LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შინაგან საქმეთა მინისტრმა საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ბრძანება გამოსცა

შსს განცხადებას ავრცელებს

დაპოსტა 2026/03/21-ში
A A
339
ნახვა
გაზიარება

საქართველოს კათოლიკოს – პატრიარქის, ილია მეორის დაკრძალვასთან დაკავშირებით, 22 მარტს თბილისის მასშტაბით ტრანსპორტის გადაადგილებაზე შეზღუდვები დაწესდება.

შეზღუდვები შეეხება, როგორც კერძო ავტომობილებს, ასევე, მუნიციპალურ ტრანსპორტს.
22 მარტს, 02:00 საათიდან დაკრძალვის ცერემონიის დასრულებამდე ტრანსპორტის გადაადგილება სრულად შეიზღუდება შემდეგი მიმართულებებით:
· მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე გალაკტიონის ხიდიდან ორთაჭალის მიმართულებით აბანოებამდე;
· თავისუფლების მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და ყველა დამაკავშირებელ ქუჩაზე პირველი რესპუბლიკის მოედნის ჩათვლით;
· მოძრაობა იზღუდება ასათიანის, შალვა დადიანის, კოტე აფხაზის, პუშკინის, ვერცხლისა და ბარათაშვილის ქუჩებზე. სოლოლაკიდან მოძრაობა ნებადართული იქნება მხოლოდ ამაღლების ქუჩიდან ჭონქაძის ქუჩის მიმართულებით, საიდანაც ტრანსპორტს შეეძლება გადაადგილება ბარნოვის ქუჩით მრგვალი ბაღის მიმართულებით და ასევე, მელიქიშვილის გამზირის მიმართულებით;
· მოძრაობა სრულად იზღუდება თაბუკაშვილის, ჭანტურიას, ვირსალაძის, ათონელის ქუჩებზე, მშრალ ხიდზე, ზაარბრიუკენის მოედანზე, ხეთაგუროვის მოედანზე. ასევე, ბარათაშვილის ხიდზე, ბარათაშვილის აღმართზე, ქეთევან დედოფლის გამზირზე ლეხ კაჩინსკის ქუჩის კვეთამდე. ასევე, მოძრაობა იზღუდება ავლიპ ზურაბაშვილის, თელავისა და წურწუმიას ქუჩებზე.
· მოძრაობა შეზღუდული იქნება ევროპის მოედანზე, გორგასლის მოედანზე, გორგასლის ქუჩაზე, აბანოების მიმდებარე ტერიტორიაზე;
· მტკვრის მარცხენა სანაპიროზე მოძრაობა შეიზღუდება გალაკტიონის ხიდიდან ბოჭორმის ქუჩისა და ლევილის სანაპიროს კვეთამდე (“სოკარის” სათავო ოფისამდე).
ავტომობილების გადაადგილების ალტერნატიული მარშრუტები:
· “ლაგუნა-ვერედან” გადაადგილება შესაძლებელი იქნება გალაკტიონის ხიდზე და ასევე, მიხეილ ჯავახიშვილის აღმართის გავლით კოსტავას ქუჩაზე ფილარმონიის მიმართულებით;
· ინგოროყვას ქუჩიდან ავტომობილების გადაადგილება ნებადართული იქნება გრიბოედოვის ქუჩის გავლით ფილარმონიის მიმართულებით;
· კახეთის გზატკეცილიდან ავტომობილების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ლეხ კაჩინსკის ქუჩაზე ბოჭორმის ქუჩის კვეთამდე მეტროსადგური “ისნის” მიმართულებით;
· ორთაჭალიდან, გულიას მოედნიდან მოძრაობა შეიზღუდება გალაკტიონის ხიდამდე. ჟანი კალანდაძისა და ორთაჭალის ქუჩებიდან კი ავტომობილები იმოძრავებენ გორგასლის ქუჩაზე მხოლოდ პროკურატურის მიმართულებით.

ამასთან, ძალაში რჩება სამების საკათედრო ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე არსებული ყველა შეზღუდვა.

შინაგან საქმეთა სამინისტრო და თბილისის მერია მოქალაქეებს მოუწოდებს, გადაუდებელი აუცილებლობის გარდა, სხვა შემთხვევაში თავი შეიკავონ ავტომობილებით გადაადგილებისგან.

გაზიარება136

დაკავშირებული -პოსტები

იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

იტალიაში დაკარგული ქართველი კაცი გარდაცვლილი იპოვეს. ინფორმაციას „მთავარი ამბები კახეთიდან“ ავრცელებს და წერს, რომ გოგა ბულიას ნეაპოლში ოჯახი და ახლობლები ეძებდნენ, პოლიციამ კი გარდაცვლილი იპოვა. ამ დროისთვის გარდაცვალების მიზეზისა და...

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის საქმეზე პროკურატურა განცხადებას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
შექმნილი კოდი შესაძლებელია საშიში იყოს – ბაჩალიშვილის საქმის ახალი დეტალები
მთავარი

გამოძიების საწყისი ეტაპიდანვე თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის წევრებს და მათ ადვოკატებს სრულად ჰქონდათ წვდომა საქმის მასალებზე, ისინი სრულყოფილად იყვნენ ინფორმირებულნი მიმდინარე გამოძიების შესახებ. მათი თხოვნით ჩატარდა ასეულობით საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება,...

დაწვრილებითDetails

პროკურატურის წინ მოვკვდები – ბაჩალიაშვილის დედა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

პროკურატურის წინ მოვკვდები, იქ გავათენებ, ყოველ ორშაბათს იქ ვიქნები და იქ მოვკვდები, სანამ სამართალს არ მივაღწევ, - ამის შესახებ გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედამ თეონა თამაზაშვილმა პროკურატურიდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა....

დაწვრილებითDetails

თამარ ბაჩალიაშვილის დედის განცხადებით, პროკურატურაში შეხვედრაზე დაიბარეს

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
თამუნას თავი არ მოუკლავს და ის მოკლეს უშუალოდ მაღალჩინოსნებმა – ბაჩალიაშვილის დედა
მთავარი

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის დედა, თეონა თამაზაშვილი პროკურატურაში დაიბარეს. აღნიშნული ინფორმაცია თეონა თამაზაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა. „დამირეკეს პროკურატურიდან და დამიბარეს დღეს 17 საათზე შეხვედრაზე. შეხვედრის შედეგებს მოგვიანებით გაცნობებთ“,- წერს თეონა...

დაწვრილებითDetails

გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა – გაფრთიხლება მოსახლეობას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გააქტიურდა თაღლითობის ახალი სქემა – გაფრთიხლება მოსახლეობას
მთავარი

“საზოგადოება და ბანკები“ საზოგადოებას თაღლითობის ახალი სქემის შესახებ აფრთხილებს. როგორც მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, ის ადამიანები, ვინც სხვადასხვა პლატფორმებზე ნივთებს ყიდიან, განსაკუთრებით ყურადღებით უნდა იყვნენ. “საზოგადოება და ბანკები“ დეტალურად განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

ვინ შემოიტანა მილიონ-ნახევარის ღირებულების მკვლელი ნარკოტიკი საქართველოში – სპეცოპერაციის დეტალები

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
ამოღებულია მილიონ ნახევარ ლარის ღირებულების 4 კილოგრამამდე „ალფა-პვპ“ – დაკავებულია ერთი პირი
მთავარი

საქართველოში დიდი ოდენობით მკვლელი ნარკოტიკი რუსეთიდან ლარსის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით შემოვიდა - საუბარია 4 კგ-მდე ალფა პვპ-ზე. ტელეკომპანია "პირველის" ინფორმაციით თბილისში რუსეთის მოქალაქის დაკავების სპეცოპერაციის დეტალები ხდება ცნობილი. არსებული...

დაწვრილებითDetails

“ბოლო 2 დღეში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა” – მაია კალანდია

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
“ბოლო 2 დღეში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა” – მაია კალანდია
ეკონომიკა

მაია კალანდიას ინფორმაციით, ბოლო ორი დღის განმავლობაში, ენგურის ხიდი, 17-მა ბენზინმზიდმა, პოლიციის დაცვის ქვეშ გადაკვეთა. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, "რუსების საწვავით მომარაგების საქველმოქმედო-ჰუმანიტარული პროგრამა წარმატებით გრძელდება". ამასობაში,...

დაწვრილებითDetails

გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა
მთავარი

გორში ტრაგიკულად დაღუპული დედა-შვილის ანა და მართა ბერიანიძეების გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა, "40 დღე უთქვენოდ ჩემო ანგელოზო რლგორი ლამაზი ზარ მართა უფალს ებარენოდეთროგორ გამიჭირდა ღქვენი ამ გაყინულ ქვაზე დანახვა" - წერს...

დაწვრილებითDetails

GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
GAUMARJOS SAKARTVELOS – უკრაინის საელჩოს მადლობა ქართველ მებრძოლებს და საზოგადოებას
მთავარი

24 აგვისტოს უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით, საქართველოში უკრაინის საქმეთა დროებითი რწმუნებული, დმიტრო ბერეჟნი ვრცელ განცხადებას აქვეყნებს და ქართველ ხალხს თანადგომისთვის მადლობას უხდის. დიპლომატი განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ქედს იხრის იმ...

დაწვრილებითDetails

უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა

by მეგა TV
აგვისტო 21, 2026
0
უკრაინამ “მაშა და დათვის“ შემქმნელები დაასანქცირა
მთავარი

რუსული ანიმაციური სერიალის “მაშა და დათვის“ შემქმნელებს უკრაინამ სანქციები დაუწესა. ისინი მიიჩნევს, რომ „საბავშვო კონტენტად შენიღბული სერიალი ავრცელებს პრორუსულ ნარატივებს“, რაც სახიფათოა უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისთვის. ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ 20 აგვისტოს...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"