”ნამახვანჰესთან“ დაკავშირებული შეხვედრა, რომელშიც მინისტრებთან ერთად, „რიონის ხეობის მცველები“, არასამთავრობო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ, მინისტრების წასვლის შემდეგ შეწყდა.
შეკრებილების უკმაყოფილების მიზეზი ის გახდა, რომ ეკონომიკის მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადების გაკეთების შემდეგ შეხვედრა დატოვეს.
მათი თქმით, მოლაპარაკების მოლოდინი არ ჰქონდათ, თუმცა თურნავას და დავითაშვილის წასვლა მათთთვის შეურაცხმყოფელია. როგორც მათ განაცხადეს, მინისტრებს არ ჰქონდათ, კითხვებზე პასუხები.
„დღეს კიდევ ერთხელ შეურაცხყოფა მოგვაყენა ხელისუფლებამ. შეთანხმება გვქონდა, რომ მინისტრები დასხდებოდნენ შეხვედრაზე და მათთან გვქონდა ჩვენ კითხვები, მაგრამ გამოჩნდა, რომ მათ არ შეუძლიათ ამ კრიტიკულ კითხვებზე პასუხი. ათი წუთით ჩამოვიდნენ, რა მიზანს ემსხურებოდა ეს ჩამოსვლა, გაუგებარია, ასეთი განცხადება თბილისში არ შეეძლოთ, რომ გაეკეთებინათ? უკიდურესად შეურაცხმყოფელია. ისინი რაღაც სოციალურ პროექტებზე საუბრობენ ისევ, ეს ნიშნავს, რომ ჩვენ სხვადასხვა მხარეს ვდგავართ და საერთო ენას ვერ გამოვნახავთ“, – განაცხადა ჩვენ ვეკითხებით მიწის გადადაზე, მათ დატოვეს შემოთავაზება და წავიდნენ”,-განაცხადა რიონის ხეობის მკვიდრმა, ვარლამ გოლეთიანმა.