შოვში, სტიქიის დროს დაღუპული სალომე ხეთაგური გუშინ თბილისში გადაასვენეს, ვარკეთილის მეურნეობა, გუდამაყრის 22.
პანაშვიდი 20, 21 აგვისტოს, დაკრძალვა სამშაბათს, 22 აგვისტოს.
სალომე ხეთგური რაჭაში მეგობრებთან ნინო კენჭაძესთან,ლ და გვანცა ბუბაშვილთან ერთად იმყოფებოდა. ამ დრომდე ეძებენ სტიქიის დროს დაკარგულ გვანცა ბუბაშვილს. მეგობრებიდან პირველი ნინო კენჭახის ცხედარი იპოვეს. მათ მანქანას ჰქონდა წარწერა ,,შევხვდებით რაჭაში”.
შოვში სტიქია 3 აგვისტოს მოხდა. საკურორტო ზონა მთლიანად განადგურდა. ამ დროისთვის ნაპოვნია 28 ადამიანის ცხედარი. ჯერ კიდევ ეძებენ 5 ადამიანს.










