LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
შენს საზიდარსაც მე ვზიდავ ერთხანს, მერე თავადაც შემეხიდები – მამის ემოციური წერილი ახალდაბადებულ შვილს

Father working on his laptop while his newborn baby girl sleeps on his shoulder

შენს საზიდარსაც მე ვზიდავ ერთხანს, მერე თავადაც შემეხიდები – მამის ემოციური წერილი ახალდაბადებულ შვილს

დაპოსტა 2020/09/10-ში
A A
718
ნახვა
გაზიარება

“შენს საზიდარსაც მე ვზიდავ ერთხანს, მერე თავადაც შემეხიდები” – ამ სიტყვებს ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი მანუჩარ პირველი თავის ახალდაბადებულ კესანეს წერს:

“მეგა ტვ” შვილისთვის მიძღვნილ პოსტს უცვლელად გთავაზოვთ:

კესანე!

თავადაც არ მჯერა, ახლა ამ წერილს რომ შენ გწერ.
დღეს სახლში მოხვალ, სიცოცხლით და სიხარულით აავსებ ჩვენს ნავსაყუდარს.

რომ იცოდე შენამდე რა დიდი გზა გამოვიარეთ?!
და წინ რამდენი სიხარული გვაქვს ერთად გასავლელი?!
რამდენი სირთულე ცხოვრებისეული გზისა, რამდენი სიიოლეც?
ამას და ამის იქით უამრავ თავგადასავალს –
ვიცხოვრებთ და ვნახავთ,
ვნახავთ და მოვესწრებით.

შენ მოდიხარ და მე ფართოდ უნდა გაგიღო არათუ სახლის, უპირველესად გულის-კარი და მისი ოქროს გასაღები შენ ჩაგაბარო, რადგან ამიერიდან შენ იქნები ჩემი ფიქრებისა და მოღვაწეობის შთაგონება.

შენ მოდიხარ და მე კარს გიღებ.
ოღონდაც… გალაკტიონი რომ ამბობს:
„მე შენს სიყვარულს ვზოგავ,
ზოგავს ნარინჯებს ქარი.
ბაღში რომ შეხვალ, გოგოვ,
ღია არ დაგრჩეს კარი“.

ჩვენ ერთად – დიდხანს და დიდხანს ვივლით ამქვეყნიურ გზა-შარაზე, – შენ შემისწავლი მე, მე კი შენ გაგზრდი. შენ შემოიტან ჩემში შენს მისწრაფებებსა და სურვილებს. მე შევეცდები, თვალი გავუსწორო მათ და შეძლებისდაგვარად დაგიკმაყოფილო ბავშვური მოთხოვნები; შენ დაამკვიდრებ ჩემში შენი თაობის სიახლეებს, მე კვალდაკვალ გამოგყვები, რათა თვალი გავუსწორო და არ ჩამოვრჩე თანამედროვეობას.

შენ ჩემს იმედად იქნები, რადგან მტკიცე ზურგი ვიქნები შენთვის – ჩემი წარსულით, და მეხამრიდად ვიქცევი შენთვის ყოველ სავალზე…
ასე ვისულდგმულებთ ერთმანეთით: მე – შენთვის, შენ – ჩემთან ერთად; და გაგრძელდება ეს ისე დიდხანს, ისე დიდხანს, რომ სხვა განზომილებაში გადანაცვლების შემდეგაც შენს მფარველად ვილივლივებ – ისევ შენს გარშემო.

მამა, იცოდე, ცხოვრება დიდი და გასაოცარი ზმანებაა, რომელსაც ადამიანი იყენებს იმისთვის, რათა სულმა სისპეტაკე შეინარჩუნოს. ამისკენ არის განხრილი საკაცობრიო ყველა რელიგია, ფილოსოფიური სწავლება, მეცნიერებათა უმრავლესობები, მსოფლიო კულტურა და ხელოვნებაც ამაზეა დაფუძნებული, – არ იქმნება არც ერთი შედევრი, სადაც სულის განსპეტაკების თავისებური გზა არ იყოს წარმოჩენილი.

გონიერებაა საჭირო და ალბათ, ხედვის გამჭრიახობაც, რათა აღიქვა ეს მშვენიერება.
არ უნდა შეგეშალოს – ეს მშვენიერება შეიძლება უდიდეს სიმახინჯეშიც იმალებოდეს, – მსგავსად კვაზიმოდოსი, – ასეთ პარადოქსებსაც გვიწყობს ცხოვრება, იქ სადაც შენ შემოდიხარ.

თვალის ცთომილების გამო არ უნდა განიგდო შენგან სულით სპეტაკი. ეს არც იმას ნიშნავს, რომ „ათასეული და ბევრეული“ ქვეყნიური შლამი შენს გულში დაავანო და შეივსო მათით შენი ცხოვრება, – ყურადღება ყველას მიმართ გამოიჩინე, გადამეტებული არაფერი ვარგა, თვით სიკეთეც კი.

აი, წიგნს რომ წაიკითხავ – კარგსაც და ცუდსაც, – მათში ბევრი რამ სასარგებლოც ეწერება და უსარგებლოც. ამას შინაგანი ინტუიცია გიკარნახებს. ჩემი გამოცდილებიდან ვიცი, რომ წიგნიდან – ცხოვრებაში გამოსული – წიგნის კანონებით ვეღარ იცხოვრებ. ის სხვა სამყაროა, ვირტუალური და ირრეალური, სადაც ავტორი ბევრ რამეს გკარნახობს, ზოგჯერ თავისსავე წამოწყებული თამაშის წესებს გამორჩილებს, იმისკენ მიგაპყრობინებს ყურადღებას, რასაც სხვა შემთხვევაში არც და ვერც შეამჩნევდი.

ეს კარგიცაა და სახიფათოც ერთდროულად, რადგან რეალობაში დაბრუნებული დამოუკიდებლად მოაზროვნე პიროვნებად ბრუნდები, – თუ აქამომდე არ ყოფილხარ, წიგნის წაკითხვის შემდეგ უთუოდ დამოუკიდებლად მოაზროვნე ხდები.

აქ არავინ გიკარნახებს კვაზიმოდო ვარ და შემხედეო, ან აპოლონი ვარ და შემიყვარეო, რომეოდ მოსულთან შენ ჯულიეტად ვერ გადაიქცევი, ეს შენი პირადი ცხოვრებაა, და ამიტომ… ცხოვრება დამოუკიდებელი აზროვნების პროდუქტია, – როგორც იაზროვნებ, ისე იცხოვრებ, – ეს არაა თეორემა, რომელსაც დამტკიცება სჭირდება; არც აქსიომაა, რომელიც ბრმად, დამტკიცებულად უნდა მიიღო, – სადაც მონობაცაა და დამოუკიდებლობაც, რომელთაგანაც ერთ-ერთი უნდა აირჩიო ცხოვრების წესად.

მართალი გითხრა, ცხოვრებისეული გამოცდილება, და ასე ვთქვათ, ბიოგრაფიული ხიბლი ორთავეგანაა – დამოუკიდებლობაშიც და დამოკიდებულებაშიც.
ვერაფერს გირჩევ ამ მხრივ, – რადგან ვიცი, მონა-მორჩილი დიოგენე გაცილებით უფრო დიდი თავისუფალი პიროვნება იყო, ვიდრე მისი მესაკუთრენი.

ჭეშმარიტებისთვის ხალხი სიცოცხლეს სწირავდა და ჯორდანო ბრუნოსავით კოცონზე მიდიოდა. ამიტომ არაფერს გეტყვი ჭეშმარიტებაზე ამ ეპისტოლეში, ამისკენ თავად უნდა ისწრაფო. მთავარია, არსებულ მოცემულობას როგორ გამოიყენებ და ამ გამოყენებით რა სარგებლობის მიცემას შეძლებ ახლობლებისთვის, მეგობრებისთვის, სულაც უცხოთათვის, სამშობლოსათვის და სამყაროსათვის.

იცოდე, სიცოცხლე მოკლეა და ამიტომ უნდა შევეცადოთ იმ სულის სისპეტაკით, თავში რომ გესაუბრე, დავაგრძელოთ წუთიერ-სოფელი.

მე ახლა შორეულ წარსულსაც ვუყურებ და შორეულ მომავალსაც, რადგან აქ ვდგავარ და შენ გელოდები; არა იმისთვის, რომ გავერთო შენი თოთოობით, – არამედ იმისთვის, რომ ვიტვირთოთ მეც და შენც მამა-შვილობის მადლი.

შენ ჯერ პატარა ხარ საამისოდ, შენს საზიდარსაც მე ვზიდავ ერთხანს, მერე თავადაც შემეხიდები ამ საზიდარის ტარებაში. მერწმუნე, მძიმეცაა იგი და მსუბუქიც ერთდროულად.
მძიმე რომაა, იმიტომაა მსუბუქი;
და მსუბუქი იმიტომაა, რომ ეს შენთვისაა, – შენ გეკუთვნის.

ეს საგანგებო წერილია შენთვის, ალბათ 20 წლის რომ გახდები, მაშინ რომ წაიკითხავ. მასში ვერ ნახავ სადღეისოდ და სახვალიოდ ამოსახსნელ ყოფით თავსატეხებს. არსებითად არაფერს მოგწერ, არ დაგიმძიმებ ცხოვრებას, ისედაც მოგიწევს მომავალში სირთულეებისა და სიძნელეების ზიდვა და ატანა.

ეს საგანგებო წერილია შენთვის, სადაც ის დილემებია, რომელშიც ყველა ადამიანი – სვებედნიერიც და უიღბლოც – ხვდება და ყველა თავისებურად იგნებს გზას ამ ლაბირინთში.

ეს წერილი არც გზის მაჩვენებელია, – მასში ამოიკითხავ მხოლოდ იმას, რაც შეიძლება დაინახო ქვეყანაზე და ზოგი რამ, არც უნდა გაიკვირვო.

არის ხოლმე, წერილებზე პასუხებსაც სცემენ… ყოველ შემთხვევაში, ადრეულ საუკუნეებში და ჩემს ბავშვობაშიც ადამიანთა ურთიერთობის ერთ-ერთ აპრობირებულ საშუალებად ასეთი ეპისტოლეებიც ითვლებოდა.
მე არ გთხოვ ამ წერილზე პასუხს, ის არაა დაწერილი იმისათვის, რომ ჩემს მოსაზრებებზე შენი პასუხი მოვისმინო, – ეს ხომ სიმბოლური ხასიათის უსტარია.

შენი ცხოვრების მართლზომიერი წესი იქნება ამის უპირველესი პასუხი… და თუ მაინც მოისურვებ პასუხის გაცემას, მე არც დაგიშლი და ვერც დაგიშლი. უბრალოდ, ჩავთვლი, რომ შენ ქვეყნიური სიბრძნის დიდი წილი ათვისებული გაქვს, ამიტომ შენს პასუხში, წინდაწინ ვიცი, რაც იქნება – იდეათა ჭიდილი იქნება – შენი გზავნილი მომავლიდან.

თუ ცოცხალთა შორის ვიქნები, სულმოუთქმელად წავიკითხავ, დავიზეპირებ კიდეც, რამდენადაც გონება და მახსოვრობა გამიშვებს და ვინძლო, პასუხიც გაგცე, თორემ სხვა შემთხვევაში – შენს წერილს წვიმად დავეპკურები და გაგინათებ გონებას, რათა გაგიიოლდეს წერა.

გამორჩეულს ვერაფერს გეუბნები, ჩემო გოგონა, გამორჩეულად კი გეტყვი… დიდი იმედი მაქვს, შენთვის ეს წერილი ზუსტად ისეთი საკრალური ძალისა და მნიშვნელობისა იქნება, როგორც სახსოვარი, სათუთად რომ ინახავენ ადამიანები გულშიც და სანუკვარ ნივთიერ საგნად აქცევენ დროთა განმავლობაში, ზოგისთვის სამუზეუმო ექსპონატის ტოლ-ფასი ხიბლი რომა აქვს.

ჯერ მხოლოდ შენ მყავხარ მხედველობაში და შენს უკან, მთელი შენი თაობა, ვისთან ერთადაც იცხოვრებ ერთდროულად და პარალელურად, ჩამოყალიბდებით პიროვნებებად. ალბათ, შენი ცხოვრებისეული თანამგზავრისთვისაც ისეთივე ყურადსაღები იქნება, როგორც შენთვის, მარტო ყურადსაღები კი არა, – სისხლხორცეულად მახლობელი.

ერთს კი გეტყვი არა თავის შესაცოდებლად, არამედ დასამახსოვრებელ კანონად ჭეშმარიტების გზაზე სავალად:
არასოდეს ენდო თვალს, – რომელიც უყურებს და არ ხედავს;
არც გონებას, – რომელიც განსჯის და არ განჭვრეტს.
მაგალითი?
კეთილი! არასოდეს ჩათვალო არითმეტიკა აბსოლუტურ ჭეშმარიტებად, – რატომ? იმიტომ, რომ ერთს რომ ერთი დავუმატოთ, ყოველთვის ორი არაა.

ჩემს შემთხვევაში ის ხუთის ტოლია. თვალი კი უყურებს და თითები ითვლიან სხვანაირად, მაგრამ მეც შემომხედე… ეს კიდევ არაფერი – ცხოვრების უკუღმართობამ იმ ხუთს საყრდენი გამოაკლო და ღმერთმა მაინც არ გაგვწირა, – მაინც ხუთნი დავრჩით.

აი, განსჯისა და განჭვრეტის, ყურებისა და ხედვის ცოცხალი და უტყუარი მაგალითი. ჩემი ცხოვრების ამ დრამის შესახებ მხოლოდ იმისათვის გავამახვილე შენი ყურადღება, რომ გახსოვდეს ისტორიის კეთილად შემოტრიალებული ფურცელი.
ჩვენ გაგვიმართლა!

ამიტომ უნდა გქონდეს ღვთის მოწიწება და რიდი. მე და ჩემი და-ძმები, ობლები, დიდი დედის მფარველობით გავიზარდეთ და მან თავისი მადლიანი კალთა დაბადების პირველივე წუთებიდან დაობლებულ სამივე ძმას გადმოგვაფარა.

შენც პირი იბრუნე ღვთისკენ და იმ ყვავილივით ევედრე ღმერთს, შენ რომ სახელი დაგარქვით და მთელი შეგნებით ყოველი გათენებული დღისთვის მადლობა გადაუხადე დამბადებელს, – კესანე!

როცა ღმერთს ყველა მცენარესთვის სახელი უწოდებია, ერთი პაწაწინა, ლურჯი მზისგულა უსახელო ყვავილი ატირებულა: არ დამივიწყო უფალოო!
მაშინ უფალს უთქვამს მისთვის: “სწორედ ეგ იქნება შენი სახელიო”.
ახლა ამ ყვავილს ყველა ენაზე “არ დამივიწყო” ჰქვია. ჩვენში – კესანე!

„არ დამივიწყო“ კი არა,
შენ არ დაივიწყო უფალი, კესანე!

შენი მამიკო,
მანუჩარ პირველი.
2020 წლის 10 სექტემბერი.

მანუჩარ პირველი

გაზიარება306

დაკავშირებული -პოსტები

აზერბაიჯანში ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
მთავარი

აზერბაიჯანში, საბაგიროზე მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.   შაქის რაიონში, დასასვენებელ ზონაში, საბაგიროს გაწყვეტის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა.   დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქე უჯალ ბაირამოვია. 27 წლის კაცი ბოლნისის...

დაწვრილებითDetails

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა
მთავარი

ამერიკაში ქართველი ემიგრანტი გიორგი ფაჩუაშვილი გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება. „დიდი მწუხარებით ვემშვიდობებით ემიგრაციაში კიდევ ერთ ქართველ ახალგაზრდას ზაურ (გიორგი) ფაჩუაშვილს— კეთილ, გულწრფელ და სანდო ადამიანს, კარგ შვილს, კარგ...

დაწვრილებითDetails

იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
იოანე ნათლისმცემლის თავის ქალას უცნობი ისტორია, რომელიც მორწმუნეებმა უნდა იცოდნენ
მთავარი

მართლმადიდებლური სამყარო იოანე ნათლისმცემლის თავის კვეთის დღეს ახალი სტილით 11 სექტემბერს (ძვ. სტილით 29 აგვისტოს) აღნიშნავს. ქრისტიანები ამ დღეს მარხულობენ. ტაძრებში კი წირვა-ლოცვა აღევლინება.   უფალმა იოანე ნათლისმცემლის ხელიდან მიიღო...

დაწვრილებითDetails

10 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

ვერძი   აქტიური დღე გელით. სამსახურში შესაძლოა ახალი შესაძლებლობა გამოჩნდეს. ემოციების ფონზე ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს მოერიდეთ.   კურო   ფინანსურ საკითხებში სიფრთხილე გამოიჩინეთ. კარგი დღეა სამომავლო გეგმების დასაწყობად და ახლობლებთან მნიშვნელოვანი...

დაწვრილებითDetails

10 სექტემბრის ამინდის პროგნოზი

by მეგა TV
სექტემბერი 10, 2026
0
სამი დღის განმავლობაში ტემპერატურა 16 გრადუსამდე მოიმატებს
მთავარი

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, დღეს ამინდი საქართველოში განპირობებული იქნება სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ჰაერის მასებით. საქართველოში მოსალოდნელია: დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. იქროლებს აღმოსავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი. დასავლეთ საქართველოში - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანასტასია ამაღლობელი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანასტასია ამაღლობელი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე  წარსდგა
მთავარი

ქუთაისის პირველი სამუსიკო სკოლის წარმატებული მოსწავლე ანასტასია ამაღლობელი წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე წარსდგა. "წინანდალი - მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი 2026 მ. ბალანჩივაძის სახელობის №1 სამუსიკო სკოლა ტრადიციისამებრ მოწოდების სიმაღლეზეა. წინანდლის საერთაშორისო ფესტივალზე...

დაწვრილებითDetails

ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ჩავარდა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ბათუმიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი რიზესთან ზღვაში ჩავარდა
მთავარი

ბათუმის აეროპორტიდან აფრენილი მცირე ზომის თვითმფრინავი, რიზესთან ახლოს, ზღვაში ჩავარდა. ინფორმაციას ამის შესახებ თურქული მედია ავრცელებს. შემთხვევა დღეს, 9 სექტემბერს მოხდა. ბორტზე ორი მგზავრი იმყოფებოდა. თურქმა მაშველებმა ორივეს გადარჩენა მოახერხეს....

დაწვრილებითDetails

ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდა დაბრუნდა – თანხის ნაწილი კი უკან გიბრუნდებათ

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
ექნებათ თუ არა შეღავათი პენსიონერებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში
მთავარი

8 სექტემბრიდან, ქუთაისის მუნიციპალურ ტრანსპორტში თიბისის ბარათებით გადახდის შემთხვევაში 50% უკან დაგიბრუნდებათ ულიმიტოდ თანხა ყოველი გადახდისას მომენტალურად დაგიბრუნდება რა უნდა იცოდე შეთავაზება ვრცელდება ქალაქ ქუთაისში მოძრავ მიკროავტობუსებსა და ავტობუსებში გადახდისას;...

დაწვრილებითDetails

იღბლიანი პერიოდი იწყება – ასტროლოგებმა 3 მთავარი ფავორიტი დაასახელეს

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

2026 წლის 8 სექტემბრიდან ზოდიაქოს სამი ნიშნისთვის იღბლიანი ეტაპი დაიწყო. ასტროლოგების პროგნოზით, ამ ნიშნის წარმომადგენლებს მნიშვნელოვანი და ბედნიერების მომტანი ცვლილებები ელოდებათ. 8 სექტემბრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენა ვენერასა და ჩრდილოეთ...

დაწვრილებითDetails

6 ნივთი რომ სიმშვიდემ და ბედნიერებამ დაისადგუროს – რას ამბობდა ვანგა

by მეგა TV
სექტემბერი 9, 2026
0
6 ნივთი რომ სიმშვიდემ და ბედნიერებამ დაისადგუროს – რას ამბობდა ვანგა
მთავარი

ცნობილმა ბულგარელმა წინასწარმეტყველმა არა მხოლოდ მომავალი იწინასწარმეტყველა, არამედ აწმყოში სირთულეების გამკლავებისთვის ადამიანებს პრაქტიკული რჩევებიც დაუტოვა. ვანგა ამბობდა, თუ რწმენა ძლიერია, მაშინ გარკვეული საგნები დაგეხმარებათ მშვიდობის, კომფორტისა და წონასწორობის დამყარებაში. ვანგა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"