შექმენი საუკეთესო სატელევიზიო და ონლაინ მედია კონტენტი – ტელეკომპანია “მეგა ტვ” 3 თვიან სტაჟირებას აცხადებს.
ამ პერიოდის განმავლობაში, თქვენ შეძლებთ ისწავლოთ ფოტო-ვიდეო გადაღება, მონტაჟი, ახალი ამბებისა და სიუჟეტების მომზადება, ვიზუალური კონტენტის შექმნა სოციალური მედიისთვის. გაეცნობით ტელევიზიის მუშაობის სპეციფიკას. უშუალოდ მიიღებთ მონაწილეობას ინტერვიუების მომზადებაში, თავს მოსინჯავთ წამყვანის ამპლუაში.
ჩვენ ვეძებთ აქტიურ და მოტივირებულ ადამიანებს, რომლებისთვისაც საინტერესოა სატელევიზიო და ონლაინ მედია სივრცე, მოტივირებული არიან განავითარონ საკუთარი თავი და შეიძინონ ახალი უნარები.
სტაჟირების ბოლოს გაიცემა სერტიფიკატი, კურსის ღირებულება 450 ლარი.
რეზიუმე შეგიძლიათ გამოგვიგზავნოთ მეილზე tvcompanymegatv@gmail.com
განაცხადების მიღება 31 მარტამდე.










