გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 18-19 დეკემბერს დასავლეთ საქართველოს უმეტეს და აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში გაწვიმდება, მაღალმთაში მოთოვს.
სინოპტიკოსების ცნობით, ჰაერის ტემპერატურა დასავლეთ საქართველოში +8, +13 გრადუსამდე დაიკლებს.
20 დეკემბერს შედარებით გამოიდარებს და დათბება, ხოლო 21 დეკემბრიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი.
თბილისში 18-19 დეკემბერს დღის საათებში შესაძლოა მცირე წვიმა აღინიშნოს.
ჰაერის ტემპერატურა +11, +13 გრადუსის ფარგლებში იქნება. 21 დეკემბრიდან დედაქალაქშიც აცივდება.