LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
საქართველოში შიდაგავრცელების დაწყებიდან დღეში 20 შემთხვევაზე მეტი არ ყოფილა – თენგიზ ცერცვაძე

შეიძლება, საქართველოში ის სცენარი განმეორდეს, რაც დღეს ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაში გვაქვს – თენგიზ ცერცვაძე

დაპოსტა 2020/04/18-ში
A A
223
ნახვა
გაზიარება

უახლოეს ორ დღეში, ამ დიდ რელიგიურ დღესასწულთან დაკავშირებით, თუ დავარღვევთ შეზღუდვებს, არ მინდა ასე მოხდეს, მაგრამ შეიძლება, საქართველოში ის სცენარი განმეორდეს, რაც დღეს ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაში გვაქვს , – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

წამყვანის კითხვაზე, კორონავირუსთან ბრძოლაში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგი შეიძლება თუ არა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს, ან წყალში ჩაიყაროს, ცერცვაძემ უპასუხა, რომ ეს ასე მოხდება, თუკი საზოგადოება მკაცრი შეზღუდვების შესრულებას საჭიროდ არ ჩათვლის.

„კითხვის ნიშნის ქვეშ ეს შედეგი არ დადგება, მაგრამ მომავალში, რომ ცუდი შედეგი შეიძლება დაიდოს, რა თქმა უნდა, ეს კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს იმას, რასაც ჩვენ აქამდე მივაღწიეთ. წყალში ბოლომდე გადაყრილი არაფერია, მაგრამ შეიძლება მაინც ჩაითვალოს წყალში ჩაყრილად ერთადერთ შემთხვევაში, თუ ჩვენ ამ შედეგებით გავთამამდებით; თუ ჩავთვლით, რომ არ არის საჭირო იმ მკაცრი ზომების და საკმაოდ მკაცრი შეზღუდვების შესრულება, რომელიც ჯანდაცვის სისტემის რეკომენდაციით მთავრობამ დააწესა. უახლოეს ამ ორ დღეში, ამ დიდ რელიგიურ დღესასწულთან დაკავშირებით, თუნდაც, ამ მიზეზით თუ დავარღვევთ ამ შეზღუდვებს, არ მინდა ასე მოხდეს, მაგრამ მაშინ შეიძლება საქართველოში ის სცენარი გამეორდეს, რაც დღეს ევროპის ყველა წამყვან ქვეყანაში გვაქვს. ეს არ უნდა მოხდეს, მაშინ დადგება ყველაფერი კითხვის ნიშნის ქვეშ და მაშინ ჩაითვლება წყალში ჩაყრილად. ეს არ უნდა დავუშვათ. ჩვენს მონაპოვარს, რომელიც ამდენი მოთმინებით, ერთმანეთზე ზრუნვით, კვალიფიციური მიდგომით და სწორი საპასუხო ზომებით მივაღწიეთ, უნდა გავუფრთხილდეთ“, – განაცხადა ცერცვაძემ.

ტელეწამყვანის კითხვაზე, რამდენი პაციენტის შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ჯანდაცვის სისტმა კრიტიკულ ზღვარზე, თენგიზ ცერცვაძე პასუხობს, რომ ამის განსაზღვრა წინასწარ შეუძლებელია. თუმცა, დასძენს, რომ ეს 1000 პაციენტის შემთხვევაში არ მოხდება.

„ამას ზუსტად ვერავინ გეტყვით, ეს დროში და პრაქტიკაში უნდა გამოიცადოს. გულწრფელი არ იქნება, ვინც გეტყვით, რომ ეს შეიძლება მოხდეს 3000-2000 პაციენტის შემთხვევაში. ფაქტი ერთია, სადღაც 1000 პაციენტამდე ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, აი, 1000-ის ზემოთ როდის მოხდება, 2000-3000 თუ 4000-ის შემთხვევაში, ამას ზუსტად ვერავინ გეტყვით, რადგან ეს კარგად აწყობილი სისტემა, რომელიც დღეს საქართველოში მუშაობს, არავის გამოუცდია, არ ყოფილა საშუალება, რომ საქმეში გამოეცადათ, თუ რა დატვირთვებს გაუძლებდა ეს სისტემა. ეს დაახლოებით, იგივეა, იკითხოთ, რა სიჩქარის განვითარებას გაუძლებს თვითმფრინავი, ან ავტომანქანა ისე, რომ არ დაიშალოს“, – განაცხადა ცერცვაძემ.

გაზიარება123

დაკავშირებული -პოსტები

104 წლის ასაკში ცნობილი ჭიათურელი მეცნიერი ელენე აბაშიძე გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 28, 2026
0
ვინ არის ჭიათურელი ქალბატონი რომელიც „მსოფლიოს ასი ყველაზე საინტერესო ადამიანის“ სიაშია შეყვანილი
მთავარი

104 წლის ასაკში ცნობილი ჭიათურელი მეცნიერი, გეოლოგია-მინერალოგიის მეცნიერებათა დოქტორი ელენე აბაშიძე გარდაიცვალა. ელენე აბაშიძე 1922 წელს ჭიათურაში დაიბადა. ელენე აბაშიძე არის 540 სამეცნიერო ნაშრომისა და 13 200 ექსპერიმენტის ავტორი. მან...

დაწვრილებითDetails

ზესტაფონში პოლიციელებს თავს დაესხნენ

by მეგა TV
ივნისი 28, 2026
0
“მეზობლებს ხშირად ესმოდათ კივილისა და ბავშვის ტირილის ხმა…” – დააკავეს ქალი, რომელმაც 6 წლის შვილს თავი მოკვეთა (უცხოეთი)
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, პოლიციელებზე თავდასხმის ბრალდებით იმერეთში ერთი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 26 ივნისს, ზესტაფონში, სამართალდამცველებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, ასევე მათ...

დაწვრილებითDetails

ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა
მთავარი

ამ წუთებში, თბილისში, ერისთავის ქუჩაზე ცეცხლმოკიდებული სამარშრუტო ტაქსი ბენზინგასამართ სადგურზე შევარდა - ინფორმაციას და ფოტოს გამოცემა “გურია ნიუსი” ავრცელებს. ადგილზე რამდენიმე სახანძრო-სამაშველო ბრიგადაა მობილიზებული.  ჯერ-ჯერობით უცნობია შემთხვევის მიზეზი. წინასწარი ინფორმაციით,...

დაწვრილებითDetails

„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
„სიტყვები უძლურია იმ ტკივილის გადმოსაცემად…” -16 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მთავარი

სოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. გორში 16 წლის ვიკა არუთინიანი გარდიაცვალა. როგორც გარდაცვლილი გოგონას ახლობლები ამბობენ, მოზარდს დენმა დაარტყა. „დღეს კიდევ ერთი უმძიმესი ამბავი გავიგეთ, კარგი სიახლე ხომ ძალიან იშვიათი გახდა....

დაწვრილებითDetails

„გოგო ლამის სისხლისგან დაიცალა…სად გაიქეცი, როგორ არ მობრუნდი“ -ძაღლმა ქალი დაკბინა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

ვარკეთილში პიტბულმა ქალი დაკბინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია 26 ივნისს, სოციალურ ქსელში მოქალაქე მაკა ქობალიამ გაავრცელა: „ვარკეთილის მეოთხე მიკროში, 414-ის ეზოში, პიტბულის პატრონო, ილოცე, რომ ჩემი მეგობარი კარგად იყოს და მშვიდობით...

დაწვრილებითDetails

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
თოვლი, ძლიერი ქარი, შტორმი- სინოპტიკოსები ამინდის გაუარესებას პროგნოზირებენ
ამინდი

სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოში 26 ივნისიდან 28 ივნისის დილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი, დასავლეთ საქართველოს უმეტეს ტერიტორიაზე და აღმოსავლეთ საქართველოს მთიან რაიონებში ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი და ქარის გაძლიერება გარემოს ეროვნული სააგენტოს...

დაწვრილებითDetails

სენკში სტიქიას ებრძვიან

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სენკში სტიქიას ებრძვიან
მთავარი

სენკში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ ქალაქში მძიმე პრობლემები შექმნა, როგორც ადგილობრივები აცხადებენ, დაიტბორა საცხოვრებელი სახლებიც. სენაკის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, სტიქიის  ზონაში პირველივე წუთებიდან მუშაობენ შესაბამისი სამსახურები. მათივე ცნობით,...

დაწვრილებითDetails

ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს
მთავარი

89 წლის ასაკში გარდაიცვალა ანსამბლ „ორერას“ სოლისტი და ხელმძღვანელი გენო ნადირაშვილი. ანსამბლი „ორერა“ სამძიმრის წერილს აქვეყნებს. „ლეგენდარული გენო ნადირაშვილიც წავიდა პაწაწინა საქართველოდან დიად ზეციერ საქართველოში ტკივილია მისი წასვლა, მაგრამკვე იყო...

დაწვრილებითDetails

ქვეითს მანქანა დაეჯახა

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
მტკვრიდან არასრულწლოვნის ცხედარი ამოიყვანეს
მთავარი

გურჯაანის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას 70 წლამდე ასაკის ქალი ემსხვერპლა. შემთხვევა სოფელ ჩალაუბანთან მოხდა. სამარშრუტო ტაქსიდან გადასული ქალი ცენტრალურ მაგისტრალს კვეთდა, რა დროსაც მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა. მიღებული დაზიანებების შედეგად, ქვეითი ადგილზე...

დაწვრილებითDetails

საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით უცხო ქვეყნის სამი მოქალაქე დააკავეს

by მეგა TV
ივნისი 27, 2026
0
სოფელ ახალშენში ჯარისკაცი გარდაცვლილი იპოვეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის საზღვრის მართვისა და კოორდინირების მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ბრალდებით სხვადასხვა დროს ქუვეითის ორი და ირანის ერთი მოქალაქე დააკავეს. სამართალდამცველებმა...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"