LIVE TV
  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი
megatv.ge
No Result
View All Result
ახალი ამბები
12+
  • მთავარი
  • ახალი ამბებიNEWS
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები2020
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკაVIDEO
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზიQuiz
No Result
View All Result
megatv.ge
No Result
View All Result
პროკურატურამ პრეზიდენტის მიერ შეწყალებების საქმის გამოძიება დაიწყო

ყინწვისის მონასტრის მღვდელმსახურს ბრალი ოფიციალურად წაუყენეს

დაპოსტა 2020/04/28-ში
A A
84
ნახვა
გაზიარება

ყინწვისის მონასტრის ერთ-ერთ მღვდელმსახურს, რომელიც მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს ბრალი წაუყენეს. ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

„გორის მუნიციპალიტეტის, სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიზე მომხდარ ფაქტზე კ.კ.-ს ბრალდება განზრახ მკვლელობის მცდელობის და ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა, შენახვა, ტარების მუხლებით წარუდგინა.

ჩატარებული გამოძიებით დადგენილია, რომ 2020 წლის 20 აპრილს, საღამოს საათებში, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ რიეთის მიმდებარე ტერიტორიაზე, კ.კ.-მ ცეცხლსასროლი ავტომატური იარაღიდან, რომელიც მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და ინახავდა, ავტომანქანით მოძრავ ს.ჟ.-ს მიმართულებით რამდენიმე გასროლა განახორციელა. შემთხვევის ადგილიდან ს.ჟ.-მ გარიდება შეძლო.

სამართალდამცველებმა კ.კ. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 2020 წლის 27 აპრილს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლით, 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით წარედგინა.

პროკურატურა კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს სასამართლოს ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ინტენსიურად გრძელდება“, – ნათქვამია პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

პოლიციამ განზრახ მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით ყინწვისის მამათა მონასტრის წინამძღვარი დააკავა.

გაზიარება34

დაკავშირებული -პოსტები

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
გეგუთის დაწესებულებაში  პატიმარს, რომელსაც 7 წლის შვილი გარდაეცვალა დაკრძალვაზე არ უშვებენ
მთავარი

ადვოკატების საინიციატივო ჯგუფი პატიმრების საყოველთაო ამნისტიას ითხოვს - განცხადება იურისტებმა საგანგებო ბრიფინგზე გააკეთეს. ლაშა ტყეშელაძის თქმით, 2026 წლის ივლისის მონაცემებით, პატიმართა რაოდენობამ დასაშვებ ზღვარს გადააჭარბა და მათ საპატიმრო დაწესებულებში მრავალი...

დაწვრილებითDetails

17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოს მოსამართლეების ნაწილი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ
მთავარი

თბილისში, ხუდადოვის ქუჩაზე, დამამძიმებელ გარემოებებში 17 წლის დავით ნარიმანიძის მკვლელობისთვის დაკავებულ არასრულწლოვანს, დ.პ.-ს ფსიქიატრიულ-ფსიქოლოგიური ექსპერტიზა დაენიშნა. ბრალდების მხარის აღნიშნული შუამდგომლობა თბილისის საქალაქო სასამართლომ დაამტკიცა. როგორც საქმის პროკურორი, ლევან ვეფხვაძე განმარტავს,...

დაწვრილებითDetails

მთავრობა აცხადებს, რომ ENKA-ს არბიტრაჟზე ვაშინგტონის სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გაასაჩივრებს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ე.წ. „გამჭვირვალობის კანონის“ ამოქმედებისთვის ახალი დეპარტამენტი იქმნება
მთავარი

საქართველოს მთავრობა ENKA-სთან საარბიტრაჟო დავასთან დაკავშირებით აშშ-ის კოლუმბიის ოლქის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა განაცხადა. ძამაშვილი ცრუ და არასწორს უწოდებს ინფორმაციას, თითქოს ვაშინგტონის სასამართლომ...

დაწვრილებითDetails

„ნამახვანჰესის“ პროექტის შეჩერების გამო, საქართველოს თურქული კომპანია Enka-სთვის 400 მლნ დოლარზე მეტის გადახდა დააკისრა ვაშინგტონის ფედერალურმა სასამართლომ

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ აქციის დარბევიდან ერთი თვე გავიდა (+ფოტო/ვიდეო)
მთავარი

ვაშინგტონის ფედერალურმა მოსამართლემ, შეჩერებული „ნამახვანჰესის” კომპენსაციისთვის, საქართველო დაავალდებულა, თურქულ კომპანია Enka Renewables LLC-ს 350 მლნ დოლარი (პლუს პროცენტით) გადაუხადოს, რაც მთლიანობაში 400 მლნ დოლარზე მეტ კომპენსაციას შეადგენს. როგორც bpn.ge წერს, ამის შესახებ...

დაწვრილებითDetails

საქართველოდან უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე გააძევეს

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
საქართველოდან უცხო ქვეყნის 34 მოქალაქე გააძევეს
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, სამინისტროს შესაბამის დანაყოფებთან კოორდინაციით, ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 78 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს. 'მიგრაციის დეპარტამენტის მიერ ჩატარებული კომპლექსური ღონისძიებების შედეგად, ქვეყნიდან გაძევებულ იქნა: ინდოეთის,...

დაწვრილებითDetails

ამოღებულია დიდი ოდენობით ნარკოტიკი – დაკავებულია 6 პირი

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
პოლიციამ თბილისში ნარკოდანაშაულის ბრალდებით 5 პირი დააკავა
მთავარი

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვისა და რეალიზაციის ხელშეწყობის ბრალდებით, სხვადასხვა დროს უცხო ქვეყნის ექვსი მოქალაქე დააკავეს. "სამართალდამცველებმა, კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა...

დაწვრილებითDetails

კაცი ქალს საძილე აბებით თიშავდა. ვიდეოს იღებდა და პორნოსაიტებზე ტვირთავდა – შეყვარებულის გაუპატიურების ფაქტზე სასამართლო პროცესები დაიწყო

by მეგა TV
სექტემბერი 16, 2026
0
წარმოდგენა არ მაქვს, როგორ აღმოვჩნდი მის საწოლში – რას ყვება ტურისტი სექსუალურ ძალადობაზე
მთავარი

გერმანიაში 39 წლის მამაკაცის სასამართლო პროცესი დაიწყო, რომელსაც ყოფილი შეყვარებულის მრავალჯერად გაუპატიურებასა და წლების განმავლობაში მის მიმართ ძალადობაში ადანაშაულებენ. გამოძიების ინფორმაციით, სავარაუდო დანაშაულების ნაწილი მამაკაცმა ვიდეოზეც გადაიღო. როგორც Die Zeit...

დაწვრილებითDetails

„ჯუმბერ ბუჩაშვილმა მომაწოდა ინფორმაცია…“ – რა ახალ ინფორმაციას ავრცელებს ტარიელ კაკაბაძე დადიანიძის საქმეზე

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
კახა, არ მიმატოვო, გეხვეწები – რა ვიდეო ვრცელდება გურამ დადიანიძის საქმეზე
მთავარი

„გურამ დადიანიძეს მამიდა ფსიქოლოგთან ატარებდა, მას წამლები ჰქონდა დანიშნული და გურამი მედიკამენტებს იღებდა“,- ამის შესახებ ადვოკატი ტარიელ კაკაბაძე გაუჩინარებული ახალგაზრდის საქმეზე ახალ დეტალებზე საუბრობს. როგორც კაკაბაძემ გადაცემაში „შენი ამბავი თაიასთან“ განაცხადა,...

დაწვრილებითDetails

სპეცოპერაცია თბილისში – ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
ქუთაისელი ე.წ. “კანონიერი ქურდის”  რევაზ ჭურაძის მკვლელობის საქმეზე 43 წლის ქალი დააკავეს
მთავარი

თბილისში საბურთალოს ტერიტორიაზე მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ "პირველებისთვის" ახალი დეტალები ხდება ცნობილი -  როგორც ადგილიდან "ტვ პირველის" კორესპოდენტი იტყობინება, სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით 27 და 28 წლის ქალები დააკავეს. წინასწარი ინფორმაციით, პოლიციას...

დაწვრილებითDetails

არ დავთმობთ – ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან 5 წელი გავიდა

by მეგა TV
სექტემბერი 15, 2026
0
” შვილებთან ერთად საკუთარ სულსაც ნუ წარიწყმენდთ”-ნიკო კვარაცხელიას დედა  ბრალდებულების მშობლებს მიმართავს
მთავარი

5 წელი ნიკო კვარაცხელიას მკვლელობიდან - მოკლული ბიჭის დედა სოციალურ ქსელში წერს, რომ "არ დათმობს სამართლებრივ ჭრილში, რამდენი დროც არ უნდა გავიდეს". იზა ომაძე გამოქვეყნებულ პოსტში ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დამკვეთს, მკვლელებს და ამ...

დაწვრილებითDetails

კატეგორიები


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა/ინტერნეტი
  • კონტაქტი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ახალი ამბები
    • რეგიონები
    • საზოგადოება
    • პოლიტიკა
    • ეკონომიკა
    • მსოფლიო
    • კულტურა
    • სპორტი
    • მოქალაქე ჟურნალისტი
    • საინტერესოა
      • საინტერესო სიახლეები
      • ჰოროსკოპი
  • არჩევნები
    • კანდიდატები
  • ვიდეოთეკა
    • გადაცემები
      • შუადღე ქუთაისში
      • დისკურსი
      • სალომეს ბაღი
    • მულტიმედია
  • ქვიზი

© 2023 TV Company MegaTV - ტელეკომპანია "მეგატვ"