ქუთაისში, ჭავჭავაძის გამზირზე მომხდარი სროლის შედეგად დაჭრილი მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
ის გუშინ ერთ-ერთ ობიექტზე მუშაობდა, რა დროსაც ბრმა ტყვია მოხვდა. შუა ხნის მამაკაცი “ჯეოჰოსპიტალსის” საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.
ექიმის თქმით, მას ჭრილობა ფეხის არეში აქვს მიყენებული, მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
“შემოიყვანეს საშუალო ასაკის მამაკაცი, ფეხის ჭრილობით, ჩაუტარდა ქირურგიული დამუშავება, მდგომაროება სტაბილურია, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მალე დატოვებს კლინიკას”, -აცხადებენ კლინიკაში.
შეგახსენებთ, სროლა იყო გუშინ ქუთაისში. დაპირისპირება ღამის საათებში ჭავჭავაძისა და ნინოშვილის ქუჩების კვეთაზე მოხდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 236-ე და 117-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალდებული დაკავებული არაა.
Newpress.ge