უკრაინის რადის დეპუტატი და მიხეილ სააკაშვილის მეგობარი ქალი, ლიზა იასკო დარწმუნებულია, რომ ციხის საავადმყოფო უსაფრთხო გარემო არ არის.
როგორც იასკო ამბობს, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზუსტ ინფორმაციას არ ფლობს, რადგან პირადი ექიმი მასთან ჯერ კიდევ არ შესულა.
“მე დარწმუნებული, რომ ეს არაა უსაფრთხო ადგილი. მას შემდეგ რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ, როგორ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ აქ და როგორ მოიყვანეს აქ ძალის გამოყენებით, რა თქმა უნდა, ეს არის ყველა უფლების დარღვევა. ყველა პატიმრის ასე დამცირებას არ ცდილობენ. მიმაჩნია, რომ ეს ძალიან დიდი სირცხვილია”, – თქვა იასკომ.










