“არსენალის” ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, არსენ ვენგერმა “პარი სენ ჟერმენის” თავდამსხმელის, კილიან მბაპეს შესახებ ისაუბრა.
“მახსოვს, როცა 17 წლის იყო, Telefoot-ის ეთერში ვთქვი: “შეუძლია ახალი პელე გახდეს”. პელემ მსოფლიო ჩემპიონატი სამჯერ მოიგო? დაე მბაპემ მეორე მოიგოს, შემდეგ კი ვნახოთ”.
“აქვს სიმსუბუქე, ინტელექტი, გამოხატულება, ქარიზმა… ძალიან სწრაფად მიაღწია უდიდეს მწვერვალებს”. გახარებული ვარ მისი პროგრესით”, – თქვა ვენგერმა Le Parisien-თან ინტერვიუში.










