რა ვიცით #შოვის ტრაგედიაზე 14 აგვისტოს 21:00-ისთვის: რა სამუშაოები ტარდება, რა ჯგუფებია ადგილზე, რა ტექნიკა მუშაობს, რამდენი ლოკაციაა, ნაპოვნი და ამოცნობილი ცხედრები, ვის ეძებენ (არაოფიციალური სიები, შედგენილი მედიის, ხელისუფლების, მოხალისეების, დაკარგულთა ოჯახის წევრების ცნობების მიხედვით) – ინფორმაციას სოციალურ ქსელში ჟურნალისტი ლაშა ბერულავა აქვეყნებს.
? 25 დაღუპული/ნაპოვნი ცხედარი;
? 22 იდენტიფიცირებული (ოფიციალური ვერსიით 21);
? 5 ცხედრის დნმ-ის ანალიზის პასუხს ელოდებიან;
? დღეს მდინარის კალაპოტში მანქანაა აღმოჩენილი, ცხედრების გარეშე. ოფიციალური ვერსიით, “ჰიუნდაის” მარკის ავტომობილში იმყოფებოდა 3 ადამიანი, რომელსაც ამ დრომდე კონკრეტულ ლოკაციებზე ეძებენ (ფოტო ქვემოთ).
? მედიის ინფორმაციით, დაახლოებით 5-6 დღის წინ, გლოლასთან, რიონის ხეობაში (7 კმ შოვიდან) ნაპოვნია ზაზა მესხის მანქანის ფრაგმენტი. ზაზასა და მის სამ შვილს ამ დრომდე ეძებენ.
? 13 აგვისტოს, ეპიცენტრში მიწის მასის 60%-დე იყო გადამოწმებული, დღეს გადამოწმდა დამატებით 20-25%, თემურ მღებრიშვილის თქმით, ზუსტი პასუხი დილით იქნება ცნობილი.
? სამუშაოები ღამითაც გაგრძელდება, ადგილზე მუშაობენ მაშველები, ჯარი, წითელი ჯვარი-საქართველოს ჩართულობით შერჩეული მოხალისეები, კინოლოგები. დღისით დაცურავდნენ ნავები მდინარე რიონის ხეობაში.
? ამოცნობილ დაღუპულთა არასრული/დასაზუსტებელი სია (არაოფიციალური):
1.გიორგი გოგინაშვილი
2.გიორგი ყარალაშვილი
3.სოფი ყარალაშვილი.
4.დავით ბერიაშვილი
5.გენადი სულთანიშვილი
6.მეგი გუტაშვილი
7.გიგი გუტაშვილი
8.მარინე ხორბალაძე
9.ლუკა დუდაშვილი
10.შორენა ბიჭაშვილი
11.მარიამ მაისურაძე
12.ქეთევან ლობჟანიძე
13.სამირა ისაევა
14.ნინი კენჭაძე
15.ალინა პოლიკოვსკა
16.ქსენია ტრიჩევა
17.ნატო ჭელიძე
18. ანდრია დუდაშვილი
19.სოფო ბაკურაძე
20.მანანა ჯაჭვაძე.
* ხუთი ცხედრის დნმ-ის ანალიზის პასუხებს ელოდებიან, რადგან მათი ამოცნობა შეუძლებელი იყო.
? მოსაძებნთა არასრული/დასაზუსტებელი სია (არაოფიციალური):
1. ანასტასია დუდაშვილი
2. გვანცა ბუბაშვილი
3. სალომე ხეთაგური
4. ნიკა ჩალაძე
5.თემურ ჩარკვიანი
6. დიტო ფირცხალავა
7. გიორგი ხორბალაძე
8. ლევან რაზმაძე
9-12. ზაზა მესხი, მისი სამი შვილი
13. კოტე მაისურაძე.
* ამ სიაში ის 5 ადამიანიც შედის, ვისი დნმ-ის პასუხსაც ელოდებიან, რადგან დადებითი პასუხის მოსვლამდე ისინი, ოფიციალურად, მოსაძებნ ცხედართა რიცხვში შედიან.
? სტიქიის ზონაში ნაპოვნი მანქანა და იგივე მანქანა რაჭაში ჩასვლამდე. წარწერა სტიკერზე: “შევხვდებით რაჭაში” 🙁

წერს ჟურნალისტი.










