარლამენტზე და ასევე, ძალადობის არაერთი შემთხვევა სამართალდამცველების მისამართით.

ეს კადრები არა მარტო ქართული მედიის, არამედ მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდა და ჩემი ევროპელი კოლეგებიც დამეთანხმებიან, რომ ეს იყო პროპორციული ძალა და საკმაოდ ლმობიერი ქმედებები, რაც ქართველმა სამართალდამცველებმა გამოიყენეს.

ვაფრთხილებთ აქციის ყველა მონაწილესა და ორგანიზატორს, იმ დროს როდესაც პოლიცია კანონის შესაბამისად დაიწყებს აქციის მონაწილეთა ძალადობრივი ქმედებების აღკვეთას, გამოყენებული იქნება მკაცრი ზომები, ისევე როგორც ამერიკის და ევროპის წამყვან ქვეყნებშია მიღებული.” განაცხადა კუპატაძემ.

გაზიარება15

დაკავშირებული -პოსტები

გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა
მთავარი

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში დათვი მოსახლის ეზოში შევიდა და მოსავალი გაანადგურა. როგორც ადგილობრივები "მეგა ტვ"-თან ამბობენ, გორდის დასახლებულ უბანში, დათვი ასე ახლოს პირველად გამოჩნდა და შემოსავალი გაუნადგურა. "სოფელში გარეული ცხოველებისგან...

დაწვრილებითDetails

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი – არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა, არის ტყუილი სპეკულაციები, რაც მარტივად გამომჟღავნდა – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
თავისუფალი მედია და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკა ის მნიშვნელოვანი მონაპოვარია, რასაც ყოველთვის დავიცავთ და გავუფრთხილდებით – ირაკლი კობახიძე
მთავარი

დემარკაცია-დელიმიტაციის კუთხით, მათ შორის, გარეჯის მონაკვეთთან დაკავშირებით, არავითარი - არც წერილობითი, არც ზეპირი შეთანხმება არ ყოფილა და საერთოდ არ ყოფილა ამასთან დაკავშირებით რაიმე ხელშესახები პროგრესი, აქედან გამომდინარე, არის მარტივი, ტყუილი სპეკულაციები,...

დაწვრილებითDetails

იმერეთში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების 4 სამრთალდარღვევა გამოვლინდა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სატყეო სამსახურის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინეს
მთავარი

ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლებმა, მიმდინარე წლის აგვისტოს თვეში, სამართალდარღვევის 25 ფაქტი გამოავლინეს. მათგან 21 ხე-ტყის უკანონო მოპოვებას, მათ შორის, უკანონო მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტირებას უკავშირდება. გამოვლენილი სამართალდარღვევების შედეგად, ჯამში, ამოღებულია სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ძალიან ბევრი რამე ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით – ირაკლი კობახიძე რიჟვაძეზე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ახალი პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე იქნება
მთავარი

"მე ბევრი რამე ვიცი  ამ საქმესთან დაკავშირებით"- ასე პასუხობს ირაკლი კობახიძე თორნიკე რიჟვაძის თვითმკვლელობის საქმეზე დასმულ შეკითხვას. მისი თქმით, კითხვების ადრესატი არა თავად, არამედ პროკურატურა და თავად აჭარის მთავარობის მეთაური...

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილი დავიდა შავ-ბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე – ირაკლი კობახიძე

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
” სადაც არის საბოტაჟის სავარაუდო ნიშნები, ყველგან საჭიროა გამოძიება” – ირაკლი კობახიძე
მთავარი

ირაკლი კობახიძე ირაკლი ღარიბაშვილის ბრალდებებს პირველად პასუხობს - "ქართული ოცნების" მოქმედმა პრემიერმა, მისი წინამორბედის განცხადებებს "სასაცილო და ტრაგიკული" უწოდა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი "დავიდა შავბნელი გაზეთის ბლოგერის დონეზე": ერთადერთი კომენტარი,...

დაწვრილებითDetails

სახლში დანით მიუვარდა ყბა მოტეხა და ცივი იარაღით დაჭრა – რა მოხდა სვანეთში

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სკოლის ფანჯრიდან ბავშვი გადმოხტა
მთავარი

სისხლიანი ანგარიშსწორება სვანეთში - "პირველებისთვის" მიწოდებული ინფორმაციიით, მესტიაში ორი ადამიანი დაჭრეს. დაპირისპრებას წინ, ორ მოზარდს შორის დაქწყებული კონფლიქტი უძღოდა, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანის მამა სკოლის მოსწავლის მშობლებს სახლში დანით მიუვარდა...

დაწვრილებითDetails

პორტალი ისეა გახსნილი – გოგა მანია საზოგადოებას აფრთხილებს

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
„დიდი ამბები იქნება, გაიგებთ, რომ ის არ მომკვდარა! ის ცოცხალია!…“ – გოგა მანია
მთავარი

ეზოთერიკოსი გოგა მანია ზოდიაქოს რამდენიმე ნიშნისთვის მნიშვნელოვან პერიოდზე საუბრობს და მათ გარკვეულ რჩევებს აძლევს. მისი თქმით, სექტემბრის ფავორიტი ნიშნებია: 1) კირჩხიბი  - კირჩხიბებმა უკვე გაიარეს ტკივილი და ზეწოლა, ეს პერიოდი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანმა წყალტუბოში ე.წ. დრაივის ჯიხური გატეხა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

არასრულწლოვანებმა წყალტუბოს პარკის შესასვლელში ე.წ. დრაივის ჯიხური გატეხეს. ინფორმაციას "ინფო იმერეთი" ავრცელებს. მათიუვე ცნობით 13 წლის მოზარდი, რომელმაც ჯიხურიდან ტკბილეული მოიპარა, იდენტიფიცირებულია, თუმცა მისი დაკავება ასაკიდან გამომდინარე ვერ ხდება. მომხდარზე გამოძიება...

დაწვრილებითDetails

ამინდი უარესდება – გაფრთხილება მოსახლეობას

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
მოსალოდნელია სეტყვა და ხანმოკლე წვიმა – ამინდი საქართველოში
მთავარი

მეტეოროლოგი კობა ფარტენაძე მოსალოდნელი ამინდის შესახებ წერს და საზოგადოებას აფრთხილებს. „კიდევ ერთხელ გაფრთხილებთ, დღეს 7 სექტემბრის დილიდან 8 სექტემბრის შუადღემდე,  საქართველოში ამინდი მნიშვნელოვნად  გაუარესდება, დასავლეთში ყველგან, აღმოსავლეთში კი ზოგან მოსალოდნელია...

დაწვრილებითDetails

ცნობილია გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილი გოგოს ვინაობა

by მეგა TV
სექტემბერი 7, 2026
0
ცნობილია გორში, ავარიის შემდეგ გარდაცვლილი გოგოს ვინაობა
მთავარი

გორის მუნიციპალიტეტში მომხდარ მძიმე ავტოსაგზაო შემთხვევას, 14 წლის მარიამ წიკლაური ემსხვერპლა. "ვიღაცის მუცლის ხეთქვის გამო ანგელოზები კვდებიან. როგორ მეცოდები, მარიამ და ვაიმე, შენს დედას, როგორ ვუთხრა სამძიმარი შვილო..." - წერს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"