პირველ ოქტომბერს ხანდაზმულთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. ეს დღე აღნიშნეს ქუთაისშიც, საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოების ადგილობრივი ორგანიზაციაში.
მოხუცებმა საკუთარი სურვილები საჰაერო ბუშტებით ცაში გაუშვეს.
წლევანლი წლის დევიაზია გზა ასაკობრივი თანასწორობისაკენ.
1-ლი ოქტომბერი ხანდაზმულთა საერთაშორისო დღედ 1990 წლიდან დაწესდა, ხანდაზმულ პირთა უფლებების დაცვისა და მოსახლეობის დაბერების პრობლემებთან ბრძოლის მიზნით. ბოლო წლების განმავლობაში აღნიშნულ საკითხებს განსაკუთრებული სიმწვავით დაემატა ასაკის ნიშნით დისკრიმინაცია, რასაც ზოგჯერ თან ახლავს ხანდაზმულ პირთა მიმართ ძალადობა და მათი უგულვებელყოფა.