შოვის ტრაგედიის დროს დაღუპულ პატარა გიოს დღეს დაკრძალავენ. ამის შესახებ სოციალურ ქსელში გიორგი ხორბალაძე წერს.
“ვიპოვეთ პატარა ანგელოზი ?, დაბრუნდა სახლში პატარა კაცი ??? …
პანაშვიდი ხვალ პარასკევს 1 სექტემბერს,( მის: ქ.რუსთავი, ყაზბეგის 2 გასასვლელი N9)გადსვენება შაბათს 2 სექტემბერს,12 საათზე რუსთავიდან, საგარეჯოს რაიონის სოფელ ყანდაურაში დაკრძალვა 2 საათზე, მადლობა ყველას სამძიმრისთვის და ამ დიდი ტკივილის გაზიარებისთვის.. უფალმა გაგვაძლიეროს ამ მძიმე დროს ??” – წერს გიორგი ხორბალაძე.
შოვში ტრაგედია 3 აგვისტოს დატრიალდა. სტიქიურმნა უბედურებამ 30-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. 2 დაკარგულს ამ დრომდე ეძებენ. სამძებრო-სამაშველო ოპერაციების დროს ერთი პოლიციელი და ერთი სამხედრო დაიღუპა.










