LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შენ შეძელი ყოფილიყავი შენ მაშინაც კი, როცა პარალიზებული სხეულის ტყვედ ჩავარდი – ემოციური წერილი გარდაცვლილ ქმარს

შენ შეძელი ყოფილიყავი შენ მაშინაც კი, როცა პარალიზებული სხეულის ტყვედ ჩავარდი – ემოციური წერილი გარდაცვლილ ქმარს

დაპოსტა 2023/07/21-ში
A A
127
ნახვა
გაზიარება

მწერალისა და ჟურნალისტის ეკატერინე ტოგონიძის წერილი გარდაცვლილ მეუღლეს,რატი სამყურაშვილს.

“უშენობის მესამე დილა. დღეს ფიზიკური განშორების მორიგი ეტაპი დგება, სიონში გადასვენება და ღამე უშენო სახლი.

ბავშვმა მკითხა, რას აირჩევდი, მთელი ცხოვრება ასე ყოფილიყო თუ წასულიყოო. ამაზე ისედაც ნაფიქრი მქონდა და ძალიან მტკიცედ ვიცოდი, რომ ყველაფერზე თანახმა ვიყავი, რადგან უშენობას ჯობს ყველაფერი. ვუპასუხე, რომ, ჩემი ნება რომ ყოფილიყო, მთელი ცხოვრება მეყოლებოდი, თუმცა ეს არ არის სწორი არჩევანი. დამეთანხმა. თუთა აღმოჩნდა ყველაზე მამაცი გოგო, ნამდვილი რატის გოგო, რომელიც იქით ზრუნავს და ამშვიდებს დედას. წმენდს ცრემლებს და ეუბნება: ღმრად ისუნთქე, ისუნთქე! ჰო, აი, ასე, დამშვიდდი, მაკის არ უნდა, რომ ასეთი იყო („მაკი“ „მაკინოს“ ანუ თუთას მიერ პირველად წარმოთქმული „მამიკოს“ შემოკლებითი სახელი და ყველაზე ტკბილი სიტყვაა ჩვენს ცხოვრებაში. მაკისნაირი – რატისნაირი მამა არავის ჰყოლია და ახლა აღარც თუთას ჰყავს)…

ეს ფოტო მაშინ გადაგიღე, როცა პირველად გაბანავე. ეტლი უკვე მქონდა და საშხაპე დავშალეთ, კარი ჩამოვიღეთ, რომ სივრცე გვქონოდა. ცოტას ვნერვიულობდი, რამე არასწორად არ გამეკეთებინა. პატარა დისკომფორტიც არ გეგრძნო, შამპუნი არ ჩაგსვლოდა თვალში ან გამოსვლისას არ შეგციებოდა. მინდოდა, რომ ყველაფერი მეკეთებინა საუკეთესოდ, რადგან მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებ შენ. მაშინ უკვე აღარ ლაპარაკობდი და მე ჯერ არ მქონდა ნასწავლი ამ სიჩუმეში შენი გაგება. მერე ეგეც მოხდა. ჩვენი კონტაქტი 100% აღდგა და შეიძლება იმაზე მეტადაც, ვიდრე სიტყვებით და წინადადებებით.

საოცარია! ყველაფერი შეიზღუდა და ურთიერთობა გაღრმავდა. შენი ერთი საღი თვალი და ხმა, უბრალოდ ყელიდან ამოშვებული ხმა ინტონაციით და ტონალობით ყველაფერს უკლებლივ მაგებინებდა. მაგებინებდა ოდნავ მოძრავი მარცხენა ხელიც და მთელი უძრავი სხეულიც. არასდროს ამდენი სითბო და სიყვარული არსად მინახავს, რამდენიც შენს ერთ თვალში, ამ მართლა სულის სარკმელში, რომლიდანაც უწყვეტ ნაკადად იფრქვეოდა ემოცია და სათქმელი. საერთოდ ამ თვეებში მივხვდი ერთ რამეს, რომ შენ შეძელი ყოფილიყავი შენ მაშინაც კი, როცა პარალიზებული სხეულის ტყვედ ჩავარდი. აზრზე არა ვარ, როგორ მოახერხე თავის შენარჩუნება და შენად დარჩენა. წარმოუდგენელია, მაგრამ საერთოდ არ შეცვლილხარ და მთელი შენი ხასიათის, შინაგანი სამყაროს ენერგია მოდიოდა ამ გაჩერებული კადრიდან. დაუჯერებელია, რომ ასე უმოძრაოდ, უსიტყვოდ და ცალ-თვალაკრული იყავი ასეთი სავსე, საინტერესო, მადლიერი, ღირსეული და მუდმივ ურთიერთობაში ჩართული, უწყვეტ კავშირზე მყოფი, მოსიყვარულე და ისევ და ისევ აქეთ ჩემი მფარველი! მე ზუსტად ვიცი, რატომ იცოცხლე იმაზე ბევრად მეტი, ვიდრე ყველაზე ოპტიმისტური პროგნოზით ვარაუდობდნენ. ეს ჩვენთვის გააკეთე, ხათრით და სიყვარულით, როგორც ყოველთვის ყველაფერი.

ძალიან მაწუხებს ის, რომ მშვიდი გამომშვიდობების და მადლობის ნაცვლად, თავზე დაგყვიროდი შეშლილი, არ მიღალატო-მეთქი, არადა ღალატი შენ საერთოდ არ იცი რა არის! (თურმე ასეთი კაცებიც არსებობენ)! დედაჩემის არაადამიანური ხმაც ჩამესმოდა სასწრაფოში რომ რეკავდა და სიცოცხლის გადარჩენის ჯაჭვს გიჟივით ვაკოწიწებდი, ვენაცვლებოდი ექთანს გულის მასაჟზე, ხელით, ძალით, ხელოვნურად გიმუშავებდი დაღლილ გულს და მერე როცა ექთანი აგრძელებდა ამის კეთებას, ხელოვნურ სუნთქვაზე გადავდიოდი, რომელიც არ ვიცი, როგორ კეთდება, მაგრამ ვიცი, რომ იმ ჩაბერვით საკუთარ სულს და სიცოცხლეს გაძლევდი.

გული გაიჩერა – ეს ფრაზა ექიმებისგან და ექთნებისგან ადრე რამდენჯერმე გავიგე და ძალიან ყურში მომხვდა, გამიკვირდა, რადგან არც ერთ სხვა ორგანოზე ასე არ ამბობდნენ. გაუჩერდა, ყველა სხვა ორგანო გაუჩერდა, მაგრამ გული თურმე გაიჩერა. ასეა დამკვიდრებული ეს ტერმინი და არის ამ სიტყვაში რაღაც ისეთი, რაც გაიძულებს პატივი სცე ადამიანის გადაწყვეტილებას.

სასოწარკვეთის დრო არაა, ეს არ გითხოვია შენ ჩემთვის. შენ ერთადერთი რამე მთხოვე, სიყვარული, რომელიც მეგონა, ისედაც საკმარისი გვქონდა, მაგრამ თურმე ჯერ სადა ხარ… თურმე ის, რაც ადრე გვქონდა, იყო შესავალი. თურმე დადგებოდა დრო და მე ყოველ დღე ვიქნებოდი ბედნიერი შენი სუნთქვის გაგონებით და მნიშვნელობა აღარ ექნებოდა სხვას აღარაფერს. ადამიანებს გაუკვირდებოდათ, როგორ ვუძლებ, რატომ არ ვიღლები, რატომ შიშისგან არ ვკვდები, როცა დღე არ გადის კრიტიკული ეპიზოდის გარეშე, რეანიმატოლოგი მეტყოდა, მიუშვით ექთნები, ასე თქვენ გახდებით სამკურნალო… ბუნებრივია, რადგან მათ არ იცოდნენ სიყვარულის რა ენერგიაზე გყავდი მიერთებული.

ბოლო 4 თვე ასეთი იყო ჩვენი ცხოვრება და მე მადლიერი ვარ ყოველი წუთის. მადლიერი ვარ, რომ შენ წამში კი არ გატრიალდი და გაქრი, სიტყვა კი არ შემატოვე პირში და წახვედი, არამედ ბოლომდე მომისმინე, ყველაფერი მათქმევინე და ყველაფერი გააკეთე, რომ ნელ-ნელა გესწავლებინა ჩემთვის ცხოვრება შენი სიტყვების, ჩახუტების და შენზე მოყრდნობის გარეშე. ყოველდღიურად გიმზადებდი აუდიოჩანაწერს და რამდენიმე ათეული ჩანაწერით, როგორც იქნა გითხარი ის, რაც აუცილებლად უნდა მეთქვა, როგორც იქნა აგიხსენი ჩვენი ბოლომდე ამოუხსნელი სიყვარული. შენც ბოლომდე დამინდე, ბობო. განა არ ვიცი… ჩემს თვალწინ გადაიქეცი ანგელოზად და მე მაინც გამიკვირდა, რომ გამიფრინდი. მაინც ვერ შევძელი არ ჩამოგკიდებოდი ტანსაცმელივით ჩამოხსნილ სხეულზე და არ გამეფუჭებინა უსასრულობაში გადასვლის უნიკალური წამი. ბოდიში, რომ ასე ეგოისტურად არ მინდოდა შენი გაშვება, ისტერიკის უფლება ამ ერთხელ მივეცი თავს, მაპატიე ყველა ცრემლი, რომლის ნაცვლადაც მხოლოდ მილიონი მადლობა გეკუთვნის, მილიონი ღიმილი, მოფერება და უწყვეტი სიყვარული, რომელიც ერთადერთი მამოძრავებელი ძალაა აქაც და მანდაც. შენ მე მაჩვენე ადამიანის ღირსების სრულყოფილი ვერსია, როგორ შეიძლება დარჩე შენად, მაშინაც კი როცა საკუთარი ფიზიკური სხეულიც აღარ გემორჩილება, არ გატყდე და ბოლომდე იყო ის, ვინც მოწიწებას და მუდმივ გაოცებას იწვევს.

არ თქვათ, რომ რატიმ იწვალა, რატიმ კი არ იწვალა, რატიმ გვასწავლა, რატიმ გვაფიქრა, გვაცადა, მოგვეფერა და მერე წავიდა. რატიმ იმაზე მეტი გააკეთა, ვიდრე რამდენიმე სიცოცხლეში შეიძლება ამის მოხერხება.

დიაგნოზიდან რატიმ იცოცხლა 22 თვე, ეს მისი საყვარელი რიცხვია, თუთას დაბადების დღის თარიღი. ეს სიყვარულის კიდევ ერთი გამოხატულებაა.

ჩემო უკვდავო, ჩემო სიყვარულო, მაპატიე თუკი ოდესმე რამე გაწყენინე და მე გაპატიებ იმ ერთადერთ ღამეს, როცა 6 აპრილი თენდებოდა”.

პარლამენტის ყოფილი წევრი, რატი სამყურაშვილი 2020 წლის 6 აპრილს გარდაიცვალა. ის თითქმის ორი წელი მძიმე სენს ებრძოდა.

 

გაზიარება51

დაკავშირებული -პოსტები

“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“სააკაშვილი იძახის უარესი უნდა გვექნაო. წარმოგიდგენიათ, რომ არა ბიძინა და 2012 წელი, კიდევ რას მოიმოქმედებდნენ?” – გიორგი გამსახურდია
მთავარი

ხელისუფლებიდან წასვლის შემდეგ, შიზოიდი მიშა და მისი სექტა, მორიდებით საუბრობდნენ 7 ნოემბერზე, იმედის მხეცურ დარბევაზე, სანდრო გირგვლიანის თემაზე და აჩვენებდნენ ხალხს, ვითომ ნანობდნენ, - წერს გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში. მისი...

დაწვრილებითDetails

„საქონლის ხორცი დეკემბერში გაძვირდება “- „აგროქიზიყი“

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

საქართველოში საქონლის ხორცი ბოლო ერთი თვის განმავლობაში კიდევ გაძვირდა. როგორც „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „აგროქიზიყის“ დამფუძნებელი ბექა გონაშვილი აცხადებს, პროდუქტზე ფასები საახალწლოდ კიდევ მოიმატებს. „ბოლო 3-4 კვირაა, რაც საქონლის ხორცი კიდევ გაძვირდა,...

დაწვრილებითDetails

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
თოვლი, ქარბუქი და ზვავსაშიშროება -გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს
ამინდი

სინოპტიკოსები მოსახლეობას ამინდის გაუარესების შესახებ აფრთხილებენ. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 7 ნოემბრის დღის მეორე ნახევრიდან 9 ნოემბრის დილამდე დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე  მოსალოდნელია ნალექი, აჭარაში და გურიის რეგიონში დროგამოშვებით ძლიერი...

დაწვრილებითDetails

“სააკაშვილის უტიფრობა, ტყუილით გაჯერებული ნარატივი პირველად არ მოუსმენია ჩვენს საზოგადოებას” – დავით მათიკაშვილი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ ძალიან კარგად იცის, რომ წაგებულ მდგომარეობაშია და მთელი აქცენტი გადატანილია იმაზე, რომ არჩევნების შემდგომ, მოხდეს ყველაფრის კადრება იმისთვის, რომ სიტუაცია აირიოს-დავით მათიკაშვილი
მთავარი

დანაშაულებრივი მმართველობის გამართლების მორიგი მცდელობა - მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას ავრცელებს, სადაც 2007 წლის 7 ნოემბერზე საუბრობს. არცერთი სიტყვა კანონდარღვევაზე, კერძო ტელევიზიაში უკანონოდ შეჭრაზე, მშვიდობიანი აქციების დარბევაზე, ფუნდამენტური...

დაწვრილებითDetails

“გვაქვს მოლოდინები, რომ ეს პარაზიტები ერთხელ და სამუდამოდ აიკრძალებიან” – ირაკლი ჭეიშვილი 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის შესახებ სარჩელზე

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
“არ გამოვრიცხავ, რომ რაღაცები შეიმუშაონ, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფრისთვის მზად ვართ”- ირაკლი ჭეიშვილი
მთავარი

ორშაბათიდან საკონსტიტუციო სასამართლო კონსტიტუციური სარჩელის განხილვას გააგრძელებს. 5 ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საქმეზე მსჯელობა კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართება. მოსამართლეთა პლენუმი კითხვებს დაუსვამს მოპასუხე და მოსარჩელე მხარეებს. მმართველი პარტია "ნაციონალური მოძრაობის," "დროას," "ახალის,"...

დაწვრილებითDetails

ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ცეცხლოვანი თხის წელი 60 წელიწადში ერთხელ მეორდება – რას გვიმზადებს 2027 წელი
მთავარი

2027 წელი აღმოსავლური კალენდრის მიხედვით თხის, უფრო ზუსტად კი ცეცხლოვანი თხის წელია. ჩინური ტრადიციის თანახმად, ეს სიმბოლო სიკეთესთან, სიმშვიდესთან, შემოქმედებითობასა და შინაგან ძალასთან ასოცირდება. მომდევნო თხის წელი კი 2027 წლის...

დაწვრილებითDetails

ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ლოცვა, რომელიც დღეს, დიმიტრის შაბათს უნდა წაიკითხოთ
მთავარი

დიმიტრის შაბათი. მიცვალებულთა ხსენება. 7 ნოემბერი (25 ოქტომბერი ) ლოცვა გარდაცვლილი ქრისტიანისათვის მოიხსენე, უფალო ღმერთო ჩვენო, სავანეთა მათ საუკუნეთა რწმენითა და სასოებითა შენითა აღსრულებული მონაი (მხევალი) შენი (სახელი) და ვითარცა...

დაწვრილებითDetails

სპეციალური პენიტენციური სამსახური ირაკლი ღარიბაშვილთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
მადლობა ღმერთს,  არ გვქონია ომი და ვახერხებთ ამ ოკუპაციის პირობებში შევინარჩუნოთ მშვიდობა- ირაკლი ღარიბაშვილი
მთავარი

სპეციალური პენიტენციური სამსახური კატეგორიულად უარყოფს მსჯავრდებულ ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატის ბრალდებას, თითქოს მისი დაცვის ქვეშ მყოფი პაემნის უფლებით ვერ სარგებლობს. საკითხის კომენტირებისას პენიტენციურ სამსახურში განმარტავენ, რომ დახურული ტიპის დაწესებულების (რომელშიც განთავსებულია...

დაწვრილებითDetails

„ეს ნივთები იწვევს სიმძიმეს და დეპრესიას…“ – გოგა მანიას გაფრთხილება

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
ვრცელდება გოგა მანიას ახალი წინასწარმეტყველება
მთავარი

ჩვენი სიმშვიდისა და ბედნიერებისთვის მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, რა გვიქმნის სახლში უსიამოვნო გარემოს და გვართმევს დადებით განწყობას. გოგა მანია ასახელებს ნივთებს, რომელთა სახლში შენახვასაც არ არის კარგი. 10 ნივთი, რომელთა მოშორებაც სასურველია...

დაწვრილებითDetails

2027 წლიდან ხელფასები იზრდება! – ვის შეეხება ცვლილებები

by მეგა TV
ნოემბერი 7, 2026
0
გაიზარდა იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც  9 600 ლარს ან მეტ თვიურ ხელფასს იღებდნენ – pmcg
მთავარი

საჯარო სკოლის კლასის დამრიგებლის დანამატი სექტემბრიდან უნდა გაორმაგდეს. ინფორმაცია ამის შესახებ 2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის გადამუშავებულ ვერსიაშია მოცემული. საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი მეორე მოსმენით განხილვისთვის. საქართველოს ფინანსთა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"