“ყვითელ ხურმებში” – ქუთაისში ნიკა კვესელავას წიგნის პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის წარდგენა აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში 2 მარტს, 15:00 საათზე შედგება.
პრეზენტაციაში მონაწილეობას მიიღებენ პოეტები: თემურ ელიავა, გიორგი ჯიმშელეიშვილი, სულხან წულუკიძე, პაპუნა გიორგაძე, გიორგი ბალახაშვილი, დავით სულთანიშვილი, დავით კინწურაშვილი, დათო ქარჩავა
ღონისძიებაზე ასევე იქნება მუსიკალური ბენდი “რეზო და ბავშვები”.
დასწრება თავისუფალია.
პოეტი ნიკა კვესელავა 29 წლის ასაკში 2020 წლის 27 ნოემბერს გარდაიცვალა. ის თბილისში, თავის სამუშაო ადგილას, თონეში იპოვეს გარდაცვლილი. ექსპერტიზის დასკვნით გარდაცვალების მიზეზად ბუნებრივი აირით ინტოქსიკაცია დასახელდა. მას მეუღლე და ორი მცირეწლოვანი შვილი დარჩა.
ნიკა კვესელავა 1991 წლის 5 ივლისს ქალაქ რუსთავში დაიბადა. 8 წლის ასაკში საცხოვრებლად ქუთაისში გადმოვიდა და სწავლა განაგრძო 23-ე საჯარო სკოლაში. პოეტი ასევე სწავლობდა ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში. ნიკა კვესელავას შემოქმედებაში დიდი წვლილი მიუძღვის მის მასწავლებელს მარი ხვედელიძეს, რომელიც პოეტის პირველი მკითხველი და რედაქტორი იყო.










