ჩინეთმა შესაძლოა, ჰუბეის პროვინციაში, სადაც ქალაქი უჰანი მდებარეობს, კარანტინი მოხსნას. ჩინეთის სახელმწიფო საბჭოს გენერალურმა დირექტორმა ამის შესახებ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
„დღე, რომელსაც ყველა ასე ველოდებით, შორს აღარაა“,-აღნიშნა დინგ დინგ ქსიანგიანგმა.
ცნობისთვის, პირველი ახალი კორონავირუსი სახელწოდებით COVID-19 დეკემბერში, ჰუბეის პროვინციაში დაფიქსირდა. იანვრიდან მოყოლებული ქალაქი და მთელი პროვინცია კარანტინშია ჩაკეტილი.