LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“შრომის კოდექსში ცვლილებების პარლამენტში დაინიცირებამდე აუცილებელია ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება” – ბიზნესომბუდსმენი

“შრომის კოდექსში ცვლილებების პარლამენტში დაინიცირებამდე აუცილებელია ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება” – ბიზნესომბუდსმენი

დაპოსტა 2019/09/17-ში
A A
96
ნახვა
გაზიარება

„ბიზნესომბუდსმენის აპარატი სრულად იზიარებს ბიზნეს ასოციაციის პოზიციას შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით. შრომის კოდექსში დაგეგმილ ცვლილებების  განხილვებში აქტიურად  ვართ ჩართულები. ბიზნესთან ერთად შევიმუშავეთ და მოვამზადეთ შენიშვნები და წინადადებები, რომელსაც უახლოეს დღეებში გავუგზავნით კანონპროექტის ავტორებს.“  – ასე ეხმაურება ბიზნესომბუდსმენი ირაკლი ლექვინაძე შრომის ბაზარზე დაგეგმილ საკანონდებლო ცვლილებებს და ცვლილებებთან დაკავშირებით საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადებას.

როგორც საქართველოს ბიზნეს ასოციაციის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული საქართველოს შრომის კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებები, საქართველოს ეკონომიკისათვის, ბიზნეს გარემოსთვის, დასაქმებულებისა და დამსაქმებლებისთვის გამოუსწორებელ უარყოფით გავლენას იქონიებს.

„მიგვაჩნია, რომ დაგეგმილი ცვლილებები შრომის არალეგალურ ბაზარს გაააქტიურებს. დღეს არსებული კანონის პროექტებში ასახული რეგულაციები ისეთ საკითხებზეც ვრცელდება,  რომლებზეც დამსაქმებელსა და დასაქმებულის შორის შეთანხმება საკმარისია და არ საჭიროებს დამატებით რეგულირების მექანიზმებს. ჩვენ ვთვლით, რომ შრომის კოდექსში ცვლილებების პარლამენტში დაინიცირებამდე  აუცილებელია  ჩატარდეს რეგულირების ზეგავლენის შეფასება (RIA). ცვლილებების დაინიცირებამდე ზუსტად უნდა ვიცოდეთ რა ეფექტი ექნება ამას ეკონომიკურ საქმიანობაზე და მხოლოდ აღნიშნულის შემდეგ მიგვაჩნია მიზანშეწონილად გადაწყვეტილების მიღება.” – აცხადებს ირაკლი ლექვინაძე.

ბიზნესომბუდსმენის აპარატს შრომის კოდექსზე – 6, შრომის ინსპექციის კანონზე კი – 17 შენიშვნა – წინადადება აქვს, რომლის მიხედვითაც კანონის პროექტების დღეს არსებულ ვერსიაში, ბიზნესისთვის კრიტიკულ საკითხებს შორისაა: ვადიან შრომით ხელშეკრულებებზე შეზღუდვა, შრომითი ხელშეკრულებების ზეპირი ფორმით გაფორმების აკრძალვა, ერთზე მეტ სრულ და არასრულ სამუშაო განაკვეთზე პირის დასაქმებაზე დამატებითი შეზღუდვები, ზეგანაკვეთური სამუშაო დროის ხანგრძლივობის შეზღუდვა. „შრომის ინსპექციის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტში ხშირი, ორაზროვანი და ბუნდოვანი ჩანაწერები. მნიშვნელოვანია კანონში დეტალურად გაეწეროს შრომის ინსპექციის მრჩეველთა საბჭოს ფუნქციები. ასევე, აუცილებელია განისაზღვროს სამუშაო ადგილზე შრომის ნორმების დარღვევასთან დაკავშირებით საჩივრის დამწერ პირთა წრე (ინსპექციას მხოლოდ დაზარალებულის საჩივრის შემთხვევაში უნდა ჰქონდეს ინსპექტირების უფლებამოსილება), დაუშვებელია შრომის ინსპექციას მიეცეს უფლება, განახორციელოს ნებისმიერი სამუშაო ადგილის ან სამუშაო სივრცის ინსპექტირება განუსაზღვრელი ვადით. შრომის ინსპექტორს უნდა შეეზღუდოს„გამოკითხვის“ ჩატარების უფლება. კანონში უნდა განისაზღვროს ინსპექტირების მიზნებისთვის დალუქული/ამოღებული დოკუმენტის, ნივთის, ნივთიერების თუ მასალის დამსაქმებლისთვის უკან დაბრუნების ვადები. დაუშვებელია, შრომის ინსპექციისთვის ადმინისტრაციული სახდელების დაკისრებასთან დაკავშირებით დისკრეციული უფლებამოსილების მინიჭება.

თეგები: ბიზნესიბიზნესომბუდსმენიბისნეს ასოციაციაკანონიშრომის კოდექსი
გაზიარება57

დაკავშირებული -პოსტები

თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის საგამოძიებო მთავარი სამმართველოს თაღლითობის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოსა და დეტექტივების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ბრალდებით, ერთი პირი დააკავეს. კომპლექსურად ჩატარებული საგამოძიებო...

დაწვრილებითDetails

აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ნოემბერი 21, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის აჭარის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ქალაქ ბათუმსა და ქედის მუნიციპალიტეტში, სხვადასხვა დროს, უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე...

დაწვრილებითDetails

” კონსტიტუციის დარღვევა, როდესაც გაქვს მიზანი, რომ რეპრესიული სახელმწიფო შექმნა” – თენგიზ შარმანაშვილი “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
“ოპოზიციას დავალებული აქვს, რაც არ უნდა კარგი მოხდეს, მაინც უარყოფითად შეხედონ” – თენგიზ შარამანაშვილი
მთავარი

თქვენ ახლა გინდათ რაღაცები ამოკრიფოთ და ერთიანი სურათი მოსპოთ, ვერ მოსპობთ, არ მოგასპობინებთ , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, თენგიზ შარმანაშვილმა, "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებს, საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე განუცხადა. მისი...

დაწვრილებითDetails

არასრულწლოვანის გაუპატიურებისა და სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების იძულების ფაქტებზე ბრალდებულს 18 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
მამა-შვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე დაკავებულს პატიმრობა შეეფარდა
მთავარი

ოზურგეთის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანის გაუპატიურების, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების, გარყვნილი ქმედების და იძულების ფაქტებზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო. სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ...

დაწვრილებითDetails

პროკურორი განმარტავს, რატომ ტარდება ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი ღია რეჟიმში

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
პროკურორი განმარტავს, რატომ ტარდება ირაკლი ღარიბაშვილის სასამართლო პროცესი ღია რეჟიმში
მთავარი

პროცესის დასაწყისს, სასამართლომ საკუთარი ინიციატივით აღნიშნა, რომ საჯაროობის პრინციპიდან გამომდინარე მიიჩნია, რომ აღნიშნული პროცესი უნდა გაგრძელებულიყო საჯარო რეჟიმში, შესაბამისად, იყო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება. - ამის შესახებ პროკურორმა ანი ლეკიაშვილმა...

დაწვრილებითDetails

პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
დიდ დიღომში, განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის დაკავებულებს ბრალი წაუყენეს
მთავარი

საქართველოს პროკურატურამ განზრახ მკვლელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 ნოემბერს თბილისში, ნიკოლოზ ყიფშიძის ქუჩაზე მდებარე მიწისქვეშა ავტოსადგომზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე...

დაწვრილებითDetails

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა
მთავარი

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ, რევაზ ნადარაიამ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი, ზაზა ბიბილაშვილი სხდომათა დარბაზიდან გააძევა. მან ეს გადაწყვეტილება ახსნა იმით, რომ ზაზა ბიბილაშვილმა მოსამართლეს სიტყვა წინა დღეებშიც არაერთხელ შეაწყვეტინა და “მიუხედავად არაერთი...

დაწვრილებითDetails

“ზედმეტის უფლებას საკუთარ თავს ნუ მისცემთ!” – რევაზ ნადარაია

by მეგა TV
ნოემბერი 20, 2026
0
“მოსარჩელეებისგან არცერთი არ იყო, გარდა პარლამენტის თავმჯდომარისა” – რევაზ ნადარაია საკონსტიტუციო სასამართლოს 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე
მთავარი

„ნაციონალური მოძრაობის“ შეკითხვა, რომელიც მოსარჩელე მხარის წარმომადგენლებისკენ იყო მიმართული და „აფხაზებისა და ოსებისთვის ბოდიშის მოხდის შესახებ” „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას შეეხებოდა, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე რევაზ ნადარაიამ, პოლიტიკურად...

დაწვრილებითDetails

არანაირი „კობახიძის წარმომადგენელი“ ან „პრემიერის წარმომადგენელი“ არ არსებობს – ზურაბ ჯაფარიძე

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, ბრალდება წაუყენეს
მთავარი

არანაირი „კობახიძის წარმომადგენელი“ ან „პრემიერის წარმომადგენელი“ არ არსებობს, ორივე მხარე რუსეთია და შეხვედრაც რუსეთის ტერიტორიაზე ხდება - ამ ყველაფრის ლოგიკური გაგრძელება რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაა, - ამის შესახებ „კოალიცია ცვლილებისთვის“...

დაწვრილებითDetails

” არის ეპიზოდები, როდესაც მისი მონაწილეობით ხდებოდა მკვლელობები” – თორნიკე ჭეიშვილი ოპოზიციას

by მეგა TV
ნოემბერი 19, 2026
0
გუშინდელმა დღემ დაგვანახა, რომ საქმე გვაქვს ანტიკონსტიტუციურ წარმონაქმნებთან – სულისკვეთება, რომელსაც აფიქსირებდნენ სხდომათა დარბაზში, იმაზე მეტყველებს, რომ არ აღიარებენ კონსტიტუციურ წესრიგს –
მთავარი

სააკაშვილმა რომან შამათავას „ეროვნული გმირი“ უწოდა, არის ეპიზოდები, როდესაც მისი მონაწილეობით ხდებოდა მკვლელობები და გადაყრა ღია ზღვაში - იყო თუ არა უფლებათა დარღვევა სისტემური და სისტემატური? , - ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"