LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შვედეთის საგარეო უწყებაში პარასკევს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს

შვედეთის საგარეო უწყებაში პარასკევს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს

დაპოსტა 2025/07/12-ში
A A
25
ნახვა
გაზიარება

პარასკევს შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული დაიბარეს, – ამის შესახებ ინფორმაციას შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, მარია მალმერ სტენერგარდი ავრცელებს.

„პარასკევს, 11 ივლისს, საქართველოს საქმეთა დროებითი რწმუნებული შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს, სადაც ერთ-ერთმა მაღალი თანამდებობის ოფიციალურმა პირმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობასთან დაკავშირებით სერიოზული შეშფოთება გამოხატა“, – წერს შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი X-ზე.

მარია მალმერ სტენერგარდი საქართველოში არსებული ვითარების შესახებ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებისა და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის მიერ გავრცელებულ განცხადებასაც გამოეხმაურა.

„გუშინ, რამდენიმე ევროპელ საგარეო საქმეთა მინისტრთან და კაია კალასთან ერთად განცხადება გავავრცელე. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერების ბოლოდროინდელი დაკავება, ასევე, თვითნებური დაკავებები და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების, მშვიდობიანი დემონსტრანტებისა და დამოუკიდებელი ჟურნალისტების წინააღმდეგ მზარდი რეპრესიები, საქართველოში დემოკრატიის ჩამოშლას უწყობს ხელს და ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და ნორმებს“, – აღნიშნავს სტენერგარდი.

შეგახსენებთ, გუშინ ბელგიის, ჩეხეთის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ისლანდიის, ირლანდიის, ლატვიის, ლიეტუვის, ნიდერლანდების, ნორვეგიის, პოლონეთის, ესპანეთის, შვედეთის და გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა მინისტრებმა და ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, კაია კალასმა საქართველოში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების შესახებ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

„ჩვენ, ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, შეშფოთებულნი და ღრმად შეწუხებულები ვართ საქართველოში არსებული ვითარების გაუარესებით. მკაცრად ვგმობთ ოპოზიციური პარტიების ლიდერების პოლიტიკურად მოტივირებულ დაკავებებსა და დაპატიმრებებს, რაც აშკარად მიზნად ისახავს, ადგილობრივ არჩევნებამდე რამოდენიმე თვით ადრე, პოლიტიკური ოპოზიციის ჩახშობას საქართველოში“, – ნათქვამია განცხადებაში.

გაზიარება10

დაკავშირებული -პოსტები

მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა

by მეგა TV
აგვისტო 18, 2026
0
მთელი სოფლის ტკივილი და მწუხარება ხარ – ცნობილია ტრაგიკულად დაღუპული ბიჭის ვნაობა
მთავარი

სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპულის ვინაობა ცნობილია- ის სოფელ ტიბაანის მკვიდრი, 37 წლის ნიკა ხატიაშვილია. ახალგაზრდა კაცს მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ადგილობრივების ინფორმაციით, ხატიაშვილი...

დაწვრილებითDetails

სვანური მარილის ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა – სეს

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
სვანური მარილის ნიმუშში აკრძალული საღებავები აღმოჩნდა – სეს
მთავარი

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, მონიტორინგის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სურსათში სუდანის ჯგუფის აზო-საღებავების გამოვლენის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით არსებული სხვადასხვა სარეალიზაციო ობიექტიდან 50 ნიმუში აიღო და აკრედიტებულ ლაბორატორიაში გამოიკვლია, - ინფორმაციას სურსათის ეროვნული...

დაწვრილებითDetails

ავტომობილი ოთხ ქვეითს დაეჯახა – არის მსხვერპლი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
კახეთში დასუფთავების სამსახურის თანამშრომელს მანქანა დაეჯახა
მთავარი

მსხვერპლით დასრულდა ავტოსაგზაო შემთხვევა სიღნაღის მუნიციპალიტეტის სოფელ ტიბაანში. ავარიას ახალგაზრდა კაცის სიცოცხლე ემსხვერპლა, სამი პირი კი დაშავდა. თვითმხილველების ინფორმაციით, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი ოთხ ქვეითს ერთდროულად შეეჯახა.შედეგად, სხეულის სხვადასხვა...

დაწვრილებითDetails

ღარიბაშვილს ძალიან ბევრი აქვს სალაპარაკო და იმედია, იმ წყალს მოუყვება, რომლის პირასაც ყველანი ჩამოვსხდებით და დაველოდებით ქვეყნის მტრების „გვამების“ ჩამოცურებას – ნიკა გვარამია

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
მე არ ვიქნები საარჩევნო სიაში, მინდა, რომ პარლამენტში გზა გაეხსნათ ახალ ადამიანებს-ნიკა გვარამია
მთავარი

რეჟიმს იმაზე მეტად ძვრება სული, ვიდრე წარმოგვიდგენია, თანაც უკვე შავრაზმელ "ქოცებშიც", რადგან ღარიბაშვილის პოლიტიკურ ნეიტრალიზაციას ამხელა მნიშვნელობას ანიჭებს, - ასე ეხმაურება „კოალიცია ცვლილებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერი, ნიკა გვარამია ყოფილი პრემიერ-მინისტრის, პატიმრობაში...

დაწვრილებითDetails

დღეიდან, ჩემი და ჩემი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას! ირაკლი ღარიბაშვილი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ირაკლი ღარიბაშვილმა დანაშაული აღიარა
მთავარი

ყოფილი პრემიერ-მინისტრი, პატიმრობაში მყოფი ირაკლი ღარიბაშვილი განცხადებას ავრცელებს და წერს, რომ „დღეიდან მისი და მისი ოჯახის უსაფრთხოებაზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ბიძინა ივანიშვილს და მთელ ხელისუფლებას“. როგორც ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, ხვალ...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ზესტაფონში მულტიფუნქციური კომპლექსის პროექტირება იწყება – რას მოიცავს ობიექტი
ეკონომიკა

ზესტაფონში 500 მაყურებელზე გათვლილ მრავალფუნქციურ კომოლექსს შპს “აისინქი” დააპროექტებს. საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე შესაბამისი ხელშეკრულება მუნიციპალური განვითარების ფონდა კომპანიასთან უკვე გააფორმა. მრავალფუნქციური კომპლექსის პროექტირების მიზნით გამოცხადებულ ტენდერს 6 პრეტენდენტი ჰყავდა. ესენია:...

დაწვრილებითDetails

რისი გაკეთება იგეგმება ჭიათურაში კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
10 განსაკუთრებული ადგილი იმერეთში, რომელიც ჯერ არ გინახავთ
ეკონომიკა

ჭიათურის მუნიციპალიტეტში, კაცხის სვეტსა და მღვიმევის მონასტერთან ტურისტული და რეკრეაციული ინფრასტრუქტურის მოწყობა იგეგმება. დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებასა და სამშენებლო სამუშაოების შესრულებაზე შესყიდვა მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 1...

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ქუთაისის მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია
მთავარი

 მართვე პლაჟის ფეხბურთში საქართველოს 2026 წლის ჩემპიონია!  ააიპ ქუთაისის სპორტულ დაწესებულებათა გაერთიანების N94-ე საფეხბურთო სკოლის ბაზაზე დაკომპლექტებული გოგონათა გუნდი - ,,მართვე”, პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონი გახდა პლაჟის ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატი...

დაწვრილებითDetails

ავარია აჭარაში – დაღუპულია 40 წლის მამაკაცი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
ავტომობილი ქალსა და ბავშვს დაეჯახა
მთავარი

ხელვაჩაურში ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 40 წლის მამაკაცი დაიღუპა. შემთხვევა გამთენიისას მოხდა. ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენბ, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე...

დაწვრილებითDetails

დღეს სრულდება არჩევნებში მონაწილეობისთვის საარჩევნო სუბიექტების მომართვის ვადა – ნათია იოსელიანი

by მეგა TV
აგვისტო 17, 2026
0
რატომ არ იქნება ვალიდური პარალელური დათვლის მონაცემები -„სამართლიანი არჩევნები“
მთავარი

შუალედურ არჩევნებში მონაწილეობით დაინტერესებულმა პარტიამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიას დღეს, დღის ბოლომდე უნდა მიმართოს. ცესკომ საკრებულოების შუალედური არჩევნები 3 ოქტომბერს დანიშნა. არჩევნები ვანის, წალკის, დმანისის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში გაიმართება. შუალედური არჩევნების...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"