,,უხ!!
შენ გენაცვალე, ჩემო, ნიკოფსიიდან დარუბანდამდე განათლებულო ერო!
შენ გენაცვალე, აი, მაგ ადამიანურობაში, სიყვარულში, კაცთმოყვარეობასა და ემპათიაში!
შენს ჭირისუფლად დგომას ვენაცვალე, დამწუხრებული სახით, ყოველ გარდაცვლილზე!
მაინც, რანაირი, ფარისევლური გლოვა იცი!
შენ გენაცვალე , ქვეყნის მომავალზე ფიქრში-
ონლაინ გაკვეთილების შემდეგ, ტელეფონ ჩაციებულ და ტელევიზორს მიჯაჭვულ თაობაში!
შენ გენაცვალე,მშიერ პენსიონერებში!
შენ გენაცვალე, ემიგრანტებში, ლუკმა-პურს რომ არ აკლებენ, თავიანთ, ა უცრელ ქმარ -შვილს!
რად უნდათ სამუშაო ადგილები?! სკოლა,ბაღი! პირდაპირ აკადემიკოსებად ვიბადებით გაბრწყინებულ იბერიაში!
უხ, რამდენი მინდა კიდევ დავწერო!
შენ გენაცვალე , რააა!
ეგრე გააგრძელე, არ დაიკლო მკვდარი ,ქელეხი, ორმოცი….
წლისთავებზეც, ვიზამთ რამეს!!!” – წერს სოციალურ ქსელში ექიმი ანი ქავთარაძე.