LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
მზის სხივებს კორონავირუსის განადგურება შეუძლია- ნანა გეგეჭკორი

,,შეუძლებელია მორალურად და ფიზიკურად გაუძლო იმას რაც ჩემს თავს ხდება”- ნანა გეგეჭკორი

დაპოსტა 2021/12/02-ში
A A
199
ნახვა
გაზიარება

ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში წერს, რომ მასთან მისული წერილებისთვის პასუხის გაცემა რთულია, რადგან ყოველდღიურად ათობით შეტყობინებას იღებს.

გეგეჭკორი აცხადებს, რომ ანტივაქსერული კამპანია მსოფლიოში და საქართველოსიც საკმაოდ მომძლავრებულია. ის მოუწოდებს ყველას, აიცრან და ნუ ენდობიან არაზუსტი ინფორმაციის მატარებელ გავლენიან ადამიანებს ჯანმრთელობის საკითხებში.

ნანა გეგეჭკორი წერს, რომ ყველა კვლევა აჩვენებს აცრის ეფექტურობას და მის უპირატესობას მკურნალობასთან შედარებით.

“შეუძლებელია მორალურად და ფიზიკურად გაუძლო იმას რაც ჩემს თავს ხდება.

ვისაც დროზე ვერ გპასუხობთ, წარმოიდგინეთ, რამდენად რეალურია ათეულობით და ზოგჯერ ასეულობითაც წერილზე რეაგირება ყოველ დღე…

დღემდე უპასუხოდ არავინ დამიტოვებია, ვისმა ხმამაც მოაღწია ჩემამდე, მაგრამ არარეალურია ყველას იმ ხარისხის დახმარება გავუწიო რაც საჭიროა სიცოცხლის გადასარჩენად.ძალიან გთხოვთ, არ დატოვოთ თავი დაუცველი, მართლა სერიოზული პრობლემის წინაშე.

ვინც თქვენ კონსპირაციის თეორიებით და არამეცნიერული რეცეპტებით გკვებავთ იმათ სულ სხვა ხარისხის სამედიცინო სერვისებზე მიუწვდებათ ხელი. თქვენს ანტივაქსერ ინფლუენსერებს თქვენსავით ოკეანის გაღმა არ უწევთ დახმარების თხოვნა.

ისინი მშვიდად არ იცრებიან, რადგან თქვენსავით ყოველ დღე ტრანსპორტით კი არ მგზავრობენ, ქუჩაში არ არიან გავარდნილები სარჩოს საძიებლად, არამედ თბილ, გასტერილებულ სამუშაო ოთახებსა და პერსონალურ სატრანსპორტო საშუალებებში სტერილურად ცხოვრობენ პარალელურ სამყაროში.

რომც შეეყაროთ კოვიდი მსოფლიოს საუკეთესო ექიმებს დაიხვევენ თავზე და სპეცრეისებით გადაფრინდებიან გერმანულ თუ ამერიკულ კლინიკებში. მათი და თქვენი სასტარტო პირობები ამ ბრძოლაში ერთნაირი არაა და ნუ აბრიყვებინებთ თავს…

აიცერით! მილიარდობით ადამიანია აცრილი და ყველა კვლევა აჩვენებს, რომ აცრა კოვიდით სიკვდილისგან იცავს.

დიახ, ვაქცინაციას ახლავს რისკებიც და გვერდითი ეფექტებიც, მაგრამ ისინი ბევრად, ბევრად უსაფრთხოა ვიდრე კოვიდით ავადობა. სწორი დაგეგმარების შემთხვევაში, ყველა გვერდითი ეფექტი ადვილად სამართავია.ატარეთ პირბადე ცხვირ-პირზე!

ყველა კვლევა აჩვენებს, რომ სწორად მორგებული პირბადე დიდწილად იცავს ინფიცირებისგან. ნიკაპზე მორგებული პირბადე მხოლოდ დაბალი კულტურის და დაბალი ინტელექტის მაჩვენებელია, ის არაფრისგან არ გიცავთ.

დაიცავით დისტანცია!

დავასრულოთ როგორღაც ეს სიკვდილის მარათონი და ქორწილებსაც მოასწრებთ და ხვევნა-კოცნასაც. ადამიანების სიცოცხლე ღირს ხშირად ეს გაუთავებელი ტაშ-ფანდური.

დაიცავით ჰიგიენა!

ნუთუ მართლა ასე რთულია ამ პუნქტის დაცვა…

ნუ გახდებით არაპროფესიონალი, უსინდისო ადამიანების მსხვერპლი.

ენდეთ პროფესიონალ ექიმებს და მეცნიერებას. ვაქცინაციაა არც მღვდლის პროფესიული სფეროა და არც მომღერლის, დიასახლისის, ფიტნეს ინსტრუქტორის, პრემიერმინისტრის, მსახიობის, მემანქანის, მეწაღის, ბიზნესმენის და ა. შ.

ექიმები, ბიოლოგები, ეპიდემიოლოგები სწავლობენ წლობით, იმისთვის, რომ ვაქცინაციის თაობაზე კვალიფიციური რჩევის გაცემა შეძლონ. დიახ, წლობით სწავლაა ამისთვის საჭირო.

ბრილიანტის საყურეების ჩამოკონწიალებით ან რესტორანში თუ კარნეგი ჰოლში სიმღერით არ მოდის ეს ცოდნა. გთხოვთ, ანდეთ თავი მეცნიერებას და გადარჩით”, – ნათქვამია ნანა გეგეჭკორის პოსტში.

გაზიარება80

დაკავშირებული -პოსტები

ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

30 წლამდე ახალგაზრდა ქალი ელენიკო სახეიშვილი სამძებრო სამუშაოების შედეგად გარდაცვლილი იპოვეს. ამ წუთებში მიმდინარეობს ცხედრის მდინარიდან ამოყვანის ოპერაცია. ინფორმაციას ,,თაიმერი" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

ჭიათურა და წყალტუბოში განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკი ამოიღეს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის, ასევე ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მცენარის დათესვა-მოყვანის ბრალდებით, სხვადასხვა დროს, 3...

დაწვრილებითDetails

მაქვს იმედი რომ სიმართლე იზეიმებს – გიგა ავალიანის საქმეზე დაკავებული ანასტასია ბერუაშვილის დედა მიმართვას ავრცელებს

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე ორ არასრულწლოვანს ბრალდება დაუმძიმდა
მთავარი

გიგა ავალიანის საქემზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვნის, ანასტასია ბერუაშვილის დედა სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და წერს, რომ მისი შვილი  “ამ საქმეში მართლაც რომ თავში კი არა შუაშიც არაა.“ მისი თქმით, ის რომ...

დაწვრილებითDetails

გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
გიორგი ბარამიძის მიერ გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის მუხლით გამოძიება დაიწყო
მთავარი

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ სამშობლოს ღალატის და საბოტაჟის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. კერძოდ, საქმე ეხება, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის, გიორგი ბარამიძის მიერ იაგო ხვიჩიასთვის მიცემულ ინტერვიუს, სადაც ის აღნიშნავს, რომ რომ აფხაზეთში...

დაწვრილებითDetails

კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

 სოციალურ ქსელში ვირუსულად გავრცელდა Youtube-ზე 12 წლის წინ გამოქვეყნებული ვიდეო, სადაც ისმის ბიჭის ხმა - "კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები". 2014 წელს გაუჩინარებული 17 წლის გურამ დადიანიძის დედა, სოფიო ბიბილაშვილი აცხადებს,...

დაწვრილებითDetails

აშშ კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით – აშშ-ის საელჩო

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
„ დეზინფორმაციამ კვლავ იჩინა თავი…”- ამერიკის საელჩო განცხადებას ავრცელებს
მთავარი

შეერთებული შტატები კვლავაც ღრმად შეშფოთებულია რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიის განგრძობადი ოკუპაციით და გმობს რუსეთის მიმდინარე ოკუპაციის პირობებში მომხდარ მკვლელობებს, გატაცებებსა და სხვა სახის ძალადობა, - ამ განცხადებით აშშ-ს საელჩო საქართველოში 2008...

დაწვრილებითDetails

ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან – ახლობლები ტრაგიკულად დაღუპულ დედა-შვილს ემშვიდობებიან
მთავარი

"ლაზარეს გადარჩენისთვის იბრძოლე... ხელს არ უშვებდი ლაზარეს, არც ახლა გაუშვი ხელიდან. მთელი საქართველო გგლოვობთ შენ და ლაზარეს... დღეს დილას უკანასკნელად მომესალმე, თურმე. ისღა დაგვრჩა ნუგეშად, შენი თავი გვაპოვნინო..." - 6...

დაწვრილებითDetails

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა
მთავარი

აგვისტოს ომის დაწყებიდან 18 წელი გავიდა - 2008 წლის 7 აგვიტოს საქართველოში რუსეთის რეგულარული არმიის დანაყოფები შემოიჭრნენ. არსებობს არაერთი მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდა, რომ რუსეთის ჯარმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი სწორედ 7...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი დღე ხელს შეგიწყობთ მნიშვნელოვანი საქმეების დასრულებასა და ახალი მიზნების დასახვაში. შესაძლოა, საინტერესო შეთავაზება მიიღოთ. პირად ურთიერთობებში გულწრფელი საუბარი ბევრ გაუგებრობას გააქრობს.   კურო ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ და ემოციური...

დაწვრილებითDetails

7 აგვისტოს ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
აგვისტო 7, 2026
0
როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში უახლოეს დღეებში – სინოპტიკოსების პროგნოზი
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს 7 აგვისტოს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებსაღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. სოხუმი: უნალექოდ. ჰაერის...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"