შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, 14 ოქტომბერს სააგენტოს არცერთი სტრუქტურული ერთეული არ იმუშავებს.
“შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო გაცნობებთ, რომ სვეტიცხოვლობის დღესასწაულთან დაკავშირებით – 14 ოქტომბერი სააგენტოს ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის გამოცხადებულია დასვენების დღედ”, – აღნიშნულია განცხადებაში.









