LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
“შაქარაშვილს ბლაგვი საგნით დარტყმა აქვს მიყენებული” – ამან უფრო გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა – ადვოკატი

“შაქარაშვილს ბლაგვი საგნით დარტყმა აქვს მიყენებული” – ამან უფრო გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა – ადვოკატი

დაპოსტა 2020/06/30-ში
A A
442
ნახვა
გაზიარება

19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეში დაზარალებულის სტატუსის მქონე ვახო ახვლედიანის ადვოკატი, მზია ქასრაშვილი საქმის დეტალებზე საუბრობს და ვარაუდობს, რომ შესაძლოა, გიორგი შაქარაშვილი მართლაც მოკლეს.

როგორც მან ჟურნალისტებთან განაცხადა, მისი დაცვის ქვეშ მყოფი განიცდის, რომ გიორგი შაქარაშვილი ვერ გადაარჩინა.

„გუშინ, დამოუკიდებელმა ექსპერტმა ალექსანდრე გეჯაძემ განაცხადა, რომ შაქარაშვილს ბლაგვი საგნით დარტყმა აქვს მიყენებული, რომელიც მუშტს არ ჰგავს, უფრო ძლიერია. ამან უფრო გამიჩინა ეჭვი, რომ ეს არის მკვლელობა. რა თქმა უნდა, ეს ჩემი მოსაზრებაა და არა სხვისი. ამდენ ხანს დარწმუნებული ვიყავი, რომ მას თითქოს ფეხი დაუცდა. ექსპერტიზა რას დაადგენს, მასზეა დამოკიდებული. რაც შეეხება გიორგისა და ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის ურთიერთობას, როდესაც ისინი მეორე ავტომობილის მოსვლის შემდეგ გამორბიან, პირველი მირბის შაქარაშვილი, მეორე მირბის ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი და მესამე, უკან მოსდევთ ამირხანაშილი. გიორგი ძალიან სწრაფი ნაბიჯით და პირდაპირ მიდის. როგორც ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ამბობს, სადაც კი ვნახე, რომ ბეტონის ფილა აღარ იყო, მაშინვე გზა ჩავჭერი, ციცაბო იყო, მაგრამ ამას უკვე მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, უკან არაერთი ადამიანი მოგვდევდა, მძიმე სუნთქვითა და გინებითო. ისინი გამარჯობის სათქმელად არ მოდიოდნენ, ამიტომ, თავიანთი თავის გადასარჩენად ყველაფერი უნდა გაეკეთებინათ. მან ჩაჭრა ციცაბო, გადავიდა მეორე გზაზე, სადაც ხიდია. იქ დღე ვერ ჩავიდოდა, ორი ნაბიჯი რომ გადაედგა, უკვე არაგვში იქნებოდა, მაგრამ კიდევ კარგი, რომ მან ეს არ იცოდა და იქვე ბუჩქებში ჩაჯდა. არ ვიცი, რას ჩავეჭიდეო, პლასტმასის ბოთლები იყო და ამან უფრო გამიიოლა ჩასვლა, ჩავსრიალდიო, თან წინა დღეებში წვიმა იყო და ნიადაგი სველი იყოო. ბუჩქებს მოვკიდე ხელი, რომ მთლად არ გადავარდნილიყავიო. მთლიანად დაკაწრულია, შორტი ეცვა და მთლიანად დაჩხაპნილია, შემოხეული აქვს ყველაფერი ეკლებისა და ბუჩქებისგან, იქ დაახლოებით 30-35 წუთი ვიყავი და მესმოდა ხმები-„სად წახვედით, გამოდით“ და გინებაო. როდესაც გიორგი წინ მირბოდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირის მხედველობის არეალში გიორგი უკვე დაიკარგა და არ იცოდა, სად იყო“, – აცხადებს ადვოკატი.

ადვოკატის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დასახმარებლად თავის მეგობრებს დაურეკა, რომლებმაც ტაქსი გამოგზავნეს.

„მას რომ სცოდნოდა, გიორგი იქვე იყო დამალული, მაშინ აუცილებლად მოძებნიდა, ამასაც ნერვიულობს, რომ მე ის ვერ გადავარჩინეო. არ ვიცოდი, თორემ არ წამოვიდოდი, მთელ ღამეს იქ გავათენებდი და მოვძებნიდიო“, – აცხადებს მზია ქასრაშვილი.

ცნობისთვის, მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შუეფარდა.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, რაც სასამართლომ სრულად გაიზიარა.

ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

პროკურატურამ გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულ 17-ვე პირს ბრალდება წარუდგინა ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

შეგახსენებთ, რომ 19 ივნისს, დაახლოებით 11:00 საათზე, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი საძიებო სამუშაოების შედეგად, მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

გაზიარება258

დაკავშირებული -პოსტები

რამდენ ხანს ინახება ხორცი მაცივარში – რჩევები

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ძროხისა და ქათმის ხორცი გაძვირდა -საქსტატი
მთავარი

ექსპერტების თქმით, ხანგრძლივი შენახვის შემდეგ ხორცი კარგავს როგორც სასარგებლო, ისე გემოვნურ თვისებებს. საყინულე ნამდვილად გვეხმარება პროდუქტების უფრო ხანგრძლივად შენახვაში, ვიდრე მაცივარი. თუმცა მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ ერთი ფაქტი: ყველა პროდუქტს აქვს საკუთარი...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს 1 ნიშანი, რომლისთვისაც ივლისი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი თვე იქნება

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
08/08/2024 მნიშვნელოვანია იყოთ  ფრთხილად. „ნომერი 8 ასოცირდება ფულთან“ – რა უნდა გააკეთოთ დღეს, ბარაქა და იღბალი რომ მოიზიდოთ
მთავარი

2025 წლის ივლისი ქალწულის ნიშნის წარმომადგენლებისათვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდი იქნება. ეს თვე არაერთი საინტერესო მოვლენით დაგამახსოვრდეთ თავს, მოგიტანთ წარმატებას და ამავდროულად, მოგიწოდებთ, რომ საკუთარ პრიორიტეტებს კიდევ ერთხელ გადახედოთ. ქალწულებისათვის ზაფხულის...

დაწვრილებითDetails

საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს
მთავარი

ერთიანი ეროვნული გამოცდების საგამოცდო პროცესში აბიტურიენტი მსჯავრდებულები ჩაერთნენ. წელს საგამოცდო პროცესში 36 ბრალდებული/მსჯავრდებული მონაწილეობს. იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მხარდაჭერით, პენიტენციურ დაწესებულებებში შექმნილია ყველა საჭირო პირობა უმაღლესი განათლების მისაღებად....

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ეს 3 ნიშანი ზაფხულის დასრულებამდე მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწევს

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
რომელია თქვენი ბედნიერების ფერი? – გაიგეთ თქვენი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
მთავარი

2025 წლის ივლისი და აგვისტო არაერთი მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენით იქნება დატვირთული. ეს არის დროს, როდესაც ბევრი ადამიანი არსებული პრობლემების მოგვარებას, ახალი პროექტების დაწყებასა და საჭირო ცვლილებების განხორციელებას შეძლებს. ზოდიაქოს ეს...

დაწვრილებითDetails

რომელი პროფესია შეგეფერებათ ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ზოდიაქოს ამ ნიშნებს სიზმარში მომავლის დანახვა შეუძლიათ
მთავარი

ჰოროსკოპი მჭიდროდ უკავშირდება თითოეული ადამიანის უნარებსა და ნიჭს. რა თქმა უნდა, შესაძლებელია ჰოროსკოპის გამოყენება პროფესიის შერჩევის დროს. პროფესიონალმა ასტროლოგებმა ჩაატარეს სტატისტიკური კვლევები და მივიდნენ დასკვნამდე, რომ არსებობს ე.წ. პროფესიების ჰოროსკოპი,...

დაწვრილებითDetails

ზოდიაქოს ერთ ნიშანას ზაფხულში კარიერული წინსვლა და მნიშვნელოვანი წარმატება ელოდება

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
როგორ უნდა მომართოთ მარტის თვის დადებითი ენერგიები თქვენს სასიკეთოდ
მთავარი

7 აგვისტომდე პლანეტა მარსი ზოდიაქოს თითოეულ ნიშანზე განსაკუთრებულ გავლენას მოახდენს. ეს გავლენა კი ყველაზე შესამჩნევი კარიერული თვალსაზრისით იქნება. აღსანიშნავია, რომ პლანეტა მარსი ცოტახნის წინ ქალწულის ნიშანში შევიდა, სადაც 2025 წლის...

დაწვრილებითDetails

იმერეთის თეატრალური ფესტივალის გამარჯვებულები ცნობილია

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
ქუთაისში დღეს, საერთაშორისო ფესტივალი “თეატრალური იმერეთი 2025” იხსნება
კულტურა

იმერეთის თეატრალური ფესტივალის გრანპრი თერჯოლის სახალხო თეატრმა მოიპოვა სპექტაკლისთის "ომის ღმერთი" https://www.youtube.com/watch?v=RgzBUtmafZ8 საერთაშორისო ფესტივალი ,,თეატრალური იმერეთი 2025“ დღეს საზეიმოდ დაიხურა. გამოვლინდნენ სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები. ნომინაცია - საუკეთესო სპექტაკლი-,,ომის ღმერთი’’ რეჟისორი...

დაწვრილებითDetails

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს
მთავარი

საბერძნეთში ქართველი ემიგრანტი, ჯულია თოდუა გარდაიცვალა. 52 წლის ქალი უეცრად ცუდად გახდა, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფს საავადმყოფოში გადაჰყავდა, თუმცა, გზაში გარდაიცვალა. ჯულია თოდუა საბერძნეთში ბოლო ორი წლის განმავლობაში იმყოფებოდა. ჯერჯერობით,...

დაწვრილებითDetails

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა
მთავარი

მაღაროელი ტარიელ მიქაცაძე, რომელიც მე-15 დღეა შიმშილობს, შეუძლოდ გახდა. ამის შესახებ ინფორმაციას ერთ-ერთი მაღაროელი ავრცელებს. მათივე ცნობით, ტარიელ მიქაცაძე სამედიცინო დახმარების გაწევაზე უარს აცხადებს. „დღეს არის უწყვეტი საპროტესტო აქციის 126-ე...

დაწვრილებითDetails

გმირთა მოედანზე ავტომობილი ამობრუნდა

by მეგა TV
ივლისი 3, 2025
0
გმირთა მოედანზე ავტომობილი ამობრუნდა
მთავარი

თბილისში, გმირთა მოედნის გამზირზე, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ამობრუნდა. როგორც ცნობილია შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებული. ვიდეოს "ჩემი ქალაქი მკლავს" ავრცელებს.

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • მთავარი
  • ახალი ამბები
  • ქვიზი
  • ჯგუფი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"