შვეიცარიაში პარაპლანით ფრენისას ორი ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს.
შემთხვევა ვალეს კანტონში, საკურორტო სოფელ ზერმატთან მოხდა.
პოლიციის ცნობით, მათ ფრენის საწყის ეტაპზე ტექნიკური პრობლემები შეექმნათ, რის შედეგადაც ორივე რამდენიმე ასეული მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდა.
იდენტიფიკაციის პროცედურის დასრულებამდე, სამართალდამცველები არ ამბობენ თუ საიდან იყვნენ დაღუპულები.
ფედერალურმა პროკურატურამ მომხდარზე გამოძიება დაიწყო.










